სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) 2017 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) 2017 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის შესახებ, კერძოდ:

 ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ცენტრში სულ შემოვიდა 134 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, შესაბამისად, უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებაც არ მიღებულა. ამჟამად წარმოებაშია 2 განცხადება;

 ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 122 განცხადება, ხოლო 6 განმცხადებელს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან წარმოდგენილი საკითხების შესახებ ინფორმაციის ფლობა/დამუშავება სცდებოდა ცენტრის კომპეტენციის ფარგლებს. ამასთან, აღნიშნული 6 განცხადებიდან ერთ-ერთი განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაიცა ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნებოდა ცენტრის კომპეტენციას.

2017 წლის საანგარიშო პერიოდში, 3 განმცხადებელს ეცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციას, შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 2 განმცხადებელს უარი ეთქვა კორესპონდენციის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მოთხოვნილი ინფორმაცია, თავისი არსით, წარმოადგენდა არა საჯარო ინფორმაციას, არამედ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას.

ასევე, 2 განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კორესპონდენციაში დასმული საკითხი მოიცავდა არა საჯარო ინფორმაციას, არამედ - პერსონალურ მონაცემებს.

კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამასთან, გაცნობებთ, რომ 2015 წლის 10 მარტს ცენტრის დირექტორის №172 ბრძანების საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნულია იურიდიული სამსახურის სამართალშემოქმედების სამმართველოს სპეციალისტი - ნინო მეგენეიშვილი, რომლის არყოფნის პერიოდშიც მის მოვალეობას, ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს იურიდიული სამსახურის სამართალშემოქმედების სამმართველოს სპეციალისტი - გვანცა ბოჭორიშვილი;

 გ) საჯარო მონაცემთა ბაზების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ მოთხოვნა ცენტრში არ შემოსულა. პერსონალურ მონაცემთა სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 1 მოთხოვნა;

 დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში ცენტრის სამი თანამშრომლის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „შენიშვნა“;

 ე) ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ასევე, სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია (საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზს წარმოადგენდა სწორედ საჯარო ინფორმაციად არმიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, რაც ზემოთ იქნა აღნიშნული). ამდენად, რელევანტური საკანონმდებლო აქტების გამოყენების საჭიროებაც არ დამდგარა;

 ვ) ერთ შეთხვევაში, რა დროსაც ცენტრმა უარი განაცხადა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ ცენტრის მიერ ეს მოთხოვნა არ იქნა მიჩნეული საჯარო ინფორმაციის კატეგორიად, განმცხადებელმა ცენტრის უარი გაასაჩივრა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო გადაწყვეტილებით ინფორმაცია მიჩნეულ იქნა საჯარო ინფორმაციად, რის საფუძველზეც, ცენტრმა დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. ამასთან, ცენტრმა შეცვალა საკუთარი პრაქტიკა (სათანადო ცვლილებები განხორციელდა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებშიც, კერძოდ, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში და „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში) და ანალოგიურ შემთხვევებში აგრძელებს ამ ინფორმაციის გაცემას საჯარო ინფორმაციის სახით.

 ზ) ამ წერილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ (ერთ) შემთხვევაში ცენტრს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაწეულა.

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე