საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2017
ძალის დაკარგვა 31.12.2019
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №23
2017 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
„აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-10 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-11 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ „ქართული ფილმი – აფხაზეთის“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის რეორგანიზაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 13 ნოემბრის №19 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ თანდართული დებულება.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია
საჯარო
სამართლის
იურიდიულ
ი
პირის
–
„
აფხაზეთის
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ (შემდეგში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში.
3. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდგომში –
სამინისტრო).
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ. №68.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ამოცანები
ცენტრის მიზნებს წარმოადგენს:
ა) აფხაზეთის კულტურის განვითარების ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
ბ) შემოქმედებითი, სანახაობითი და სხვა ფორმის ღონისძიებების ორგანიზება;
გ) სახვითი ხელოვნების და ფოტოგამოფენების მოწყობა;
დ) შეხვედრებისა და კონფერენციების, სახელოვნებო ფესტივალების და კონკურსების ორგანიზება;
ე) სახელოვნებო მასტერკლასების, საგანმანათლებლო მიმართულების ღონისძიებების სტიმულირება და ორგანიზება;
ვ) ნიჭიერი შემოქმედებითი კადრების მოზიდვა-დაოსტატება;
ზ) კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით ქართულ-აფხაზური კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა შორის დიალოგის, ურთიერთანხმობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერა;
თ) ლიტერატურული ნაწარმოებების პრეზენტაცია-განხილვები, თემატური საზოგადოებრივ-პოლიტიკური, გამოფენების-ექსპოზიციების და აუქციონების მოწყობა;
ი) ჟურნალ-გაზეთების გამოცემა და სხვა საგამომცემლო საქმიანობის წარმართვა;
კ) აფხაზეთის ახალგაზრდების კულტურულ-შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა;
ლ) ქართულ-აფხაზურ საზოგადოებაში მაღალმხატვრული და ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრება ლიტერატურულ-მხატვრული აუდიო-, ვიდეო ნაწარმოებების გავრცელების გზით;
მ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა;
ნ) ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და ამ მიზნით ტრენინგ-სემინარების, კონფერენციების, საქველმოქმედო აქციებისა და სხვა ღონისძიებათა მოწყობა;
ო) დეოკუპაციის მიმართულებით საერთაშორისო პროფილურ ღონისძიებებში მონაწილეობა (ფოტო, მხატვრული, დოკუმენტური, აუდიო-, ვიდეო მასალების მომზადება).
მუხლი 3🔗. ცენტრის უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი
ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) ჟურნალ-გაზეთების გამოცემა და სხვა საგამომცემლო საქმიანობის წარმართვა;
ბ) ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედთა გამოვლენა;
გ) ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით დევნილთა პრობლემებისა და მათი საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების აქტიური გაშუქება;
დ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
ე) განახორციელოს მიზნობრივი პროექტები და პროგრამები მხოლოდ შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ) შექნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერის ფონდი;
ზ) საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება;
თ) ცენტრი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.
მუხლი 4🔗. ცენტრის მართვის ორგანოები და მათი შექმნის წესი
1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ბ) წარმოადგენს ცენტრს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
დ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს და გაათავისუფლოს თანამშრომლები;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან შეთანხმებით, განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
თ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებში;
ი) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს;
კ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, პროექტებისა და მიზნობრივი პროგრამების განხილვისა და განხორციელების მიზნით, დარგობრივი სპეციალისტებისაგან ქმნის კომისიას და ამტკიცებს კომისიის დებულებას;
ლ) კანონმდებლობის შესაბამისად, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
მ) იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 5🔗. ცენტრის ქონება
1. ცენტრს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 6🔗. ცენტრის დაფინანსების წყაროები
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად;
ვ) გრანტებისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი;
ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
მუხლი 7🔗. ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ცენტრი აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას და წარადგენს ანგარიშგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
3. ცენტრი მიმდინარე წლის დასრულებამდე უფლებამოსილ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდეგში –
სამინისტრო), რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ცენტრმა, სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა და დამტკიცება;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების ოდენობა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 9🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.