📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
ძალის დაკარგვა 29.12.2021
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016270
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 711 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2017 მიღება
01.01.2018 ძალაში შესვლა
29.12.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 2017 წლის 18 დეკემბერი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №10 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და უფლება-მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის,  საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1.  კომისია:  ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი სამართლებრივი აქტების, პროექტების წინასწარ იურიდიულ ექსპერტიზას, ამზადებს დასკვნებს სამართლებრივ პროექტებზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ინიცირების წესით ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს; გ) საკონსულტაციო-სამართლებრივ დახმარებას უწევს საკრებულოს თანამდებობის პირებს; დ) ახორციელებს კონტროლს თვითმმართველი ერთეულის სამსახურების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე; ე) განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და წინადადებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში; ვ) საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს და რეკომენდაციებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით; ზ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს მერის წინადადების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;  თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით განსაზღვრულ სხვა  უფლებამოსილებას.   2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;  ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს; ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულებას; ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება  კომისიის სამუშაო ჯგუფები. 2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი. 3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. მუხლი 5🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.