ქალაქ ფოთისმუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
ძალის დაკარგვა 01.03.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6/36
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016354
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია | ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთისმუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და
შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6/36
2017 წლის 21 დეკემბერი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის №7/14 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდანქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია
დანართი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას.
2.
სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი.
3.
სამსახურის მისამართია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა№12.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი,„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
თავი II
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიის კორესპოდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
გ) მიღებული კორესპოდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოსა და მუნიციპალურ სამსახურებს შორის;
დ) საკრებულოსა და მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
ე) სამსახურის სამუშაო გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
თ) საქმეთა არქივირებას;
ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
კ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;
მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ნ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
პ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ჟ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;
რ) შიდა აუდიტის ობიექტებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენას, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას;
ს) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახური ახორციელებს ინსპექტირებას. ინსპექტირების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს შიდა აუდიტის ობიექტების თანამშომლების სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია (მათ შორის: წერილით, განცხადებით, ელ-ფოსტით, მასმედიით, თუ სხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია);
ტ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა
1.
სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
საქმისწარმოების განყოფილება;
ბ)
საინფორმაციო საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილება;
გ)
იურიდიული განყოფილება;
დ)
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ე)
მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ვ)
შესყიდვების განყოფილება;
ზ)
ინსპექტირების განყოფილება.
3.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან.
4.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 5🔗.
საქმისწარმოების განყოფილება
საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ი) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების სათანადო გამოყენებას;
კ) მუნიციპალიტეტის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
საინფორმაციო, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
საინფორმაციო, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
დ) მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
ე) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
ვ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ზ) საკრებულოსა და მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
თ) კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზებას პოლიტიკური, საზოგადო, მეცნიერების, კულტურის და სხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის საგარეო ურთიერთობების განვითარებას და კოორდინაციას;
კ) უცხოეთში გასაგზავნი ოფიციალური დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრასა და სამუშაო პროგრამების შედგენაში მონაწილეობას;
ლ) ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და დაბინავების ხელშეწყობას;
მ) მერიის თანამდებობის პირების უცხოეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების, ასევე მივლინებების ორგანიზებას;
ნ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მერის მიერ დახვედრის, მიღებისა და გაცილების ორგანიზებას;
ო) მერიის სამახსოვრო ალბომის წარმოებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფას;
პ) უცხოეთის ქვეყნების მეგობარი ქალაქების ხელმძღვანელებზე გასაგზავნი წერილების, შეტყობინების მომზადებას და გაგზავნის ორგანიზებას;
ჟ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთის მეგობარი ქალაქების, ასევე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწვევის ორგანიზებას;
რ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის (ქვეყნების) წარმომადგენელთა ქალაქში და საქართველოს ფარგლებში მოგზაურობის დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზებას;
ს) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჩამოსული უცხო ქვეყნის (ქვეყნების) წარმომადგენელთა ვიზიტების, გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მედიის საშუალებებით;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
იურიდიული განყოფილება
იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას;
ბ) მერიის დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ განსახილველი და მერიის თანამდებობის პირთა მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას ან მონაწილეობს მათ მომზადებაში; მეთოდურ დახმარებას უწევს მერიის სტრუქტურულ ერთეულებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირთა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას;
გ)უზრუნველყოფს მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა იურიდიული შინაარსის დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
დ) ახდენს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ;
ე)ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სამართლებრივი აქტების პროექტებთან და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) უზრუნველყოფს მერის, მერიის, საკრებულოს კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ზ) წარმოადგენს და იცავს მერის და მერიის ინტერესებს სასამართლოში;
თ) იურიდიულ დახმარებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗.
ადამიანური რესურსების განყოფილება
ადამიანური რესურსების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
ბ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე;
გ) მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს მერიის თანამდებობის პირების მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;
ზ) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;
თ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ი) საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
კ) მერიის მოხელეთა შეფასებას, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ლ) მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
მ) საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 9🔗.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას;
ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;
დ) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ე) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ვ) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 10🔗.
შესყიდვების განყოფილება
შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;
ბ) შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა სახის ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებას;
გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად, ხარჯების მონეტარული ზღვრიდან გამომდინარე, შესყიდვების განხორციელების საშუალებების განსაზღვრას და შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის შედგენას;
ე) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელშეკრულების შემუშავებას;
ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;
ზ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას და წარდგენას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში კანონით დადგენილ ვადებში;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 11🔗.
ინსპექტირების განყოფილება
ინსპექტირების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენას, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას;
ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახური ახორციელებს ინსპექტირებას. ინსპექტირების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს თანამშომლების სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია (მათ შორის: წერილით, განცხადებით, ელ-ფოსტით, მასმედიით, თუ სხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია);
გ) თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას ან/და რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა
მუხლი 12🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 13🔗.
სამსახურის უფროსი
1.
სამსახურის უფროსი:
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებისთვის;
ბ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
გ)
ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ)
იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე)
უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
ვ)
უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ)
მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
თ)
მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ი)
ამოწმებს სამსახურში დაცული დოკუმენტების ასლებს და გასცემს ცნობებს მათ საფუძველზე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში;
კ)
ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს და შტამპებს;
ლ)
მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ)
სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; სამსახურის უფროსის ბრძანება ასევე გამოიცემა ისეთ საკითხებზე, რაც მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით სამსახურის უფროსისგან დამტკიცებას საჭიროებს; სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის, გაფორმებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება მერიის დებულებით;
ნ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და საკრებულოს წინაშე.
3.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის უფროსის მოადგილეს; სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში - ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში - სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.
მუხლი 14🔗.
სამსახურის უფროსის მოადგილე
1.
სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.
2.
სამსახურის უფროსის მოადგილე, მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს მათ დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.
3.
სამსახურის უფროსის მოადგილე, საკურატორო სფეროს/სფეროების მიხედვით, სამსახურის უფროსის მოთხოვნისამებრ, წარუდგენს მას სტრუქტურული ქვედანაყოფის/ქვედანაყოფების მუშაობის ანგარიშს.
4.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში,მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
მუხლი 15🔗.
განყოფილების უფროსი
1.
სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს - განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2.
განყოფილების უფროსი:
ა)
წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ)
ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ)
ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ)
პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე)
ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას;
ვ)
განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ზ)
სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;
თ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ი)
განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
კ)
აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის;
ლ)
ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
მ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4.
განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
თავი V
საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 16🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
მუხლი 17🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.
მუხლი 18🔗.
საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.
სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3.
მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.
4.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,მერის წარდგინებით, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 19🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა
1.
სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.