⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.04.2021)
გაუქმებულია:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.12.2017
ძალის დაკარგვა 20.04.2021
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 513 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.12.2017 მიღება
20.04.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №52 2017 წლის 19 დეკემბერი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის  1-ლი და მე-2 პუნქტების,    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის  –  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების  სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი №1 დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული,   რომელიც თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების, ასევე მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.  2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის,  მერიის დებულების, ამ დებულებისა და  მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო  განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი  სარგოები განისაზღვრება   მერიის   საშტატო  ნუსხით. 4.  სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. დედოფლისწყარო, კოსტავასქუჩა №44. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.  სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის- სამსახურის უფროსის  (ტექსტში შემდგომ –  სამსახურის უფროსი), სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (განთავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ან მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი ასეთის არსებობის შემთხვევაში ან შესაბამისი სამსახურის მოსამსახურე. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-19  მუხლით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ"  შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზებას, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას; ბ) სოციალურ სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფას; გ) უსახლკარო პირების თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში და უსახლკაროთა რეგისტრაციის წარმოებას; დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ე) სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებსა და შეღავათებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ჯანმრთელობის და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; თ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; ი) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია; კ) უმუშევართა რეგისტრაციას და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ლ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში; ნ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში; ო) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვის წესის განხორციელებაზე ზედამხედველობას. პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და მისი  საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.