1.
მერიის მოხელის შეფასება ხორციელდება ამ დებულების 25-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დადგენილი წესით.
2.
სამსახურის განყოფილების საქმიანობას აფასებს სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებს და დავალებებს.
3.
მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებს და დავალებებს.
4.
მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერიის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი. მერიის ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.11.2025
მუხლი 34. საქმიანობის შეფასება
თავი VI — მერიის საქმიანობის ორგანიზება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 28. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
- მუხლი 29. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
- მუხლი 30. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
- მუხლი 31. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
- მუხლი 32. მერიის შინაგანაწესი
- მუხლი 33. ანგარიშგება
- მუხლი 35. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
- მუხლი 36. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
- მუხლი 37. ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
- მუხლი 38. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
- მუხლი 39. სამართლებრივი აქტების გაფორმება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34, №6/46, 21.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016364 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3943015/muxli-34/