📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2017
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016375
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,098 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 07.12.2017 კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.11.2017 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთაკომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.11.2025 ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.12.2021 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №48 2017 წლის 21 დეკემბერი დაბა ჩოხატაური ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულება (თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილება – „ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 04/09/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010260020.35.114.016210) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა  და თანამდებობის  პირთა უფლება–მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისია (შემდგომ ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა  განხორციელებას. 2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი  წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად  განისაზღვრება  საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 2🔗. კომისიის  უფლებამოსილება 1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა)თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის    შესახებ; ბ) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური  განვითარების  სტრატეგიის  სამოქმედო  გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების    შესახებ; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებისა და პროგრამების   შესახებ; დ) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების დოკუმენტის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის კონტროლი და მათი შესრულების  შეფასების შესახებ; ე) სოფლის მეურნეობის, მათ შორის სასოფლო კოოპერაციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით მუნიციპალური  პროგრამების შესახებ; ვ) ტურიზმის, მათ შორის ეკოტურიზმის, განვითარების პროგრამების     შესახებ; ზ) ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეობის, მათ შორის სოფლის მეურნეობის განხრით, წახალისების შესახებ; თ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ; ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ; მუნიციპალიტეტის 50%-ზე  მეტი  წილობრივი  მონაწილეობით  შექმნილი  საწარმოს ქონების განკარგვის წესების დადგენის  შესახებ; კ) მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის  შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში  მონაწილეობისა  და მათში გაწევრიანების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი  მონაწილეობით  შექმნილი  საწარმოს  ქონების  განკარგვის წესების  დადგენის შესახებ; ლ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების  პროგრამების  და  ამ  პროგრამების  შესრულების ანგარიშის  დამტკიცების შესახებ; მ) მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების პირობით ან უპირობოდ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის წესის    შესახებ; ნ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის    შესახებ; ო) მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის წესის    შესახებ; პ) პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების წესის    შესახებ; ჟ)მუნიციპალური ქონების შემძენზე/სარგებლობის უფლების მიმღებზე/მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან  გათავისუფლების  წესის შესახებ; რ) მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების წესის    შესახებ; ს) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ტ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო   საფასურის და ქირის საწყისი საფასურის დადგენის   შესახებ უ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენის   შესახებ; ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; ქ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; 2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის  მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის  მიერ  დადგენილ  გონივრულ ვადაში  წარუდგინონ  მას  შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე  დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის   ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე  არჩევა  და  გადარჩევა  ხდება  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28–ე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  დადგენილი წესით. 2.  კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის  სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს   შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო   ჯგუფებს; ვ) ადგენს და ამტკიცებს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა  განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის  წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების  წარმომადგენლებს,  ექსპერტებსა  და სპეციალისტებს; ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა    შესრულებას; კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს,  რეკომენდაციებს  და კომისიის სხდომის ოქმებს; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის  მინიჭებულ  სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე 1. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს  ირჩევს კომისია კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, კომისიის სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრის საფუძველზე. 2.  კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. 3. ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; მუხლი 5🔗. კომისიის წევრი 1. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები; ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობაზე; გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. 2. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში; ბ) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია; გ) შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები; მუხლი 6🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება  კომისიის სამუშაო ჯგუფები. 2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი. 3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. მუხლი 7🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 8🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.