საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ

მიღების თარიღი 17.07.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1538
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998
matsne.gov.ge 323 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის  დადგენილება  საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ  საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. სასწრაფოდ აღიკვეთოს საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების (მწვანე მასივები), პარკების (მათ შორის, კულტურის ძეგლთა კატეგორია), ბაღებისა და სკვერების ხელყოფა მათი საზღვრების ფარგლებში და მიმდებარე ტერიტორიებზე. 2. დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოველგვარი მშენებლობა და ლანდშაფტის იერსახის შეცვლა საქართველოს იმ პარკებში, რომლებიც კულტურის ძეგლთა კატეგორიას განეკუთვნება. 3. საქართველოს პარკებში, ბაღებსა და სკვერებში, სადაც უკანონოდ აშენდა ან შენდება მათთვის შეუფერებელი ფუნქციის მქონე ნაგებობები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდეს ამ ნაგებობათა ლიკვიდაცია. სხვა შემთხვევებში შეიცვალოს ამ ნაგებობების ფუნქცია პარკის, ბაღისა და სკვერის სასიკეთოდ. 4. მკაცრად დაისვას იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც გასცეს ბაღ-პარკების (განსაკუთრებით კულტურის ძეგლთა კატეგორიის) ტერიტორიებზე ფართობების გამოყოფის ნებართვა მშენებლობებისა და სხვა მიზნით. 5. ქ. თბილისის მერმა ბ. შოშიტაიშვილმა მიიღოს გადამწყვეტი ზომები და მდგომარეობის გამოსასწორებლად დედაქალაქის გამწვანების ზონებში, პარკებში, ბაღებსა და სკვერებში სხვადასხვა მშენებლობებისა და ლანდშაფტის იერსახის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები შეუსაბამოს ქ. თბილისის გენერალურ გეგმას. 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზ. ჟვანია.  თბილისი, 1998 წლის 17 ივლისი. №1538–რს