სააქციო საზოგადოება ,,ლელო-ს’’ განცხადება სს ,,ლელო’’-ს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
21 დეკემბერი, 2017 წელი
Nს-73
განცხადება
სააქციო საზოგადოება ,,ლელოს ” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება ,,ლელოს ” დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს ,,ლელოს ” აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 24 იანვარს, 14:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ქსნის ქ. №36, სს ,,ლელო’’.
სს ,,ლელოს ” კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 7 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. 2017 წლის ფინანსური შეჯამება.
2. სს „ლელოს“ წესდების რედაქტირება.
3. ერთ-ერთი აქციონერის კრედიტის თავდებობა სს თიბისი ბანკში.
4. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ლელოს“ დირექტორატში, ხოლო განმარტებებისა და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს ,,საქართველოს რეგისტრატორიში“, ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ.: 2 25-15-60; 2 22-53-51.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს ,,ლელოში“ მისამართზე: ქ.თბილისი, ქსნის ქ. №36.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
სს „ლელოს ” დირექტორი
ბესიკ ახალაძე