1.
მერია  არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) აღმასრულებელი ორგანოს - მერისადმი (შემდგომ – მერი) დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
2.
მერიას ხელმძღვანელობს მერი.
3.
მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან - მერიის სამსახურებისგან (შემდგომ – მერიის სამსახური), რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – საკრებულო) და მერის დავალებების შესრულებას