აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის ანგარიში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის ანგარიში აფხაზეთის მთავრობის აპარატში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, შემოვიდა სულ 5 მოთხოვნა. აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნაზე პასუხი გაეცა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს გააჩნია მონაცემთა ბაზები, რომლებიც შეიცავენ აფხაზეთიდან დევნილთა და აპარატის თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მათზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელის დადგენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საანგარიში პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, ასევე არ მომხდარა კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვა.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის ანგარიში“?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 08.12.2017. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის ანგარიში“, №0, 08.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3937502/