„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
მიღების თარიღი 15.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №550
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.020259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 17.01.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა რეესტრის განსაზღვრის შესახებ“ საგრეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №52 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №156 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 იანვრის №16 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 აგვისტოს №27 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №550
2017 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1621-რს საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილება.
მუხლი 2🔗
ლიკვიდირებულად გამოცხადდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი 2017 წლის 15 დეკემბრიდან.
მუხლი 3🔗
1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებები განახორციელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, როგორც უფლებამონაცვლე დაწესებულებამ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შემდგომ მატერიალური ფასეულობები და დოკუმენტაცია გადაეცეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ფუნქციებიდან და გადაცემული დოკუმენტაციების შინაარსიდან გამომდინარე, უზრუნველყოს კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისათვის დოკუმენტაციის გადაცემა არა უგვიანეს 2018 წლის პირველი თებერვლისა.
მუხლი 4🔗
დადგენილებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებები დასრულდეს არა უგვიანეს 2018 წლის 17 იანვრისა.
მუხლი 5🔗
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 17 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი