„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №38 |
|
2017 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 431 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ.1791, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. შპს „გარდაბნის თბოსადგური“: ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 385 893 ლარი/დღე; ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) – 8.012 თეთრი/კვტსთ.“; ბ) მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) 31 პუნქტით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი მოქმედებს 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“; გ) მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) 300 დღისა - შპს ,,გარდაბნის თბოსადგურისთვის“.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
|