სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის ანგარიში
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეგისტრირებულია 19 განაცხადი.
აღნიშნული 19 განაცხადიდან:
√ 4 განაცხადით მოთხოვნილ იქნა უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით კონკურსანტთა საკონკურსო დოკუმენტები. მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნისა (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’).
√ 3 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მომუშავე პერსონალის სახელის, გვარის და ასაკის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების პერიოდის, სახელის, გვარის და დაბადების თარიღის შესახებ. მოთხოვნები დაკმაყოფილდა, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნისა (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’).
√ 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია უნივერსიტეტში პერსონალური ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირთა ოდენობის შესახებ; უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილების ოდენობის შესახებ; უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული თითოეული ავტომობილის საბალანსო ღირებულების შესახებ; 2016 წელს უნივერსიტეტში დასაქმებულ მძღოლთა და მათზე გახარჯული თანხის ოდენობის შესახებ; 2016 წელს უნივერსიტეტში ავტომობილების ტექნიკური მომსახურეობისათვის დახარჯული თანხის ოდენობის შესახებ; 2016 წელს უნივერსიტეტში საწვავისათვის დახარჯული თანხის ოდენობის შესახებ. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
√ 3 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი დეკანების დაკავებული თანამდებობის ვადების, მათი დანიშვნის და არჩევის შესახებ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
√ 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და პროგრამების მიხედვით სტუდენტების რაოდენობის; უნივერსიტეტში თანამშრომელთა რაოდენობის, უნივერსიტეტის საშტატო განრიგის შესახებ; მოთხოვნილ იქნა უნივერსიტეტის 2017 ბიუჯეტი და შინაგანაწესი. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
√ 3 განაცხადით მოთხოვნილ იქნა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის სამი დადგენილების, აკადემიური საბჭოს 2017 წლის 1 სხდომის ოქმის და საარჩევნო კომისიის რეგლამენტის ასლები. მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
√ 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის ორი გადაწყვეტილების, სამი საოქმო ჩანაწერების ასლები. მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
√ 3 განაცხადით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
● საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა - 19 განაცხადი
● სრულად დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა - 17 განაცხადი
● ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა - 2 (პერსონალური მონაცემების შემცველობის გამო).
● გადაწყვეტილების მიმღები პირი (სახელი,გვარი, თანამდებობა) - სოფიო გვარამია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის დროებით მ/შ, იურიდიული სამსახურის უფროსი.
სსუ-ს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა
და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული
ფორმით გაცემაზე, ასევე პროაქტიულად გამოქვეყნებაზე
პასუხისმგებელი პირის დროებით მ/შ,
იურიდიული სამსახურის უფროსი სოფიო გვარამია