აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში
საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში
(2017 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე)
2017 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რეგისტრირებულია სულ 122 განცხადება, აქედან 98 განცხადება იურიდიული პირისგან, ხოლო 24 - ფიზიკური პირისგან, 53 განცხადება - სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო 69 - სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე.
სამინისტროს მიერ დაკმაყოფილდა 117 განცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის გათვალისწინებით არ დაკმაყოფილდა 5 მოთხოვნა (ინფორმაცია არ ინახებოდა ჩვენს უწყებაში (3 მოთხოვნა), შეიცავდა კომერციულ საიდუმლოებას (1 მოთხოვნა), შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს (1 მოთხოვნა). ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება სამინისტროში არ შემოსულა.
2017 წლის განმავლობაში დაწესებულების საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.