თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.12.2017
ძალის დაკარგვა 20.01.2022
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.163.016362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 654 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2017 მიღება
20.01.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №10 2017 წლის 16 დეკემბერი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, ამავე კოდექსის 156-ე მუხლი მე-5 პუნქტის,  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 სექტემბრის  №51 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  09/09/2014,  270070000.35.163.016208). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის   უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 სექტემბრის  №43 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  11.09.2015,270090000.35.176.016102). მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2017 წლის 14 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე დანართი  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორცილებისას გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ზედა ზღვარს, გამოანგარიშების და ანაზღაურების განხორციელებისათვის საჭირო პროცედურებს. 2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) გაწეული ხარჯები უნაზღაურდება: ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისათვის; ბ) საკრებულოს  და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის; გ) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისათვის. მუხლი 2🔗. ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი და გამოანგარიშების პროცედურები 1. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 2. საკრებულოს ყოველი კონკრეტული წევრისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ყოველთვიურად განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც გამოიცემა საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მიწოდებული ერთიანი ინფორმაციის საფუძველზე (მოხსენებითი ბარათი). 3. საკრებულოს იმ წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა), რომლებიც ყოველი თვის 21 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით სრულად დაესწრებიან საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის ყველა სხდომას (რომელსაც ვალდებულია დაესწროს) ასევე შეასრულებენ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კანონიერ დავალებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განესაზღვრებათ ამ წესით დადგენილი ზედა ზღვარის შესაბამისად. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტში განსაზღვრულ ვადაში საკრებულოს წევრი ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრის დამადასტურებელ დოკუმენტს  წარუდგენს საკრებულოს აპარატს. 5. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ასანაზღაურებელი თანხა ზედა ზღვარზე ნაკლები ოდენობით. საკრებულოს წევრის მიერ ამ მუხლის მესამე პუნქტში განსაზღვრულ პერიოდში ჩატარებული საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობის მიღების პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კანონიერი დავალების შეუსრულებლობისათვის. 6. საკრებულოს წევრს, რომელიც საკრებულოს და მისი ორგანოების სხდომას არ დაესწრება საპატიო მიზეზის გამო,  თანხა აუნაზღაურდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზედა ზღვრის ოდენობით. 7. საპატიო მიზეზის დამადასტურებელი ინფორმაცია საკრებულოს წევრებმა უნდა წარუდგინოს საკრებულოს აპარატს ყოველი თვის 20 რიცხვამდე, ან წინასწარ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს კომისიის, ფრაქციის, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ან საკრებულოს აპარატს იმ გარემოების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის საკრებულოს წევრის  სხდომაზე დასწრებას. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრი ვერ შეასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემულ კანონიერ დავალებებს, იგი ვალდებულია დავალების მიმცემ ორგანოს, თანამდებობის პირს ან საკრებულოს აპარატს აცნობოს იმ გარემოების შესახებ, რამაც გამოიწვია დავალების შეუსრულებლობა. მუხლი 3🔗. მოხსენებითი ბარათი 1. საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საკრებულოს წევრის საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობის შესახებ, წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეს – მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით); ბ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის საპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ; დ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრის შესახებ. 2. საკრებულოს წევრის საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და სამუშაო ჯგუფის სხდომაში მონაწილეობის მიღებად ჩაითვლება ყოველ კონკრეტულ სხდომაზე განსახილველი საკითხების 50%-ზე მეტი საკითხის განხილვაზე დასწრება. მუხლი 4🔗. ანაზღაურების დარიცხვა 1.  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს თვითმმართველობის მომსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.