„ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №559 |
|
2017 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიანი მცენარეების (მათ შორის, მოზარდ-აღმონაცენის) ან/და ბუჩქების დაზიანების (რამაც შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვოს ან რასაც შესაძლოა მათი სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა გამოეწვია), უკანონოდ მოჭრის, ამოძირკვის ან განადგურების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს ან მეტს.“.
2. მე-6 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (სახელმწიფო ტყის ფონდის გარდა) მწვანე ნარგავების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) დაზიანებით, მოჭრით ან განადგურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მწვანე ნარგავების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) სახეობისა და დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მათი აღდგენითი ღირებულება ლარებში.“;
გ) მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. II ჯგუფს განეკუთვნება: უთხოვარი, კედარი – ყველა სახეობის, ფიჭვი – ყველა სახეობის, კვიპაროსი – ყველა სახეობის, ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი – ყველა სახეობის, კრიპტომერია, სექვოია – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართ 11-ის შესაბამისად.
5. III ჯგუფს განეკუთვნება: ჭადარი, ნეკერჩხალი (იფან-ფოთოლა), რცხილა, ჯაგრხცილა, აკაცია, გლედიჩია, არდავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატაპლა, კუნელი, ვერხვი – ყველა სახეობის, მურყანი, ტირიფი, ნუში, ალვის ხე – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართ 11-ის შესაბამისად.
6. IV ჯგუფს განეკუთვნება: ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, მაჰონია, მარადმწვანე კოწახური, იუკა დიდებული, ბზა – ყველა სახეობის, ჩიტავაშლა, ვაზი – ყველა სახეობის, იასამანი, შინდანწლა, სურო – ყველა სახეობის, გრაკლა, თრიმლი, ფშატი, ვარდი – ყველა სახეობის, იაპონური კომში, ბროწეული, დეიცია, ბუდლეია, ხე-ტუხტი, გლიცინია, ამპელოფსისი, პართენოცესუსი, ჩინური ვისტარია, ირმის რქა, ბიოტა, კვიდო – ყველა სახეობის, ოქროწვიმა, კურდღლის ცოცხი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართ 11-ის შესაბამისად.
7. V ჯგუფს განეკუთვნება: მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი, ხურმა – ყველა სახეობის, ნუში, კვრინჩხი, ზღმარტლი და სხვა – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართ 11-ის შესაბამისად.“;
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავები (ცოცხალი, ნედლი მცენარეების), მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იყოფა 3 კატეგორიად:
ა) პირველ კატეგორიას განეკუთვნება:
ა.ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები;
ა.ბ) ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები;
ა.გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები;
ა.დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს;
ბ) მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები;
გ) მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედიან პირველ და მეორე კატეგორიებში.“;
ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით დგინდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები − 2, 1,5 და 1, რომლებზეც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხის ორმაგი ოდენობა და გამოითვლება მწვანე ნარგავების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) დაზიანების, მოჭრის, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.“;
ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მწვანე ნარგავების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც აქვეითებს მათ დეკორატიულ ღირებულებას და იწვევს ხე-მცენარეების შემდგომი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობა შეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს.“;
ზ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ქ. თბილისსა და მისი საზღვრებიდან შვიდკილომეტრიან ზოლში გარემოსათვის მიყენებული ზიანი იანგარიშება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
3. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წიაღით სარგებლობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეულ იქნეს წიაღით უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში. წიაღით უკანონოდ მოპოვება მოიცავს:
ა) ყველა სახეობის სასარგებლო წიაღით სარგებლობას სათანადო ლიცენზიის გარეშე;
ბ) წიაღით მოსარგებლის მიერ სამთო მინაკუთვნის ფარგლებში დადგენილ საერთო მოცულობაზე მეტი ოდენობით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. გარემოზე მიყენებული ზიანი არ დაანგარიშდება, თუ პირის მიერ მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება ხორციელდება ცენტრალიზებული სასმელი წყლით მომარაგების მიზნით.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წიაღით (გარდა ქვიშის ან/და ხრეშისა) უკანონოდ სარგებლობისას გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარითა და მის ზევით, ხოლო ქვიშის ან/და ხრეშის შემთხვევაში გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1000 (ერთი ათასი) ლარითა და მის ზევით.“;
დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„6. ყველა ტიპის სასარგებლო წიაღისეულის (მყარი, მიწისქვეშა წყლისა და ნახშირორჟანგის) უკანონო მოპოვებისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული:
ა) უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა შესაბამის ზომის ერთეულებში;
ბ) კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა ლარებში.
7. ყველა ტიპის სასარგებლო წიაღისეულის (მყარი, მიწისქვეშა წყლისა და ნახშირორჟანგის) უკანონო მოპოვებისას გარემოსთვის მიყენებული ზიანი (P) განისაზღვრება (გამოიანგარიშება) შემდეგი ფორმულით:
P=Q × K× C+M [1],
ა) სადაც:
ა.ა) Q – არის უკანონოდ მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მოცულობა შესაბამის ზომის ერთეულებში;
ა.ბ) K – არის კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა ლარებში;
ა.გ) C – მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი C=5;
ა.დ) M − არის კონკრეტული წიაღისეულის სალიცენზიო მოსაკრებელი ლარებში.“;
ვ) მე-8-მე-14 და მე-20 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ზ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ბუნებრივი და ტექნოგენური მყარი სასარგებლო წიაღისეულის, მიწისქვეშა წყლებისა და ნახშირორჟანგის საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის პროცესში როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა სამთომოპოვებითი სამუშაოების ჩატარების დროს სალიცენზიო პირობების დარღვევისას ან/და წიაღისეულის უკანონო მოპოვებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამართლებრივი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ასევე მოქმედი სტანდარტების, სხვა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების დარღვევას და გარემოს სხვა კომპონენტებზე (მიწა, ტყე და სხვა) მავნე ზემოქმედებას. ამ შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება (გამოანგარიშდება) ამავე რეგლამენტის შესაბამისი მუხლებით.“;
თ) 22-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი
1. ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებისას გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებას:
ა) ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისას ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყალთან ერთად დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით, რომელთა რაოდენობაც აღემატება დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან შეთანხმებულ ნორმებს ან დამაბინძურებულ ნივთიერებათა ნებისმიერი რაოდენობის უნებართვო ჩაშვებით;
ბ) ყველა იმ საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების მიერ, რომლებიც ახორციელებენ ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებას და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით, რომელთა კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში აღემატება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
2. გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ეკისრება იმ რეგულირების ობიექტებს, რომლებიც ახორციელებენ ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლების ჩაშვებას, კანალიზაციის სისტემებიდან წყლის ობიექტების დაბინძურების შემთხვევებში ზიანის ანაზღაურება ეკისრება შესაბამის საკანალიზაციო სისტემის მფლობელს.
3. გარემოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელ თანხებზე პრეტენზიის წარდგენა წარმოებს წყლის ობიექტებში 42 ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერების (დანართი 14) ჩაშვებისათვის.
4. ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასა (P) განისაზღვრება:
ა) ინსტრუმენტული გაზომვებითა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით, მათ შორის, დამაბინძურებელი ობიექტის ტექნოლოგიური მონაცემების, ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მოცულობისა და ხანგრძლივობის ან კონცენტრირებული ხსნარების, რეაგენტების, ნედლეული პროდუქტებისა და ნარჩენების ჩაშვების მოცულობის გამოანგარიშებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ინსტრუმენტული გაზომვების ჩატარება, დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით, მათ შორის, დამაბინძურებელი ობიექტის ტექნოლოგიური მონაცემების, ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მოცულობისა და ხანგრძლივობის ან კონცენტრირებული ხსნარების, რეაგენტების, ნედლეული პროდუქტებისა და ნარჩენების ჩაშვების მოცულობის გამოანგარიშებით.
5. ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული თითოეული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა ინსტრუმენტული გაზომვების შემთხვევაში განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
P=Q x (F - D) x t x 10-6 ტონა,
ა) სადაც:
ა.ა) P – არის ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა, ტონებში;
ა.ბ) Q – დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ხარჯი, მ3/საათში;
ა.გ) F – ჩაშვების პერიოდში ჩამდინარე წყლებში ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია, მგ/ლ;
ა.დ) D – ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაცია, თანახმად ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმებისა, მგ/ლ;
ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ დამაბინძურებელ ობიექტს არ გააჩნია ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) დამტკიცებული ნორმები, D – დასაშვები კონცენტრაციის მაჩვენებლად გამოიყენება ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზ.დ.კ.);
ა.ვ) t – არის დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ხანგრძლიობა საათებში.
6. ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ხანგრძლივობად ჩაითვლება უშუალოდ დამაბინძურებელი ნივთიერების ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების პერიოდი (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა), ხოლო თუ რეგულირების ობიექტზე წინა პერიოდში განხორციელებულია ინსპექტირება, რომლითაც ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ფაქტი არ ფიქსირდება − დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩაშვების პერიოდის ათვლა დაიწყება წინა პერიოდში განხორციელებული ინსპექტირების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა).
7. წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება (გამოიანგარიშება) ფორმულით:
Y=P A,
ა) სადაც:
ა.ა) Y – არის გარემოსათვის მიყენებული ზიანის რაოდენობა ლარებში;
ა.ბ) P – ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა ტონებში;
ა.გ) A – ერთი ტონა დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების მაჩვენებელი ლარებში, რომელიც თითოეული ნივთიერებისათვის მოცემულია დანართ 14-ში.“.
5. დანართი 10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 10
|
უკანონო ტყითსარგებლობის სახე |
მიყენებული (დამდგარი) ზიანის ოდენობის განსაზღვრა (ლარებში) |
||||
|
1 |
2 |
||||
|
1 |
სოციალური ჭრის ტყეკაფის ან ტყითმოსარგებლის მიერ ტყეკაფის გამოყოფის წესის დარღვევა (გარდა გამოყოფილი ტყეკაფის სიმაღლის თანრიგსა და შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ სიმაღლის თანრიგებს შორის სხვაობისა, თუ ტყეკაფში მოჭრილი ხეების მოცულობა არ აღემატება ტყეკაფის ფაქტობრივი სიმაღლის თანრიგით დასაშვებ მოცულობას)
|
- ათვისებულ ტყეკაფზე – ტყეკაფში ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისი სახეობისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი მოსაკრებლის საერთო ოდენობის (თანხის) 30%, ხოლო სპეციალური ჭრების შემთხვევაში − ტყეკაფში ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისი სახეობის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის საერთო ოდენობის (თანხის) 30%, - ნაწილობრივ მოჭრილ ტყეკაფზე – მოჭრილი ხეების შესაბამისი სახეობისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი მოსაკრებლის ოდენობის 30%, ხოლო სპეციალური ჭრების შემთხვევაში - მოჭრილი ხეების შესაბამისი სახეობის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის საერთო ოდენობის (თანხის) 30% |
|||
|
2 |
ჭრის შედეგად ტყეკაფში კორომის სიხშირის ნორმაზე დაბლა დაყვანა
|
ნორმაზე ზევით მოჭრილი ზეზეური ხისთვის – ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა |
|||
|
3
|
ტყეკაფის ათვისების შემდეგ თუ დადგინდა, რომ ტყეკაფზე ხმელი, ხმობადი, ძლიერ დაზიანებული ხეები ჭრაში არ იქნა დანიშნული ან ჭრაში დანიშნული ხეები არ იქნა მოჭრილი და გამოზიდული |
ჭრაში არდანიშნული ან ჭრაში დანიშნული და ტყეკაფში მოუჭრელად და გამოუზიდავად დატოვებული მერქნული რესურსის – ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის მე-3 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოთხმაგი ოდენობა |
|||
|
4
|
ტყეკაფში ტყის ჭრის დროს ჭრაში დაუნიშნავი ფესვის ყელზე 12 სმ-ისა და მეტი დიამეტრის მქონე ხეების წაქცევა ან ღეროს გადატეხა, მოჭრილი ხეების 10%-ზე მეტი ოდენობის შემთხვევაში |
მოჭრილი ხეების ოდენობის 10%-ზე ზევით დაზიანებული თითოეული ხისთვის – შესაბამისი ხარისხის (I ან II) ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფის (1 მ3-ის) ხის სარგებლობისათვის დადგენილი შესაბამისი კატეგორიის მოსაკრებლის სამმაგი ოდენობა
შენიშვნა: ერთდროულად 2 ან მეტი მერქნიანი მცენარის დაზიანების შემთხვევაში, დასაშვებ (10%) ოდენობაში პირველ რიგში ჩაითვლება ბუნებრივი რესურსების დაბალი მოსაკრებლის ან/და მცირე დიამეტრის მქონე ხეები |
|||
|
5 |
მოჭრილი და მიყუდებული ან ნახევრად ჩაჭრილი (საშიში) ხეების დატოვება |
თითოეული ხისთვის – შესაბამისი ხარისხის (I ან II) ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფის (1 მ3-ის) ხის სარგებლობისათვის დადგენილი შესაბამისი კატეგორიის მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა |
|||
|
6 |
მოზარდ-აღმონაცენის ამოძირკვა ან მოჭრა ან განადგურება (გარდა მოჭრილი ხის წაქცევითა და დადგენილი წესით მორთრევით გამოწვეული დაზიანებისა/განადგურებისა)
|
ამოძირკვულ, დაზიანებულ ან განადგურებულ ფესვის ყელზე 12 სმ-ზე ნაკლები დიამეტრის თითოეული მცენარისათვის – ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა |
|||
|
7
|
ცოცხალი (ნედლი) მერქნიანი მცენარეების, ასევე მინდორსაცავი და ქარსაცავი ტყის ზოლების ან სხვა დამცავი (ფესვის ყელზე 12 სმ-ისა და მეტი დიამეტრის მქონე) ნარგაობის უკანონოდ ამოძირკვა, მოჭრა ან დაზიანება, რამაც მათი სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა გამოიწვია
|
|
|||
|
8 |
ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების დადგენილი წესის დარღვევა |
გაუწმენდლად დატოვებული ტყეკაფის თითოეულ ჰექტარზე გამოზიდული ხე-ტყის მერქნული რესურსის სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის საერთო ოდენობის 30% |
|||
|
9
|
სამეურნეო საქმიანობის შედეგად ნიადაგის დეგრადაცია, რაც გამოიწვევს ეროზიულ პროცესებს, თუ ტყეკაფის ათვისებისთანავე შესაბამისი ტერიტორია აღდგენილ არ იქნა პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში |
ამ შემთხვევაში ზიანი იანგარიშება ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის შესაბამისად |
|||
|
10 |
გამოფისვა |
გამოფისული შესაბამისი ხარისხის ხისთვის – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის დადგენილი შესაბამისი კატეგორიის მოსაკრებლის სამმაგი ოდენობა |
|||
|
11 |
ტყის კულტურების განადგურება ან დაზიანება |
ყოველ განადგურებულ ფესვის ყელზე 12 სმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე მცენარეზე – 20 ლარი |
|||
|
12
|
წიწვიანი სახეობის მერქნიან მცენარეთა ფესვის ყელზე 12 სმ-მდე დიამეტრის სახეობების უკანონოდ მოჭრა ან წიწვიანი სახეობის მერქნიან მცენარეთა ფესვის ყელზე 12 სმ-ზე მეტი დიამეტრის სახეობებისათვის ვარჯის წვერის წაჭრით მცენარის დაზიანება |
ყოველ მოჭრილ ან დაზიანებულ მცენარეზე – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა |
|||
|
13 |
მინდორსაცავი და ქარსაცავი ტყის ზოლების ან სხვა დამცავი ნარგაობის დაზიანება, რაც მცენარის სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტას არ გამოიწვევს |
|
|||
|
14
|
ტყის ნაყოფმომცემი (ჯონჯოლი, ქაცვი, კოწახური, შინდი, ნუში და სხვა) მცენარეების მოჭრა
|
ყოველ მოჭრილ მცენარეზე – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა |
|||
|
15 |
ბზის ან უთხოვრის მოჭრა, ამოძირკვა ან დაზიანება ტოტების მოჭრით |
|
|||
|
16
|
ზეხმელი, ჩახერგილი (მათ შორის, წაქცეული) ხეების უნებართვოდ მოჭრა, დამზადება |
ასეთ თითოეულ ხეზე – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის მე-3 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა |
|||
|
17 |
უკანონო ძოვება სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებზე |
დაზიანებულ ან განადგურებულ მცენარეზე – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის 5% |
|||
|
18 |
ტყის ფონდის მიწის ფართობის მითვისება (თვითნებური ან უკანონო დაკავება, ასევე დაუბრუნებლობა) კაპიტალური ნაგებობებით
|
კაპიტალური ნაგებობით დაკავებული ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიხედვით, რეგლამენტის დანართ 3-ით გათვალისწინებული 1 ჰა ურწყავი სახნავის ათვისების საბაზისო ნორმატივის მიხედვით, 1 კვ.მ-ისთვის დადგენილი საბაზისო ნორმატივის შესაბამისად განსაზღვრული თანხის ხუთმაგი ოდენობა |
|||
|
19 |
ტყის ნიადაგის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის თვითნებური ან უკანონო მოხსნა |
თვითნებურად მოხსნილ ჰუმუსოვანი ფენის თითოეულ 1 მ3-ზე – 300 (სამასი) ლარი |
|||
|
20
|
საქართველოს ტყის ფონდის მიწებზე ტყის დაზიანება რადიაქტიური, ბაქტეროლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებითა და ნარჩენებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევით |
|
|||
|
21 |
ბუჩქების (ასევე ქვეტყის) ამოძირკვა, მოჭრა |
ყოველ ასეთ მოჭრილ ან ამოძირკულ მცენარეზე შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა; თუ ამოძირკვული მცენარის სახეობის დადგენა შეუძლებელია, ზიანის გაანგარიშება ხდება აღნიშნულ ფართობზე გაშენებული ან გაბატონებული სახეობის მიხედვით |
|||
|
22
|
ტყის არამერქნული რესურსების უნებართვოდ შეგროვება სამეწარმეო მიზნით ან რესურსის მოპოვება ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტში მითითებული ვადების დარღვევით ან ტერიტორიის გარეთ |
გარემოდან ამოღებულ შესაბამის მცენარეთა არამერქნული რესურსებითა და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის ათმაგი ოდენობა |
|||
|
23
|
ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სამრეწველო მიზნით სარგებლობა ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გარეშე ან სარგებლობა ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტში მითითებული ვადების დარღვევით ან ტერიტორიის გარეთ |
მოპოვებული პროდუქციის სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა |
|||
|
24 |
უკანონო ხვნა სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებზე |
ყოველი 1 მ2 მოხნული მიწისათვის – 10 ლარი |
|||
|
25
|
0,4 და ნაკლები სიხშირის კორომებში სანიტარიული ჭრის ჩატარება (ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა) განსაკუთრებული აუცილებლობის ან სათანადო არგუმენტების არარსებობისას |
|
|||
|
26
|
უკანონო მრგვალი ხე-ტყის ტრანსპორტირება, შენახვა |
მოჭრილი ხის სახეობის შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა |
|||
|
27 |
უკანონო ხე-ტყის (გარდა მრგვალი ხე-ტყისა (მორის)) ტრანსპორტირება, შენახვა |
მოჭრილი ხის სახეობის შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1 მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის მე-3 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა.“. |
6. დანართი 11 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 11
|
|
I ჯგუფი |
II ჯგუფი |
III ჯგუფი |
IV ჯგუფი |
V ჯგუფი |
|
4 სმ-მდე ჩათვლით |
17 |
15 |
12 |
8 |
6 |
|
4,1-8 სმ |
32 |
30 |
22 |
17 |
13 |
|
8,1-12 სმ |
47 |
45 |
35 |
32 |
20 |
|
12,1-16 სმ |
62 |
60 |
45 |
42 |
27 |
|
16,1-20 სმ |
77 |
75 |
55 |
50 |
34 |
|
20,1-24 სმ |
92 |
90 |
65 |
55 |
41 |
|
24,1-28 სმ |
107 |
105 |
75 |
55 |
48 |
|
28,1-32 სმ |
122 |
120 |
90 |
55 |
55 |
|
32,1-36 სმ |
137 |
135 |
110 |
55 |
55 |
|
36,1-40 სმ |
152 |
150 |
130 |
55 |
55 |
|
40,1-44 სმ |
167 |
165 |
145 |
55 |
55 |
|
44,1-48 სმ |
182 |
180 |
160 |
55 |
55 |
|
48,1-52 სმ |
197 |
195 |
170 |
55 |
55 |
|
52,1-56 სმ |
212 |
210 |
180 |
55 |
55 |
|
56,1 სმ-ის ზევით |
235 |
225 |
200 |
55 |
55.“. |
7. დანართი 14 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 14
ზედაპირული წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ჩაშვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გასაანგარიშებელი ცხრილი
|
№ |
მავნე ნივთიერებათა დასახელება |
ერთი ტონა დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების მაჩვენებელი (ლარებში) |
|
|
|
|
|
1 |
2 |
3 |
|
ა) არაორგანული ნივთიერებანი: |
||
|
1. |
შეწონილი ნივთიერებანი |
100 |
|
2. |
სულფატები |
250 |
|
3. |
ქლორიდები |
100 |
|
4. |
ფოსფატები |
1250 |
|
5. |
ბორი, ტიტანი |
2000 |
|
6. |
ციანიდები |
250 000 |
|
7. |
ფტორიდები |
4000. |
|
ლითონის იონები |
||
|
8. |
ვოლფრამი, სპილენძი, ქრომი, ტყვია, კადმიუმი, ვანადიუმი, სელენი, |
200 000 |
|
9. |
ნიკელი, მანგანუმი, კობალტი, თუთია, ტელური, |
20 000 |
|
10. |
დარიშხანი, სტიბიუმი |
40 000 |
|
11. |
რკინა, ალუმინი |
500 |
|
12. |
ბერილიუმი, თალიუმი, მოლიბდენი |
200 000 |
|
13. |
ვერცხლისწყალი |
300 000 |
|
14. |
ბარიუმი |
250 |
|
ბ) ორგანული ნივთიერებანი: |
||
|
15. |
ეთილენი |
500,00 |
|
16. |
ბიოქიმიური მოთხოვნილება ჟანგბადზე |
650 |
|
17. |
საერთო აზოტი, სზან-ი (დეტერგენტები), მეთანოლი |
2500 |
|
18. |
ნავთობპროდუქტები, ფორმალდეჰიდი, აცეტონი, კეტონები, ბუთილის სპირტი |
10 000 |
|
19. |
ფენოლები |
200 000 |
|
20. |
მაღალტოქსიკური ლითონორგანიკა |
300 000.“. |
|