📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2017
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016373
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,003 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.06.2022 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.12.2017 შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.06.2022 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.11.2017 ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №50 2017 წლის 21 დეკემბერი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა  კომისიის დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №31 დადგენილება ,,სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 04/09/2014 სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016212) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის  უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია   (შემდგომ ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა) ახალგაზრდული პროგრამების, კულტურისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; ბ) განათლების პროგრამების, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; დ) ტურიზმის  განვითარების ხელშემწყობი პროგრამების  შესახებ; ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემოლოგიურ მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; ვ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; ზ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ; თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების, ადაპტირების, აღჭურვისათვის  ღონისძიებათა  დაგეგმვის  და შესაბამის პროგრამათა პროექტების დამტკიცების  შესახებ; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. 2. კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ინიცირება მის უფლებამოსილებას მიკუთნებულ საკითხებზე. 3. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ადგილობრივი   თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი  არიან   კომისიის  მიერ  დადგენილ გონივრულ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა/გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს,       კომისიის სხდომაზე  განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს; ვ)  კომისიას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას; ზ) ადგენს და ამტკიცებს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; თ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; ი) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე 1. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს  ირჩევს კომისია კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, კომისიის სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრის საფუძველზე. 2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში. 3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, უფლებამოსილია ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს ბიუროს მუშაობაში კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში. 4. ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 5🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით, კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები. 2. კომისიის სამუშაო ჯგუფი განიხილავს და კომისიის თავმჯდომარესა და კომისიას წარუდგენს დასკვნებს მის უფლებამოსილებას მიკუთნებულ საკითხებზე. 3. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი ვალდებულია იყოს ერთი სამუშაო ჯგუფის წევრი მაინც. 4. კომისიის სამუშაო ჯგუფს ჰყავს ხელმღვანელი, რომელსაც ირჩევს კომისია კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, კომისიის სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრის საფუძველზე. 5. კომისიაში შეიძლება შიქმნას შემდეგი სამუშაო ჯგუფები: ა) განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის  საკითხთა სამუშაო ჯგუფი; ბ)  ახალგაზრდული პროგრამების, კულტურისა და სპორტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; გ) კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმეთა და ტურიზმის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; დ) სოციალური უზრუნველყოფის,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის  საკითხთა სამუშაო ჯგუფი. 6. განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის  საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიის თავმჯდომარესა და კომისიას წარუდგენს დასკვნებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე. 7. ახალგაზრდული პროგრამების, კულტურისა და სპორტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიის თავმჯდომარესა და კომისიას წარუდგენს დასკვნებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე. 8. კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმეთა და ტურიზმის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიის თავმჯდომარესა და კომისიას წარუდგენს დასკვნებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე. 9. სოციალური უზრუნველყოფის,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის  საკითხთა სამუშაო ჯგუფიწინასწარ განიხილავს და კომისიის თავმჯდომარესა და კომისიას წარუდგენს დასკვნებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“; ,,ვ“;  ,,ზ“ ; ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე. მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, ასევე კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარემ შესაძლებელია საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით მოიწვიოს სხვა პირებიც.