„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №549 |
|
2017 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“;
ბ) მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, განკარგავს ცენტრის სახსრებსა და ქონებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის აპარატის სტრუქტურასა და ხარჯთა ნუსხას, განსაზღვრავს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
ზ) მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;“;
„ი) მინისტრს ყოველწლიურად (კალენდარული წლის ბოლოს) წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) მინისტრს ყოველწლიურად წარუდგენს ცენტრის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმას (კალენდარული წლის დასაწყისში);
ლ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ცენტრის ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს;“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს მინისტრის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.
3. მე-6 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მინისტრი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
3. მინისტრი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს მინისტრი.
5. ცენტრმა, მინისტრის თანხმობითა და კანონით გათვალისწინებული წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №549. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.020257.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №549, 15.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020257 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3921492/