„სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
120170020.22.026.016545
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №95

2017 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის  №512  ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120170020.22.026.016186) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის:

1.  მე-5 პუნქტს დაემატოს ,,ა1“  ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ა1)   მათემატიკის ტესტირებას (საბაზო საფეხურის დონე);“.

2. მე-6  და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სსიპ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში (შემდგომ – ჰოსპიტალი) სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებიან კანდიდატები, რომლებიც ზოგადი უნარების და მათემატიკის ტესტირების შედეგების მიხედვით მოხვდებიან მინისტრის მიერ დადგენილ ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივ კვოტაში.

7. ზოგადი უნარების და მათემატიკის ტესტირებაში ერთნაირი შედეგების მქონე კანდიდატებიდან ლიცეუმში ჩაირიცხება ფიზიკური მომზადების ტესტირებაში უმაღლესი შედეგის მქონე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია