თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის ანგარიში

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის შესახებ:

 ა) 2017 წლის მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეგისტრირებულია 151 განაცხადი, მათგან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

 ბ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ არ ყოფილა მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის შესახებ. აქვე, დამატებით გაცნობებთ, რომ საჯარო დაწესებულების მიერ არ ყოფილა მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე;

 გ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გააჩნია, როგორც საჯარო მონაცემთა ელექტრონული ბაზა, ასევე თანამშრომლებისა და სტუდენტების პერსონალური მონაცემების ბაზა;

 დ) გაცნობებთ, რომ ვინაიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უარი არ უთქვამს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ ნაწილში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას არ ჰქონია ადგილი და დისციპლინური სახდელიც არავის მიმართ არ გამოყენებულა;

 ე) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კოლეგიური ორგანოების სხდომების დახურვას ადგილი არ ჰქონია;

 ვ-ზ) წინამდებარე წერილის ,,ე“ პუნქტიდან გამომდინარე, არც გადაწყვეტილების გასაჩივრებას ჰქონია ადგილი და შესაბამისად, არც გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაკისრებას.

  რექტორი ზურაბ ვადაჭკორია