"სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 2017 წლის 18 დეკემბერი ქ. სამტრედია |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა"ქვეპუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა "სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 14/11/2017 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016247), ცვლილებების შეტანის საკითხი და დაადგინა:
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N28 დადგენილების თავი II; მუხლი 15-ის პუნქტი ,,5’’ და ქვეპუნქტი ,,5.2.4’’ -ის ,,1’’ ; ,,2’’ და ,,13’’ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 895,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია;
1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება
- მოქალაქეთა ოპერაციების დაფინანსება - მოქალაქე, რომელიც დაავადებულია გულსისხძარღვთა დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, გინეკოლოგიური დაავადებით და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას, ქიმიოთერაპია, კოქსართროზი, გონართროზი, ანევრიზმა, თრომბოფლებიტიდა სხვა დაავადებების სტაციონარული მკურნალობა (თანადაფინანსებით პაციენტის გადასახდელი თანხის 50%, განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით თანადაფინანსების 70 -100%-ით) დაფინანსდეს 100-დან 500 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს, განსაკუთრებულ შემთხვევაში შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ).
- მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის დაფინანსება - მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია)-კვლევას, (თანადაფინანსების 50 %, განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალსწინებით თანადაფინანსების 70-100%), დაფინანსდეს 100- დან 300 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, განსაკუთრებულ შემთხვევაში შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ).
2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მოქალაქეები, რომლებიც არიან ქრონიკულად დაავადებულები (ეპილეფსია, პარკისონი, დიაბეტი-გართულებული ფორმით, ასთმა, ინსულტი, ინფარქტის შემდგომი მკურნალობა, შიზოფრენია და ფსიქონერვული დაავადებები, სისხლძარღვოვანი დაავადებები და სხვა, იშვიათი მძიმე დაავადებები), პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალსწინებით, წლის განმავლობაში მედიკამენტებისათვის გაიცეს 150 ლარამდე (გარდა გამონაკლის შემთხვევისა). მძიმე და განსაკუთრებულ შემთხვევებში ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დროს მედიკამენტების ღირებულების მესამედის თანადაფინანსება 300 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს, განსაკუთრებულ შემთხვევაში შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ).
- მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას წლის განმავლობაში მედიკამენტებისათვის გაიცეს 100 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, განსაკუთრებულ შემთხვევაში შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ).
- ომის ვეტერანებისათვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს, წლის განმავლობაში მედიკამენტებისათვის გაიცეს 200 ლარამდე, გარდა გამონაკლის შემთხვევისა;
13. ერთჯერადი დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევაში
ოჯახებს, რომელთაც შექმნილი აქვთ განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობა (ტრაგედია, უბედური შემთხვევა, კატასტროფა და სხვა), ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვოს მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების მიერ, რომლის ოდენობაც განისაზღვროს (100 -500) ლარის ოდენობით.
- ოჯახები, რომლებიც დგანან სიღატაკის რისკის ქვეშ (ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, ან საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას) ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ 100-500 ლარის ოდენობით.
- მოქალაქეები, რომლებიც არიან მარტოხელები, ფსიქიურად დაავადებულები, შეჭირვებულები, არასაპენსიო ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არიან შრომისუუნარონი მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცეთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით.
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს (არიან მცირეწლოვანი და მრავალშვილიანი ოჯახები, უსახლკარონი, მარტოხელა მშობლები, მარჩენალდაკარგულები და ოჯახები, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად და სხვა) ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით 100- 150 ლარის ოდენობით.
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებსაც დაეწვათ საცხოვრებელი სახლი 2017 წელს ან 2016 წლის დეკემბრის თვეში და არ აუღიათ დახმარება, ერთჯერადი ფინანსური დახმარება განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ სიმძიმის მიხედვით 500-2000 ლარის ოდენობით.’’
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N28 დადგენილების თავი III; მუხლი 16-ის კოდი 0102 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კოდი 0102 - სამტრედიის მერია’’
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|