კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016350
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2019
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2017 წლის 15 დეკემბერი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 21/12/2016; 190040000.35.149.016300).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე
დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 1🔗.
ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება
1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს ონკოლოგიური ავადმყოფი:
ა) ოპერციული მკურნალობისთვის;
ბ) სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის.
2. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ)ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან, მათ შორის აფთიაქიდან;
ვ) უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების ან და აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
4. ონკოლოგიურ ავადმყოფს, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან, დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის თანადაფინანსებით 70%-ით, არაუმეტეს 1500 ლარისა.
5. იმ შემთხვევაში, თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა.
6. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება საყოველთაო ჯანდაცვიდან ან კერძო სადაზღვევო კომპანიიდან ჯამური ანაზღაურებადი თანხა და მომხმარებლის გადასახდელი თანხა.
7. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
8. ბენეფიციარს შუძლია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ორივე ქვეპუნქტით.
მუხლი 2🔗.
კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა სტაციონარული (მათ შორის, დღის სტაციონარი) მკურნალობის თანადაფინასება.
1. თანადაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 700 ლარისა.
2. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ)ავადმყოფის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე)ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფმა წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, მისი დაფინანსება მოხდება მოთხოვნილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗.
კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება
1. თანადაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 700 ლარისა.
2. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში, დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე)ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამური ანაზღაურებადი თანხა და მომხმარებლის გადასახდელი თანხა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
4. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗.
თვალის ოპერაციის თანადაფინანსება
1. თანადაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა.
2. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე)ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამური ანაზღაურებადი თანხა და მომხმარებლის გადასახდელი თანხა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
4. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗.
ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება
1. ოპერაციული მკურნალობისთვის (გარდა საკეისრო კვეთისა და პლასტიკური ქირურგიისა) დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.
2. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად მოთხოვნილი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა.
3. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ)ავადმყოფის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე)ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6🔗.
სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები და პროცედურები
1. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა სახელმწიფოსგან დაუფინანსებელი კვლევებისთვის და პროცედურებისთვის ერთჯერადად მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 ლარისა.
2. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე)ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
სამედიცინო (ამბოლატორიული, სტაციონარული და მათ შორის დღის სტაციონარი) მომსახურების თანადაფინანსება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი (მათ შორის ონკოლოგიური), რომელსაც ამოწურული აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის გათვალისწინებული ლიმიტი.
2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ)ავადმყოფის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან.
ვ) ცნობა, რომელიც ადასტურებს ლიმიტის ამოწურვას.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
4. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, დაუფინანსებელი თანხის 50%-ით თანადაფინანსებით, არუმეტეს 1000 ლარისა.
5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8🔗.
კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, სცინტიგრაფიის დაფინანსება
1. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად (ერთი ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100-ში) კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) გამოკვლევის, სცინტიგრაფიისათვის, მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა.
2. ბენეფიციარი, რომელიც არის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65001-მდე ამ მუხლით დახმარებას მიიღებს 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა.
3. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ)პაციენტის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე)ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარი წარმოადგენს ამონაწერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 9🔗.
კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, სისხლძარღვების სტენტირება და შუნტირება
1. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მოთხოვნილი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა.
2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) დაფინანსების შემთხვევაში ცნობა, სადაც მითითებული იქნება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვეო კომპანიის მიერ ჯამური ანაზღაურებადი თანხა და მომხმარებლის გადასახდელი თანხა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
4. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10🔗.
“C ” ჰეპატიტით დაავადებული ბენეფიციარების დახმარება
1. დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი „C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევების დაფინანსებისთვის, დაუფინანსებელი თანხის 50%-ით თანადაფინანსებით;
2. ბენფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე)ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:
ა) ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები (გარდა 0-დან 100 001- მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისა);
გ) პარკინსონით დაავადებული პაციენტები;
დ) გლაუკომით დაავადებული პაციენტები;
ე) გულის ქრონიკული უკმარისობით (III - IV სტადია) დაავადებული პაციენტები;
. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამი თვისათვის განკუთვნილ ნორმას.
2. კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, მწვავე ინსულტის შემდგომ – ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვისთვის განკუთვნილ ნორმას. განცხადება თანდართული დოკუმეტებით ბენეფიციარმა უნდა წამოადგინოს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. ონკოლოგიური ავადმყოფის სიმპტომური მკურნალობა. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.
4. სოციალურად დაუცველ პენსიონერ ბენეფიციარს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 30 001-მდე, მედიკამენტური დახმარება გაეწევა ერთჯერადად არაუმეტეს 50 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (განახლებული) ფორმა №100;
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი აფთიაქიდან;
ვ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარი წარმოადგენს ამონაწერს სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამსი ანგარიშსწორების ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
სტაციონარში ხანგრძლივად მყოფი ბენეფიციარის ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს სტაციონარში ხანგრძლივად (ერთი თვეზე და მეტი) მყოფი ბენეფიციარის ოჯახის წევრი 1000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) სტაციონარში მყოფი ავადმყოფის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
დაავადებულ პირთა დახმარება
1. ცერებრალური დამბლით; ტეტრაპლეგიით; აუტიზმით; დაუნის სინდრომით; გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა - ქცევის პათოლოგიით; საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობით; სენსონევრალური (ნეიროსენსორული) ხასიათის მძიმე, III ხარისხის სმენის ორმხრივი დაქვეითებით; გენერალიზებული იდიოპათიური ეპილეფსიით და ეპილეფსიური სინდრომებით; ფენილკეტონურიით; ცელიაკიით; ჰიდროცეფალიით; მიკროცეფალიით; სპინალური ამიოტროფიით; სპინო-ცერებრალური ატაქსიით; ცერებრო-სპინალური ფორმით; სპონდილოართრიტით; ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები) დაავადებულ პირებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით;
2. ბენეფიციარის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან მეურვემ ან მზრუნველმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის მოწმობა);
დ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებელი მოწმობა;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი ან მშობელი ან მეურვე ან მზრუნველი წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტთა დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებმა ან მისმა ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
3. ცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იმის თაობაზე, რომ ბენეფიციარი მონაწილეობს თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადების პროგრამაში.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 15🔗.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 300 ლარის ოდენობით.
