პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირისა და საჯარიმო ქვითრის ფორმის, საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესის განსაზღვის შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
ძალის დაკარგვა 27.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №142
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016900
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,199 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2017 მიღება
01.01.2018 ძალაში შესვლა
27.01.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირისა და საჯარიმო ქვითრის ფორმის, საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესის განსაზღვის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №142 2017 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირისა და საჯარიმო ქვითრის ფორმის, საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესის განსაზღვის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის შენიშვნის 3​1 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის და საჯარიმო ქვითრის ფორმის განსაზღვრისა და საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის განსაზღვრისა და საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის განსაზღვრის, საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსებისა და წარდგენის სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. გარე აკრძალული ზოლი 1. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი არის ამავე დაწესებულების გარე დამცავი ზღუდის გარე პერიმეტრი. 2. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. პენიტენციური დაწესებულებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს გარე აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა 1. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს თანამშრომლების (შემდგომში – გუშაგი) მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​13 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, ისინი ვალდებულნი არიან აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენონ ყარაულის უფროსს ან მის მოადგილეს. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​13 მუხლით გათვალისწინებულ პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევად მიიჩნევა: ა) პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში ყოფნა; ბ) პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში  სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა); გ) ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა; დ) ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა; ე) პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება; ვ) პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება/მოწოდება; ზ) უკანონო ფორმით ინფორმაციის მიწოდება, თუ ეს ქმედება მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისადმი. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას გამოავლენს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების მთავარი სამმართველოს მოსამსახურე, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების მთავარი სამმართველოს შესაბამისი განყოფილების უფროსს (შემდგომში – განყოფილების უფროსი). 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას გამოავლენს პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს (შემდგომში – დირექტორი) ან დირექტორის მიერ ბრძანებით საამისოდ უფლებამოსილ პირს. 5. გუშაგი, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების მთავარი სამმართველოს ან პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენისას, ვალდებულია სამართალდამრღვევს მოსთხოვოს შეჩერება და წარუდგინოს საკუთარი თავი. მუხლი 4🔗. სამართალდამრღვევის გამოვლენა 1. ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის მოადგილე/დირექტორი/დირექტორის მიერ ბრძანებით საამისოდ უფლებამოსილი პირი/განყოფილების უფროსი (შემდგომში – საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილი პირი) შეტყობინების მიღებისთანავე ვალდებულია, გამოცხადდეს შემთხვევის ადგილას, სამართალდარმღვევს წარუდგინოს თავი, აუხსნას თუ რაში გამოიხატა სამართალდამრღვევის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და მოსთხოვოს ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. 2. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევს არ აღმოაჩნდება ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან არ დაემორჩილება გუშაგის, პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების მთავარი სამმართველოს ან პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის, აგრეთვე საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის კანონიერ მოთხოვნას, საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილი პირი მიმართავს პოლიციას. 3.  სამართალდამრღვევის მიერ დაუმორჩილებლობად მიიჩნევა: ა) საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარუდგენლობა; ბ) სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, მისთვის მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობა. 4. საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია სატელეფონო შეტყობინებების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №1) დააფიქსიროს პოლიციისთვის მიმართვის ფაქტი. მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითარი 1. საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 2. საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შემდგომ, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებამდე, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილებაში, რომელიც ახორციელებს სამართალდამრღვევთა აღრიცხვას (დანართი №2), გადაამოწმოს არის თუ არა სამართალდამრღვევი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​13 მუხლით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი და შეადგინოს საჯარიმო ქვითარი (დანართი №3), რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. 3. საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ჯარიმის ოდენობა; სამართალდამრღვევის უფლება-მოვალეობები, მათ შორის, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების მექანიზმი და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. საჯარიმო ქვითრის შედგენის შემდგომ, საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია, სამართალდამრღვევს გააცნოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დატანილია საჯარიმო ქვითარზე. 5. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს განაცხადებს ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 6. საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, ხოლო მეორე ეგზემპლარს საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი დაუყოვნებლივ უგზავნის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილებას. საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია საჯარიმო ქვითრის ასლი გადაუგზავნოს დაუყოვნებლივ სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრის შევსება 1. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ქვითარში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. 2. დაუშვებელია ქვითრის გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და სხვაგვარი დაზიანება. ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. საჯარიმო ქვითრის დამცავი ნიშნები 1. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) ექსკლუზიური ნუმერაცია (არანაკლებ 6 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას; ბ) დამცავი საკონტროლო ნიშანი, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „MOC“; გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე; დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით; ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო“. 2. საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება საჯარიმო ქვითრის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი). მუხლი 8🔗. ჯარიმის აღსრულება 1. სამართალდამრღვევი ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​13 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.  2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად, რომლის რეკვიზიტები დატანილია საჯარიმო ქვითრის მე-2 გვერდზე. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი ამოწმებს სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადახდის შესახებ ინფორმაციას. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მიერ დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ოდენობით, რის თაობაზეც სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე წერილობით აცნობებს სამართალდამრღვევს. 4. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე ადგენს სააღსრულებო ფურცელს, რომელსაც ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებს სამინისტროს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით.