საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1755-Iს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.018703
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 981 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 981. პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების ან/და რეალიზაციის წესების დარღვევა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

3. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება –

გამოიწვევს 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების და რეკომენდაციის შეუსრულებლობა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

8. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი პესტიციდის ან აგროქიმიკატის ამოღებასთან დაკავშირებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

9. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე –

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინში „ბაზარზე განთავსება“ იგულისხმება პირის მიერ არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება. ამ მუხლის მიზნებისათვის ბაზარზე განთავსებად არ მიიჩნევა მყიდველის მიერ არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის იმ პირისათვის დაბრუნება, რომლისგანაც შეიძინა იგი.“.

2. 1645 მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 239-ე მუხლის 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. ამ კოდექსის 1052 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

15 დეკემბერი 2017 წ.

N1755-Iს