ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2017 წლის 20 დეკემბერი ქ. რუსთავი |
|
1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა გულისხმობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდას დადგენილი წესით.
2. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიიღო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.
3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიერ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გაზრდის შემთხვევაში, გადახდილი უნდა იქნეს დადგენილ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტსა (კ-2) და გადამეტებულ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს შორის სხვაობა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესითა და შემთხვევებში.
4. მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით:
L
X= — (K21 – K2)S
K 2
სადაც:
ა) X - არის მოსაკრებლის ოდენობა;
ბ) L - არის 1კვ/მ მიწის ნაკვეთის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისას არსებული ნორმატიული ფასი;
გ) K21 - არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
დ) K2 - არის მიწის ნაკვეთისათვის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
ე) S - არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.
5. თუ მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტი დეტალური ფუნქციური ზონის მოქმედების არეალში, მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება უნდა მოხდეს თითოეული ზონისათვის ინდივიდუალურად. სხვადასხვა მიწის ნორმატიული ფასის არსებობის შემთხვევაში, იგივე წესი მოქმედებს ერთ მიწის ნაკვეთზე.
6. სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დასაშვებია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდა ერთჯერადად, არაუმეტეს 100%-ისა.
7. მოსაკრებლის გადახდა არ ხდება თუ:
ა) ნაკვეთზე სამშენებლო განვითარების დროს, რაც გულისხმობს არსებული შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას (რეკონსტრუქციას), ახალი მაჩვენებლები არ აღემატება თავდაპირველ ფაქტობრივ კოეფიციენტებს (მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2) და მიწის ნაკვეთის არსებული გამოყენება არ არის ,,შეუსაბამო”;
ბ) მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა და განხორციელდა ამ წესით შეთანხმებული პროექტის განახლება;
გ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ითვალისწინებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გაზრდას არა უმეტეს 10%-ით;
დ) ადგილობრივი ქონების განმკარგველი ორგანოს გადაწყვეტილებით ან თანხმობით, უძრავი ქონების განკარგვის შემთხვევაში, უძრავი ქონების გასხვისების პირობად განისაზღვრა უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელება და ქონების შემძენის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება.
8. მე-6 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) 10%-ზე მეტით გაზრდის შემთხვევაში, გადახდილი უნდა იქნეს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) 10%-სა და გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის პროცენტულ რაოდენობას შორის სხვაობა.
9. მოსაკრებლის ოდენობა, ნამატი, სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.
10. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.
11. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას მოსაკრებლის ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიერ.
12. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკის მეშვეობით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
13. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს.
14. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული წესი მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებით ზონების რეგულირებას (მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი) დაქვემდებარებულ მიწის ნაკვეთებზე.