სს „საქსოფმშენდეტალის“ განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება ,,საქსოფმშენდეტალის“
(საინდენტ. კოდი: 204868526 )
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
სს „საქსოფმშენდეტალის“ დირექტორის მოწვევით, 2018 წლის 16 იანვარს, დღის 14 საათზე, ქ. გორში, შინდისის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი, ჩატარდება სს ,,საქსოფმშენდეტალის“ (ს/კ: 204868526) აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „საქსოფმშენდეტალის“ წესდების ცვლილებებისა და ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ საკითხის განხილვა.
2. სს „„საქსოფმშენდეტალის““ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.
3. საზოგადოების ქონების გასხვისებასთან, გაქირავებასთან ან/და დატვირთვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, რომლის ღირებულებაც შეადგენს საზოგადოების აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს;
- რეკომენდაცია: ამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საერთო კრების მოწვევის ძირითადი სამართლებრივი მიზანია, წესდებაში ცვლილებების განხილვა (ახალი წესდების მოქმედი კანონმდებოლობის შესაბამისი რედაქციით ფუნქციონირების გზით უფლებამოსილებათა გადაცემა სამეთვალყურეო საბჭოზე), საზოგადოების მართვის და ფუნქციონირების შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, რადგან წლების განმავლობაში საზოგადოების ფინანსურ/ეკონომიკური მდგომარეობა (სხვადასხვა ვალდებულებითი სიძნელეების გამო) მხოლოდ დირექტორის პასუხისმგებლობაზეა მიტოვებული.
შეგახსენებთ, რომ აქციონერთა კრებაზე მონაწილეობისთვის აქციონერებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონმდებლობის დაცვით შედგენილი დოკუმენტი.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2017 წლის 22 დეკემბერი. კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება საზოგადოების ადმინისტრაციისათვის მიმართვის გზით, ქ. გორი შინდიდის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი (საკონტაქტო პირი გრიგოლ კაპანაძე, ტელ: 599517062), ან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორისთვის“ მიმართვის გზით, მისამართი: ქ. თბილისი, ი ჭავჭავაძის გამზ. 74ა . ტელ: (032) 2225351.
დირექტორი: გრიგოლ კაპანაძე