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შშმ პირის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში, არასრულწლოვანის შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის, მეურვის ან მზრუნველის პირადი საბანკო ანგარიში;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი მოწმობა;
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 16🔗.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ეტლით დახმარება
1. ეტლის შესაძენად ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათ შორის 18 წლამდე ასაკისას, ეტლის საფასურის 50 %-ით თანადაფინანსებით, არაუმეტეს 200 ლარისა.
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შშმ პირის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ)ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის მოწმობა);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი მოწმობა;
ვ)ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი;
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით წარმოდგელი ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
მუხლი 17🔗.
მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები, შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ოჯახი დახმარებას მიიღებს თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;
გ) შვილების დაბადების მოწმობები და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათები (ან პირადობის მოწმობა);
დ) ქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
4. ამ მუხლით ისარგებლებს 2017 წლის დეკემბრის თვეში დაბადებული ბავშვის ოჯახიც.
5. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით.
მუხლი 18🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან და ოჯახით ცხოვრობენ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თითოეულ 18-წლამდე ასაკის შვილზე 100 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;
გ) შვილების დაბადების მოწმობები და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათები (ან პირადობის მოწმობა);
დ) ქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
5. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით.
მუხლი 19🔗.
მარტოხელა დედების დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება მიეცემა ერთჯერადად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ მარტოხელა დედას, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით;
2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) შვილების დაბადების მოწმობები და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის მოწმობა);
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან (დეპარტამენტი) გადაწყვეტილება მარტოხელა დედის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით;
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
4. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული დახმარებით.
მუხლი 20🔗.
დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის თითოეულ დედ-მამით ობოლ ბავშვს ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობით;
2. ბენეფიციარის მეურვემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ)დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის მოწმობა);
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობები;
ე) მურვის საბანკო ანგარიში;
ვ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ;
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მეურვე მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 21🔗.
სტუდენტების დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება ერთჯერადად გაეწევა სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით (გარდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგად მიღებული გრანტისა) და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის დედ-მამით ობოლი;
ბ) არის მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახიდან;
გ) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა;
2. ამ მუხლით ასევე ისარგებლებს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
3.სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) მასზე სახელმწიფო დაფინანსების არ არსებობის, სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) პირადობის მოწმობა;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დაფინანსების შემთხვევაში სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;
4. დახმარება განისაზღვროს 500 ლარით.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით.
მუხლი 22🔗.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადააადგილებული ოჯახებისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისათვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 1 001-მდე
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას - სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს ერთჯერადად, 2018 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.
2. სასაჩუქრე პაკეტის ღირებულებაა 55 ლარი.
3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:
ა) დევნილის მოწმობა;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ)სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი;
4. ოჯახების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიებით.
მუხლი 23🔗.
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა;
დ) დახმარების მიმღების პირადი საბანკო ანგარიში;
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას ბენეფიციარი მიიღებს წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 24🔗.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. სოციალური დახმარება მიეცემა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის, ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელსაც გასცემს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
მუხლი 25🔗.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღებია საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობა;
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას ბენეფიციარი მიიღებს წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 26🔗.
ხანძრის შედაგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება (მოსარგებლეზე არ ვრცელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის აუცილებლობა)
1. ხანძრის შედაგად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულ ოჯახებს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, არაუმეტეს 3 000 ლარისა.
2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ზიანის დადგომიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) საკუთრების ან და კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანდერძი, ჩუქება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა(არსებობის შემთხვევაში), ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერი პირდაპირი მითითებით, ცნობა საკომლო წიგნიდან) საქართველოს ეროვნულ არქივიდან;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქალაქ კასპის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან;
ვ) ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისგან.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზო ფასებით.
5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ ოჯახებზე, რომლებიც 2017 წლის დეკემბრის თვეში ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.
მუხლი 27🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებული;
2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობა;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა;
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) დამკრძალავისა და გარდაცვლილის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
თ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია, დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ.
3. თანხა გაიცემა 300 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლით ისარგებლებს 2017 წლის დეკემბრის თვეში გარდაცვლილის დამკრძალავი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის ინფორმაციის საფუძველზე, თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხება პიროვნებას, ვინც ორგანიზება გაუწია დაკრძალვას.
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 28🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში-სამსახური).
2.სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად.
მუხლი 29🔗.
სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში, ასევე იგი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე.
4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას უძღვება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც.
6. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
7. სამუშაო ჯგუფის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.
მუხლი 30🔗.
სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 31🔗.
სამუშაო ჯგუფის ოქმები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო
ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება ოქმს.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მდივანი.
მუხლი 32🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის საფუძველზე.