საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 19.02.2010
ძალის დაკარგვა 07.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 25/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPAcademi;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.9pt 63.0pt 44.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №38
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
კახა სეხნიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი, საბჭოს თავმჯდომარე
მარინა აბრამიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გიორგი ჩახნაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ზაზა ჩიჩუა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი
ირმა ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ცენტრალური საბუღალტრო სამსახურის უფროსი.
მუხლი 2🔗. საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ: დევი ვეფხვაძეს – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, ლავრენტი ჭუმბურიძეს – საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის თავმჯდომარეს, სალომე სხირტლაძეს – საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსს.
მუხლი 3🔗. დამტკიცდეს საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) კომპეტენციასა და საქმიანობის წესს.
2. საბჭო საქართველოს მთავრობის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სექტორში სააღრიცხვო ინფორმაციის სრულყოფასა და საჯარო სექტორის ფინანსური მართვის გაუმჯობესებას, აგრეთვე, სახელმწიფო ფინანსების მართვის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესისა და ნდობის ამაღლებას.
3. საბჭოს აქვს ოფიციალური ელექტრონული ვებ-გვერდი საჯარო სექტორის აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით ინსტრუქციების, ფორმების, მეთოდური მითითებებისა და სხვა პუბლიკაციების გამოსაქვეყნებლად.
4. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
5. საბჭოს წევრები საქმიანობას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.
6. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე, რომელსაც შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარუდგენს პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ.
მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესის გამარტივებისა და ხელშეწყობის მიზნით მეთოდური მითითებების შემუშავება;
გ) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრების გამართვა;
დ) სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
2. საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს საჯარო სექტორის ორგანიზაციების აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას;
ბ) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საქართველოს საჯარო სექტორის ორგანიზაციებისათვის ხელმისაწვდომობას;
გ) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცვლილებების შესაბამისად საქართველოში გამოყენებული საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მუდმივი განახლებისათვის მეთვალყურეობას;
დ) წინადადებების შემუშავებას ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია გაუმჯობესდეს სტანდარტების სამოქმედოდ შემოღების პროცესში.
მუხლი 3🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა
1. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო რეგლამენტს;
გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
მუხლი 4🔗. საბჭოს სხდომები
1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
2. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია, დაესწროს სხდომას. თუ საბჭოს რომელიმე წევრი ვერ ახერხებს სხდომაზე დასწრებას, იგი ვალდებულია, ამის შესახებ სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს.
4. საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, ხმის უფლებით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც, ისე, რომ პარიტეტულობის პრინციპი არ იქნეს დარღვეული.
5. საბჭოს სხდომას ხმის უფლების გარეშე შესაძლებელია, აგრეთვე დაესწრნენ საჯარო სექტორში აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო მეთოდოლოგიის დანერგვით დაინტერესებული პირებიც.
6. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს განხილულ საკითხებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი განსხვავებული მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.
7. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 5🔗. საბჭოს სამდივნო
1. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტის აღრიცხვის მეთოდოლოგიის სამმართველო, რომელიც ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების დაგეგმვას, მომზადებასა და გამართვას.
2. საბჭოს სხდომას ესწრება სამდივნოს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სხდომის ოქმის მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებების ჩაწერას და შემდგომი შეხვედრისათვის განსახილველი საკითხების წარდგენას.
მუხლი 6🔗. საბჭოს მიერ რეკომენდაციების შემუშავების წესი
1. საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხდომაზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
2. საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია, თუ სხდომას ესწრება ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საბჭოს სხდომაზე რეკომენდაციების შემუშავება ხორციელდება დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. შემუშავებულ რეკომენდაციებს საბჭო წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც უფლებამოსილია, რეკომენდაციებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.