სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად

წარმოდგენილი ანგარიში

 

ა) სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (შემდგომში- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2017 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნათა საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 1 16 განცხადება. საანგარიშო პერიოდში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნაზე განცხადება არ ყოფილა წარმოდგენილი.  საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოტანილი.

ბ) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საჯარო ინფორმაციაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარმოადგენენ: თამარ მელაშვილი- ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი; თამარ დარჩია- ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე; ტარიელ ზამბახიძე- იურიდიული სამმართველოს უფროსი ; კობა ახვლედიანი- დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ; ტარიელ გიორგაძე- აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.

გ) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფუნქციონირებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას როგორც საჯარო მონაცემთა ბაზების, ასევე პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა თავის თავში მოიცავს ინფორმაციას შემოსული კორესპოდენციის შესახებ, ექსპერტიზის დამნიშნავი პირებისვინაობას, დეტალურ ინფორმაციას შემოსვლის თარიღის, ვადის, დროის პერიოდის აღნიშვნით. ბიუროდან გაცემული დოკუმენტების დეტალიზებულ მონაცემებს, დეტალურ ინფორმაციას გასვლის თარიღის, დროის პერიოდის აღნიშვნით, დოკუმენტების მიმღები პირების ვინაობის, ნივთმტკიცებების ბრუნვის მონაცემებზე მითითებას. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაზე მიბმულია დაარქივებული მონაცემთა ბაზა (ბიუროს საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების, მათ შორის ბრძანებების, განკარგულებების, საინსტრუქციო წერილების, ექსპერტის დასკვნების, წერილებისა და სხვა დოკუმენტების არქივი). ამასთან, პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ბიუროს მოქმედი თანამშრომლების შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგი ბაზების საფუძველზე: 

●ბიუროს თანამშრომელთა შიდა მოხმარების ქსელი

ბიუროს მოქმედი თანამშრომლების პირადი ინფორმაცია დაცულია ბიუროს სერვერზე და მასზე წვდომა რეგულირდება ქსელური პაროლით, რომელზე წვდომა აქვს ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსს;

● ბიუროს თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება, კონტრაქტორი პირების (საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ფიზიკური პირები) შესახებ მონაცემთა ბაზა

თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების გაცემა, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პროგრამაში ყოველთვიურად მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის გადახდის მიზნით;

●დაზღვევა

ბიუროს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების დაზღვევა თანამშრომლების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

●თანამშრომლების პირადი საქმეების რეესტრი

სუბიექტთან შრომითი ურთიერთობის დაწყება და დასრულება, დაწინაურებაზე წარდგენა, პროფესიული ზრდის გაჭიროების განსაზღვრა და დაგეგმვა, ცნობის გაცემა.

დ) 2017 წლის განმავლობაში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მოთხოვნების დარღვევას და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადებას ადგილი არ ჰქონია.

ე) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოტანილი.

ვ) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ ყოფილა.

ზ) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, ხარჯების მითითებით იხ. დანართში. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ წარმოშობია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე არ წარმოშობია ხარჯები მომჩივანი მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების გამო.

 

დანართი

მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა გაცემის შესახებ

შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები კატეგორიების მიხედვით

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა

დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა

არ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა

 

ასლის მოსაკრებლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯების ჯამი

 

 

საქართველოს მოქალაქე

489

489

 

0

 

 39.75 ლარი

 

უცხო ქვეყნის მოქალაქე

8

8

0

-

მოქალაქეობის არ მქონე პირი

0

0

0

-

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

19

19

0

-

სამეწარმეო იურიდიული პირი

177

177

0

36 ლარი

მედია საშუალება (ბეჭდვითი, ონლაინ, სატელევიზიო საშუალება)/ ჟურნალისტი

23

23

0

-

დიპლომატიური წარმომადგენლობა/

საერთაშორისო ორგანიზაცია

4

4

0

-

ადმინისტრაციული ორგანო

396

396

0

-

სულ

1 116 განცხადება

75.75 ლარი

           

ხელმოწერა

გიორგი თვაური