ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების/პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.12.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.137.016345
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,044 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.12.2017 მიღება
01.01.2024 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან და ადიგენის   მუნიციპალიტეტის    მერის    სახელზე    წარმოადგენს    განცხადებას    ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ
მუხლი 2
უშუალო  ხელმძღვანელი
ადიგენის  მუნიციპალიტეტის  მერის  მიერ  განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების/პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №88 2017 წლის 19 დეკემბერი დაბა ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ადიგენის  მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა“ დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სერტიფიკატის “ ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი დანართი 1 ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლისს წესს და პირობებს. 2. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში; გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან და ადიგენის   მუნიციპალიტეტის    მერის    სახელზე    წარმოადგენს    განცხადებას    ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ; დ)  უშუალო  ხელმძღვანელი  –  ადიგენის  მუნიციპალიტეტის  მერის  მიერ  განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. მუხლი 3🔗.სტაჟირების გავლის საერთო წესი და სტაჟიორის სტატუსი 1. მერიაში სტაჟიორად   პირი   მიიღება   შესაბამისი   განცხადების   საფუძველზე,   რომელიც წარედგინება ბიუროს, ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან მერიაში, განაცხადის შეტანის საფუძველზე. 2. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით. 3. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა    იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს; 4. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; დ) CV; ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 5.  განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან. 6. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მერი განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. 7. სტაჟიორთა მისაღებად პროგრამის ფარგლებში ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით – მერიაში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადი მიიღება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადი – მარტში. სტაჟიორთა მისაღებად პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადის შეტანის საშუალებით -    მერიაში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება განაცხადის შეტანის ნებისმიერ პერიოდში. 8. მერია   შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 1 თვით ადრე ბიუროს მიაწვდის ინფორმაციას არსებულ სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ. 9.  ბიუროს  მიერ  კანდიდატების  განაწილების  შემდეგ,  სტაჟირების  დაწყებამდე  10  დღით ადრე, სტაჟირების კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს მერიაში და გაიაროს რეგისტრაცია მერიის ადმინისტრაციული სამსახურში, კანდიდატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამსახური ინფორმაციას აწვდის ბიუროს. 10. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ახორციელებს სტაჟიორების გადანაწილებას სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი პროფილის მიხედვით. 11. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა,  ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. მუხლი 4🔗. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ მერიის შტატით გათვალისწინებულ  თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10 %- ით. 2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. ბიუროს გარდა, მერიაში  სტაჟიორთა მიღება ხდება მსურველთა მიერ  მერიაში განაცხადით მიმართვის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში სტაჟირება არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. 4. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 9 სთ-დან 18 სთ-მდე. მუხლი 5🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს მერიის სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას,  მათ შორის საარქივო მასალას,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა); გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები; ე) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. მუხლი  6🔗.  მერიის  სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელის  პასუხისმგებლობა სტაჟიორის მიმართ 1.   მერიის   სტრუქტურული   ერთეულების   ხელმძღვანელი   პირები   სტაჟიორს   უქმნიან სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის  უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; დ) სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ უშუალო ხელმძღვანელად დანიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. მუხლი 7🔗. სტაჟირების  შეწყვეტა 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 8🔗. სტაჟირების დასრულება 1.სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, მერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციით  იღებს  ერთ-ერთ  შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების  შედეგების  დადებითი შეფასების  შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 2.  სტაჟიორის   დადებითად   შეფასების   შემთხვევაში,    სტაჟიორს   ეძლევა   სტაჟირების წარმატებით  გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დანართი 2 სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა 1. გვარი, სახელი ------------------------------------------------------------------- 2. დაბადების ადგილი, თარიღი --------------------------------------------------------- 3. მოქალაქეობა  -------------------------------------------------------------------- 4. პირადობის მოწმობის ნომერი -------------------------------------------------------- 5. ოჯახური მდგომარეობა --------------------------------------------------------------- 6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი: ------------------------------------------------------------------------------ 7. განათლება (როდის - რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ) --------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- 8. ამჟამად სწავლობთ თუ არა და სად? --------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- 9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის ნომერი (დიპლომის არსებობის შემთხვევაში) ----------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- 10. რომელ უცხო ენებს ფლობთ? -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- 11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ------------------------------------------------------------------------------------------------- 12. მერიის რომელ სტრუქტურულ ერთეულში გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურულ ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით. -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- 13. გთხოვთ  ცალკე წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ბ) CV; გ) ფოტოსურათი (ზომით 3х4); დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან (არსებობის შემთხვევაში). დანართი 3                                                        ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი სერტიფიკატი გადაეცემა  ------------------------------------------------------------------------------                                                                                 (სახელი, გვარი) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში  ------------------------------------------------------------                                                                           (სტრუქტურული ერთეულის დასახელება) სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის სტაჟირების პერიოდი:  „-----“  „------------------“  20--- წ -დან.                                            „-----“  „------------------“  20--- წ -მდე. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ------------------------------------------                        --------------------      ხელმოწერა                                                          თარიღი.