📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2017
ძალაში შესვლა 01.02.2018
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.166.016361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,265 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2017 მიღება
01.02.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 15.11.2017 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.02.2018 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.01.2018 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2017 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 06.07.2020

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №64 2017 წლის 21 დეკემბერი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №36 დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 24/11/2017, 010260030.35.166.016333). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა  და ძეგლთა დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გურჯაანის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის განყოფილებებია: ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების  საჯარო მოსამსახურეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, კარიერული განვითარების და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით,  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; 2. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; 3. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; 4. წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; 5. წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; 6. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; 7.   ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; 8. სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; 9. მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ფართობისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ დასკვნების შემუშავებას; 10.  მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; 11. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; 12. დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; 13.  დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; 14. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; 15. გეგმარებითი დავალებების მომზადებას; 16. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; 17. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; 18. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; 19. მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ფართობისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ დასკვნების შემუშავებას; 20. ძეგლთა დაცვის სფეროში ადმინისტრირების და ანალიტიკურ სამუშაოებს; 21. ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა კოორდინაციას; 22. მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და ბილიკების მართვას; 23. ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას; 23. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის  სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის  სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის   განყოფილება  დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას. 2. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას. 3. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას. 4.  მშენებლობის ნებართვების თაობაზე დასკვნების/პროექტების შემუშავებას. 5. საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. 6. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას. 7. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე. 8. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 9. ძეგლთა დაცვის სფეროში ადმინისტრირების და ანალიტიკურ სამუშაოებს. 10. ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა კოორდინაციას. 11. მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და ბილიკების მართვას. 12. ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. 13. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; 2. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; 3. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; 4. წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; 5. წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; 6. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; 7.  ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; აქტებს 8. სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; 9. მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ფართობისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ დასკვნების შემუშავება; 10. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ვ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; ზ)უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; თ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური 24-სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით; კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე მოვალეა საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსი  1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს ე)  მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.