შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15527-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/15527-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2017 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ მიმართ.

ვინაიდან 2016 წლის 28 სექტემბრის კრედიტორთა კრებაზე მოვალის ქონება არ იყო სრულად შეფასებული, ამასთან, კრებაზე გაცხადდა სამეურვეო მასაში შეტანილ ავტომობილებზე სხვა პირების კუთვნილების საკითხი, კრედიტორთა კრება გადაიდო სხვა დროისთვის.

2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ მეურვის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, მიხეილ ლომთაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მომდევნო ეტაპზე გადასვლის მიზნით.

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ კრედიტორთა კრება მეურვის მოხსენების მოსმენის, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის დღის წესრიგით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 დაადგინა:

1. მოწვეული იქნეს შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1 მეურვის მოხსენება.

1.2. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.

1.3 გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 25 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                     ლაშა ქოჩიაშვილი