აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს“ინფორმაციის თავისუფლების შესახებ წლიური 2017 წლის ანგარიში

 

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 490 განცხადება.

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

 

2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

 

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით აფხაზეთის            ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს შემოსული განცხადებებიდან:

1. საჯარო ინფორმაცი ა , განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა

124 შემთხვევაში;

2. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 62 შემთხვევაში;

3. განხილვის პროცესში 2 განცხადება;

4. ორ შემთხვევაში საკითხი ეხებოდა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად გადაეგზავნა იმ უფლებამოსილ ორგანოს.

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 124 შემთხვევიდან, განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უფროსმა სპეციალისტმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, თამარ შამათავამ.

123 მოქალაქეს გაეწია ზეპირი კონსულტაცია არქივის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე ხორციელდება პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა. არქივის სამმართველოში დაცულია პერსონალური მონაცემები, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. არქივის სამმართველოში დოკუმენტ ბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (ფინანსთა სამინისტროს eDocument ) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტ ბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ- ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

 

,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“საქართველოს კანონის მე-

3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ იმ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება“. ხსენებული დოკუმენტები შეიცავს სხვადასხვა სახის პერსონალურ მონაცემებს, მაგალითად: პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების და გარდაცვალების წლები, მშობლების ვინაობა, სამუშაო სტაჟისა და განათლების შესახებ ინფორმაცია და ა.შ.

2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) არქივის სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას აფხაზეთის ა/რ არქივის სამმართველო ეყრდნობოდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონს.

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ არქივის სამმართველოში არ იყო დაცული.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

ზ) აფხაზეთის ა/რ არქივის სამმართველოს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა აფხაზეთის ა/რ არქივის სამმართველოსთვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.