1. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ორგანიზება ევალება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.
2. მუნიციპალიტეტის მერი საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.
3. საერთო კრების მოწვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერის და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).
თავი VI
მერიის რეორგანიზაციის წეს