⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.12.2020)
გაუქმებულია:

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.12.2017
ძალაში შესვლა 14.01.2018
ძალის დაკარგვა 15.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №554
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020264
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2017
matsne.gov.ge 3,803 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2017 მიღება
14.01.2018 ძალაში შესვლა
15.12.2020 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
შესყიდვა
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომლებიც მოცემულია ამ წესის №2 და №3 დანართებში
მუხლი 2
შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში
საწარმო) – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება
მუხლი 2
საქონელი
ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი, რომელიც მოცემულია №2 დანართში
მუხლი 2
მომსახურება
შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მოცემულია №3 დანართში
მუხლი 2
პრეტენდენტი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებს შესყიდვის პროცედურაში
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ
მუხლი 2
ფასთა გამოკითხვა
შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით  დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს
მუხლი 2
ერთ პირთან მოლაპარაკება
შესყიდვის საშუალება, როდესაც ხდება მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა
მუხლი 2
გადაუდებელი აუცილებლობა
ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას
მუხლი 2
დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი
კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი
მუხლი 2
ტენდერი
შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც მიმწოდებლის შერჩევას, სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე, ახდენს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია, ამასთან, საქონლისა და მომსახურების ტენდერის მეშვეობით შესყიდვის შემთხვევაში, დასაშვებია ვაჭრობა
მუხლი 2
საფასური
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამ წესით განსაზღვრული სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა
მუხლი 2
ალტერნატიული წინადადება
ტენდერში ან ფასთა გამოკითხვაში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განსხვავებული ტექნიკურ-ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე სატენდერო წინადადება ან/და შეთავაზებული განსხვავებული ტექნიკური ან ორგანიზაციული გადაწყვეტილება
მუხლი 2
ლოტი
ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოყოფილი შესყიდვის ობიექტი
მუხლი 2
ფასის კლების ბიჯი
ფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.5 პროცენტიდან – 2 პროცენტამდე ოდენობით
მუხლი 2
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები
მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე  ურთიერთჩანაცვლებადი შესყიდვის ობიექტები
მუხლი 2
შესყიდვების გეგმა
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა (დანართი №1), რომლის შესაბამისადაც შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს შესყიდვებს.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 საექსპერტო, საპროექტო, საბროკერო, საკონსულტაციო, აუდიტორული და საბანკო მომსახურება
2 იურიდიული მომსახურება, დაკავშირებული სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან
3 სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები
4 სემინარებისა და პრეზენტაციების მოწყობისათვის საჭირო მომსახურება, დაკავშირებული სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
მომსახურების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №554 2017 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 14 იანვრიდან და ძალაშია ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა. 3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და მოქმედება. 4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები და/ან ქვეყნები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 5. ამ წესის №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომლებიც მოცემულია ამ წესის №2 და №3 დანართებში; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო) – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება; დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი, რომელიც მოცემულია №2 დანართში; ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მოცემულია №3 დანართში; ვ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებს შესყიდვის პროცედურაში; ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; თ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით  დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს; ი) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც ხდება მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა; კ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას; ლ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი; მ) ტენდერი – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც მიმწოდებლის შერჩევას, სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე, ახდენს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია, ამასთან, საქონლისა და მომსახურების ტენდერის მეშვეობით შესყიდვის შემთხვევაში, დასაშვებია ვაჭრობა; ნ) საფასური – ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამ წესით განსაზღვრული სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა; ო) ალტერნატიული წინადადება – ტენდერში ან ფასთა გამოკითხვაში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განსხვავებული ტექნიკურ-ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე სატენდერო წინადადება ან/და შეთავაზებული განსხვავებული ტექნიკური ან ორგანიზაციული გადაწყვეტილება; პ) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოყოფილი შესყიდვის ობიექტი; ჟ) ფასის კლების ბიჯიფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.5 პროცენტიდან – 2 პროცენტამდე ოდენობით; რ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე  ურთიერთჩანაცვლებადი შესყიდვის ობიექტები; ს) შესყიდვების გეგმა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა (დანართი №1), რომლის შესაბამისადაც შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს შესყიდვებს. მუხლი 3🔗. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე; დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) რაციონალურად და შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელოს შესყიდვები ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში; ბ) ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას პრეტენდენტთა მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა; გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა. მუხლი  4🔗.  ინტერესთა  კონფლიქტის  თავიდან  აცილების  პირობები  და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას: ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას; ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადებას; გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შეფასებას; დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოლაპარაკების გამართვას; ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას; ვ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას. 2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნულ შესყიდვების პროცედურაში მონაწილეობა. 3. დაუშვებელია, საწარმომ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მიიწვიოს პირი, თუ იგი: ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი; ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში; გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე: ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მონაწილეთა მიმართ; ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შესყიდვის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეთა მიმართ. მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ტენდერის, ფასთა გამოკითხვის ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. 2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ქართულ ენაზე, ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე, თუ: ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს; ბ) ხორციელდება საბანკო ან/და ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, საბროკერო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო). 3. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები). მუხლი 6🔗. ფასთა გამოკითხვა 1. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფასთა გამოკითხვის საშუალებით,  თუ  შესყიდვის  ობიექტის  სავარაუდო  ღირებულება  აჭარბებს 100 000 (ასი ათასი) ლარს და არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს დოკუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით, საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში. 3. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 2 პირს. 4. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით. 5. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არაუმეტეს 20 დღისა, იღებს მიწვეული პირების გადაწყვეტილებებს მონაწილეობის მიღების თაობაზე და განაცხადებს, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადება მონაწილეობის მიღების შესახებ; ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ; გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ. 6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები ხელმოწერილი უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. 7. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეულ უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა. 8. მიწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით. 9. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი. მუხლი 7🔗ტენდერი 1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. 2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლები. 3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე, რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. 6. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. მუხლი 8🔗. სატენდერო კომისიის აპარატი 1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით, ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. 2. შესყიდვის ობიექტის დაზუსტებული მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების მიღების შემდეგ სატენდერო კომისიის აპარატი შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტებს. 3. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ, საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენამდე  გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში. 4. სატენდერო კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავშირი იქონიოს პრეტენდენტებთან, საჭიროების შემთხვევაში, მიაწოდოს მათ განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ. 5. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია, ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გადაეცემა საწარმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, დადგენილი წესით შესანახად. მუხლი 9🔗. განცხადება ტენდერის შესახებ 1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია, შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საწარმოს ვებგვერდზე. ამასთან, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება დამატებით შესაძლოა გამოქვეყნდეს პრესაში ან/და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. 2. განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება საწარმოს ვებგვერდზე ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი; ბ) შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის სახეობა ან გასაწევი მომსახურების სახეობა, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით; გ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია; ე) მითითება იმის თაობაზე, რომ დასაშვებია პრეტენდენტის სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგენილ იქნეს სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში – მითითება იმის თაობაზე, რომ სატენდერო წინადადება შეფასებაზე არ დაიშვება; ვ) ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი; ზ) ორეტაპიანი ტენდერის დროს − მითითება იმის შესახებ, რომ საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად, წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი სატენდერო წინადადება ღირებულების გარეშე; თ) ორეტაპიანი ტენდერის დროს − ინსტრუქცია პირველადი სატენდერო წინადადებების შედგენის თაობაზე, მათი წარდგენის წესი (წარდგენის ვადის ჩათვლით) და შეფასებისას მხედველობაში მისაღები მოთხოვნები; ი) ზეპირ ვაჭრობაზე ფასის კლების ბიჯი; კ) ტენდერში მონაწილეობის საფასურის ოდენობა; ლ) შემსყიდველი ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც მოხდება ტენდერში მონაწილეობის საფასურის გადახდა. 4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია. 5. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დასრულების ვადებს განსაზღვრავს სატენდერო კომისია, საწარმოს ინტერესებისა და შესყიდვის მოცულობიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 6. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ. 7. იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი ან/და დასაშვებია ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარდგენა, განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას აღნიშნულის შესახებ. 8. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ასევე უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნას სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის (გარანტიის) გამოყენების შესახებ, გარანტიის ფორმის ჩათვლით. 9. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სატენდერო კომისიის აპარატის იმ მუშაკთა სამსახურებრივი კოორდინატების შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, გასცენ დამატებითი ინფორმაცია. მუხლი 10🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს საწარმოს სატენდერო კომისია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. მუხლი 11🔗. საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი 1. საფასურის გადამხდელები არიან საქართველოს ან უცხო სახელმწიფოთა ფიზიკური და იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა, რომლებსაც გააჩნიათ სურვილი, მიიღონ მონაწილეობა ტენდერში. 2. საფასურის ოდენობა განისაზღვრება სატენდერო კომისიის მიერ  ინდივიდუალურად – თითოეული შესყიდვის ობიექტისთვის. 3. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველმა საფასური უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე. 4. საფასურის გადახდა წარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ანგარიშზე. 5. საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე; ბ) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო საფასურის გადამხდელი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის დროულად გადაცემა. 6. საფასურის გადამხდელს უფლება აქვს: ა) მის მიერ გადახდილი საფასურის ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ მოთხოვნისთანავე მიიღოს სატენდერო დოკუმენტაცია; ბ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების შემთხვევაში, დადგენილი წესით, წარუდგინოს სატენდერო კომისიას თავისი სატენდერო წინადადება; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაასაჩივროს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება, დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაციის მიღებასთან ან საფასურის გადახდასა და დაბრუნებასთან. მუხლი 12🔗. სატენდერო დოკუმენტაცია 1. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ობიექტის, სატენდერო კომისიის მოთხოვნებისა და პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სახის ინფორმაციას. 2. სატენდერო კომისია ქართულ ან/და უცხოურ ენებზე შედგენილ სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე. 3. დაინტერესების შემთხვევაში, კომისია დაინტერესებულ პირს მოთხოვნისთანავე გადასცემს სატენდერო დოკუმენტაციას. 4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად; ბ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მითითებით; გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას ან მომსახურების მოცულობას, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით; დ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადას; ე) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონვერტების გახსნის დროს. 5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მუხლი 13🔗. სატენდერო წინადადებების შერჩევა და ტექნიკური შესაბამისობის დადგენა 1. სატენდერო წინადადებების გახსნისა და ფასების გამოცხადების შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მათი შერჩევა. შერჩევის მიზანია წარდგენილი სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. შერჩევის პროცესში სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების კლასიფიცირებას შემდეგ კატეგორიებად: ა) სატენდერო წინადადებები, რომლებიც შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს; ბ) სატენდერო წინადადებები, რომლებიც მნიშვნელოვანი შეცდომის ან სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო ვერ ჩაითვლება მისაღებად. 3. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და ტექნიკური შესაბამისობის დადგენის მიზნით არ დაიშვება განხილვისათვის იმ შემთხვევებში, თუ: ა) სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვერ შეძლებს ან არ მოახდენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან დადასტურებას; ბ) სატენდერო წინადადებით წარდგენილი ფასი (ლოტების მიხედვით) აღემატება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს; გ) შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება. 4. წინადადებების შერჩევის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს მათ დეტალურ განხილვასა და შესწავლას, ტექნიკური შესაბამისობის დადგენის მიზნით. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, სატენდერო წინადადებების განხილვისათვის მიიწვიოს ექსპერტები და კონსულტანტები. სატენდერო წინადადებების ან/და ექსპერტების დასკვნების განხილვა ხდება სატენდერო კომისიის სხდომებზე. საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისიას შეუძლია მიიწვიოს პრეტენდენტი ან მისი წარმომადგენელი, მის წინადადებასთან დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით. 5. შეფასებისათვის დაიშვება მხოლოდ იმ პრეტენდენტების სატენდერო წინადადებები, რომლებიც გაივლიან შერჩევის პროცესს და ტექნიკურად შეესაბამებიან ტენდერში მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებს. მუხლი 14🔗. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები 1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო განცხადებაში მითითებულ ადგილზე, ხოლო ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო წერილობით უნდა ეცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს, შერჩევის პროცედურის დასრულებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. 2. სატენდერო კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მიიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევისა და ტექნიკური შესაბამისობის დადგენის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. 3. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს სატენდერო კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ სატენდერო წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს. ვაჭრობის მონაწილე თითოეულ პრეტენდენტს უფლება აქვს, 3-ჯერ მოახდინოს თავის მიერ დაფიქსირებული ფასის შემცირება, არანაკლებ სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯით განსაზღვრული ოდენობისა. 4. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. სატენდერო წინადადების ფასის ცვლას თითოეულ რაუნდზე იწყებს უმაღლესი სატენდერო წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი. 5. ზეპირ ვაჭრობაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადებების შემცირებული ფასები აისახება სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სატენდერო კომისიის დამსწრე კომისიის წევრები და მონაწილე პრეტენდენტები. პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა განიხილება, როგორც უარი ზეპირ ვაჭრობაზე, მის მიერ დაფიქსირებულ შემცირებულ ფასზე და ძალაში დარჩება მისი სატენდერო წინადადების პირვანდელი ფასი. 6. პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ზეპირი ვაჭრობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით) წარმართვა, ზეპირი ვაჭრობისათვის გამოყოფილ ვადებში. 7. ზეპირი ვაჭრობის საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ სატენდერო წინადადებების შეფასება მოხდება ამავე წესის შესაბამისად. 8. ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ზეპირი ვაჭრობის წესი. მუხლი 15🔗. სატენდერო წინადადებების შეფასების წესი 1. ზეპირი ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადებების საბოლოო ფასების დადგენის შემდეგ, სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაშვებულია სატენდერო წინადადებების ფასის დაფიქსირება სხვადასხვა კონვერტირებად ვალუტაში, სატენდერო წინადადებების განხილვის დროს უნდა მოხდეს მათი გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად. 3. შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება ეხებოდეს როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ასევე მათ მიერ წარდგენილ წინადადებებს. 4. პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილებისა და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარება. 5. სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სატენდერო წინადადების ღირებულება; ბ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები; გ) შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები; დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები; ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, რემონტთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენდერო კომისია. 6. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. 7. სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავიანთ შეფასებას ადასტურებენ ხელმოწერით. 8. თუ 2 ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრიტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული, უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება აბსოლუტურად იდენტურია, სატენდერო კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას და წერილობით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. 9. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. სატენდერო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 10. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ, ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია, სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებების მოკლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 11. გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და იწვევს გამარჯვებულს ხელშეკრულების დასადებად. 12. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული, შესყიდვის მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გადახდილი მომსახურების საფასურის გარდა. 13. პრეტენდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. მუხლი 16🔗. ორეტაპიანი ტენდერი 1. ორეტაპიანი ტენდერი შეიძლება ჩატარდეს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, როდესაც მას მიზანშეწონილად მიაჩნია, ტენდერის პირველ ეტაპზე შეთავაზებული პრეტენდენტების ტექნიკური წინადადებების გათვალისწინებით, სრულყოს და შეადგინოს საბოლოო სატენდერო დოკუმენტაცია. 2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები დახურულ კონვერტში წარადგენენ ტექნიკურ სატენდერო წინადადებებს ან/და ალტერნატიულ ტექნიკურ წინადადებებს შესაბამისი აღნიშვნით, ღირებულების მითითების გარეშე. 3. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს, გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტებთან პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით. 4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად, სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს საფასურის გადახდის შემდეგ, რომელიც გადაიხდება სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სპეციალურ ანგარიშზე, პირველადი სატენდერო დოკუმენტაციის მიღებამდე. 5. სატენდერო კომისია ვალდებულია, საფასურის გადახდისთანავე გადასცეს პრეტენდენტს პირველადი სატენდერო დოკუმენტაცია. 6. წარდგენილი სატენდერო წინადადებების შერჩევას, განხილვასა და შეფასებას სატენდერო კომისია მოახდენს ამავე წესის მე-13, მე-14 და მე-15 მუხლების დაცვით. მუხლი 17🔗. შესყიდვის ობიექტის აღწერის წესები 1. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში, სატენდერო დოკუმენტაციისა და შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებში საქონლის, მომსახურების აღწერა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. 2. შესყიდვის ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა ობიექტურად უნდა ასახავდეს შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტულ მაჩვენებლებს, მოთხოვნებს, ტერმინოლოგიასა და პირობით აღნიშვნებს (თუ ასეთები არსებობს). მუხლი 18🔗. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა 1. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს გარანტირების მექანიზმი სატენდერო წინადადების ღირებულების 3 პროცენტის ოდენობით. ამ შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები ვალდებულნი არიან, წარუდგინონ შემსყიდველ ორგანიზაციას თავისი სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები. 2. გარანტირების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენტაციაში ან ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის მოსაწვევში უნდა ასახოს კონკრეტული მოთხოვნები გარანტიის ღირებულებითი ოდენობის, მისი ფორმის, გარანტიის გამცემი ორგანიზაციების მიმართ. 3. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად უნდა ეხებოდეს შესყიდვის პროცედურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტს. 4. გარანტიის მოქმედების ვადა, არანაკლებ 30 დღით, უნდა აღემატებოდეს სატენდერო (კომერციული) წინადადების მოქმედების ვადას. 5. გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს სატენდერო (კომერციულ) წინადადებასთან ერთად. 6. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირთათვის გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 7. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე, პრეტენდენტებს გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტები დაუბრუნდებათ უკან, მოთხოვნისთანავე. 8. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ამოიწურა წინადადების შეფასების დასრულებამდე და პრეტენდენტმა უარი განაცხადა ამ ვადის გაგრძელებაზე, პრეტენდენტს გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტები დაუბრუნდება უკან, მოთხოვნისთანავე. 9. გარანტიის დაუბრუნებლობისა და აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია, თუ: ა) წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე (თავისი წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე); ბ) გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე; გ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს ყალბი მონაცემების ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გამო. მუხლი 19🔗. ჩაშლილი ტენდერი 1. ტენდერი ითვლება ჩაშლილად, თუ: ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არცერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება; ბ) არცერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს; გ) წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არცერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ დადგენილ სავარაუდო ღირებულებას; დ) გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე წესის თანახმად, ცხადდება ხელახალი ტენდერი. მუხლი  20🔗.  გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულების დასადებად საჭიროა დამატებითი ვადები, მხარეებმა აღნიშნულ ვადაში უნდა გააფორმონ წინარე ხელშეკრულება ან მემორანდუმი. 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება; გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით); დ) შესყიდვის ობიექტის ხარისხი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა; ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები და ადგილი; ვ) შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი; ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები); თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში); ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი; კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის; ლ) ფორსმაჟორული სიტუაციები; მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა; ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ო) დავების გადაწყვეტის წესი; პ) ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები. მუხლი 21🔗. ხელშეკრულების ფორმა და მისი გადასინჯვის წესი 1. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, ქართულ, ინგლისურ ან სხვა უცხო ენაზე. 2. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. მუხლი 22🔗. ცვლილების შეტანის წესი წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი № 1 სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ შესყიდვების წლიური გეგმა № შესყიდვის ობიექტი შესყიდვის საშუალება  (ტენდერი, ფასთა გამოკითხვა, ერთ პირთან მოლაპარაკება) შენიშვნა შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ---------- შესყიდვების სამსახურის უფროსი: ----------- ბუღალტერი: -----------. დანართი  №2 სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი № საქონლის დასახელება 1 ქარის მეტეოანძის, ელექტროსადგურისა და მზის ელექტროსადგურის მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე მათი დემონტაჟ-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები 2 მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის მასალა-მოწყობილობები 3 განახლებადი ენერგიის ობიექტების მართვის სისტემა, მისი პროგრამული და არაპროგრამული მოწყობილობები, მისი მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები 4 განახლებადი ენერგიის ობიექტების კვლევის, პროექტირებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროგრამა და მისი ლიცენზიები. დანართი  №3 სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მომსახურების ჩამონათვალი № მომსახურების დასახელება 1 საექსპერტო, საპროექტო, საბროკერო, საკონსულტაციო, აუდიტორული და საბანკო მომსახურება 2 იურიდიული მომსახურება, დაკავშირებული სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან 3 სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები 4 სემინარებისა და პრეზენტაციების მოწყობისათვის საჭირო მომსახურება, დაკავშირებული სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან.