ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2017
ძალის დაკარგვა 28.02.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2017 წლის 22 დეკემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის №23 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ ტექსტში – „ადმინისტრაციული სამსახური“) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №26 დადგენილების შესაბამისად.
3. ადმინისტრაციული სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
4. ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
5. ადმინისტრაციული სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
6. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
თავი II
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის
ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 2🔗
ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მერიის და მერიის მოადგილეებისათვის კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ)მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა;
გ) მერიის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულების და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და /ან შეთანხმება;
დ) მერიის, მერიის მოადგილეების და მერიის სამსახურების პერიოდული უზრუნველყოფა საქართველოს მედიის მიერ გავრცელებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის თაობაზე;
ე) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
ვ) მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;
ზ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
თ) მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ი) მერიის არქივის წარმოება;
კ) მერიაში ერთიან საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
ლ) მერიაში დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;
მ) მერის და მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზება;
ნ) მერიის სტრუქტურ ერთეულებში კორესპონდენციის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა;
ო) მერიაში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და ორგანიზაციებიდან შემოსული კორესპონდენციის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა;
პ) მერიაში თანამშრომელთა საორგანიზაციო საქმეების უზრუნველყოფა;
ჟ) მოქალაქეთათვის მერიის საქმიანობის გაცნობა;
რ) მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ერთობლივი პროექტების კოორდინირებულად განხორციელება;
ს) მერიაში შემოსული წერილებისა და საჩივრების განხილვა;
ტ) მერიის სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;
უ) მერიის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება;
ფ) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ქ) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;
ღ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;
ყ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობა;
შ) მერის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება;
ჩ) სხვა უფლებამოსილების განხორციელება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
ც )მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ძ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერისა და მერის მოადგილეების სხვა დავალებების შესრულება.
თავი III
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული
სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 3🔗
1.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს მერს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
გ) წარუდგენს მერს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) წარუდგენს მერს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს პროექტებს და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) ხელწერით ადასტურებს ადმინისტრაციული სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, მათ შორის მოქალაქეებზე მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომზადებული წერილების ხელმოწერას, ასევე უზრუნველყოფს მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი ცნობების გაცემას;
ზ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
თ) საკუთარი ინიციატივით ან მერის (მერის მოადგილის) დავალებით უშუალოდ ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებას;
ი) ასრულებს მერისა და მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციების დაკისრების შესრულება მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
თავი IV
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗
1.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახური შედგება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
2.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება ადმინისტრაციული სამსახურის მერიას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.
3.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული განყოფილება;
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საქმისწარმოების განყოფილება;
გ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საორგანიზაციო საქმეთ განყოფილება;
დ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილება;
ე) მეორადი სტრუქტურული ერთეული – სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
ვ)მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.
4.მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე:
ა) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები;
ბ) მეოთხე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტები – მოსახლეობის მომსახურეობის საკითხებში;
გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
თავი V
მეორადი სტრუქტურული ერთეული იურიდიული განყოფილება
მუხლი 5🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული განყოფილება (შემდგომ – „განყოფილება“) არის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 6🔗
1.მეორადი სტრუქტურული ერთეულის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მერისა და მერის მოადგილეებისათვის კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
დ) მერიისთვის რეკომენდაციის მომზადება მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;
ე) მერის, მერის მოადგილეების დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) მერიის თანამშრომელთათვის კონსულტაციის მიცემა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
ზ) მერიის საქმიანობიდან გამომდინარე გასაფორმებელი ხელშეკრულებების და/ან შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ი) მერიის წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში და დაწესებულებებში;
კ) მერის, მერის მოადგილეების და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ლ) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს.
2. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით წარუდგენს მერს;
დ) განყოფილებაში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად განყოფილების თანამშრომელთა შორის;
ე) მერისთვის წარსადგენად ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ უფროს სპეციალისტს.
მუხლი 8🔗
1. ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) უფროსი სპეციალისტები.
თავი VI
მეორადი სტრუქტურული ერთეულის
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება
მუხლი 9🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღავანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 10🔗
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;
გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება;
დ)მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავება;
ე) შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი;
ვ) შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.
მუხლი 11🔗
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი:
ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბ) შეიმუშავებს მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტს;
გ) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტს;
დ) ახორცილებს მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილეების, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის ფუნქცია მოვალეობის დაკისრების შესრულება მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების უფროს სპეციალისტს.
მუხლი 12🔗
ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი;
ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
თავი VII
მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმისწარმოების განყოფილება
მუხლი 13🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმისწარმოების განყოფილება (შემდგომ – „განყოფილება“) არის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 14🔗
1.საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მერის ხელმოწერილი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დაცვა და დადგენილი წესით შენახვა;
ბ) მერის ხელმოწერილი სამართლებრივი აქტების შესაბამის მერიის სამსახურებზე და თანამდებობის პირებზე დასაგზავნად მომზადება და მისი დაგზავნის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული წარმოებისა და მოსმენის ოქმების წარმოება;
გ) მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, მერიის თანამდებობის პირების დავალებებისა და საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლი, სამართლებრივი აქტებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი თანამდებობის პირთა დროული ინფორმირება;
დ) რეგისტრაციაში მიღება, გატარება და აღრიცხვა მერის და სხვა თანამდებობის პირების სახელზე შემოსული კორესპონდენციის, მისი ანალიზი და სისტემატიზაცია;
ე) გაფორმება და აღრიცხვა მიღებულ დოკუმენტებზე, მერის და სხვა თანამდებობის პირების დავალებების და მათ შემსრულებლებზე გადაცემა;
ვ) მერიაში ერთიანი საქმის წარმოების განხორციელება;
ზ) კორესპონდენციების ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის, საიდუმლო საქმისწარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მიერ გადაცემული მასალების აღრიცხვის, სისტემატიზაციის, დაცვისა და დადგენილი წესით შენახვის უზრუნველყოფა, საარქივო მასალების შენახვა და საუწყებო არქივის წარმოება;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალურ არქივთან და სხვა ტერიტორიული ერთეულის არქივებთან თანამშრომლობა, საარქივო წარმოების საკითხებში ადმინისტრაციული სამსახურის ქვედანაყოფების, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულებისათვის მეთოდური დახმარებისა და კონსულტაციის გაწევა;
კ) მერის, მერის მოადგილეების, ასევე მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.
მუხლი 15🔗
1. მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურულ ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) მერისთვის წარსადგენად შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და წარუდგენს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელს;
დ) განყოფილებაში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად განყოფილების თანამშრომელთა შორის, რა დროსაც ძირითადად ხელმძღვანელობს ფუნქციათა განაწილების თაობაზე მერის მიერ გამოცემული ბრძანებით;
ე) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, მერისადმი წარსადგენად, წარუდგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციებს უწევს მერს, მერის მოადგილეებს, ადმინისტრაციის, სხვა სტრუქტურული ერთეულების უფროსებს;
ზ) წარმოადგენს განყოფილებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
თ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ი) ესწრება მერის თათბირებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილის და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დროებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ უფროს სპეციალისტს.
მუხლი 16🔗
1. ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები.
2. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.
თავი VIII
მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო
საკითხთა განყოფილება
მუხლი 17🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება (შემდგომ – „განყოფილება“) არის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 18🔗
1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ორგანიზებას უწევს მერიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ექსპლოატაციას და ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებას და სრულყოფას;
ბ) ახდენს მერიის ადმინისტრაციულ შენობებში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვას, ორგანიზებას და შესრულების კოორდინაციას;
გ) ამარაგებს მერიას საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავ-საპოხი მასალით, მანქანა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, სამშენებლო მასალით, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი საქონლით;
დ) ორგანიზებას უწევს მერიის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას;
ე) უზრუნველყოფს მერიის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ადმინისტრაციული შენობებისა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების ექსპლოატაციას და მათ მოვლა-შენახვას;
ვ) უზრუნველყოფს მერიის კომპიუტერიზაციას და ინფორმატიზაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას, კომპიუტერული ქსელის მუშაობის ეფექტურობას;
ზ) უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გაცნობის საფუძველზე შეიმუშავებს მერიის ტექნოლოგიების შესაძლო დანერგვის საკითხებს;
თ)უზრუნველყოფს მერიის სათათბირო დარბაზ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვას და მათ გამართულ მუშაობას;
ი) ახდენს მერიის სასაწყობო ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოვლა-შენახვას და მათი დაცვის კოორდინაციას;
კ) ახდენს მერიის მატერიალურ ფასეულობათა დაცვა-შენახვას;
ლ) ორგანიზებას უწევს მერის, მერის მოადგილის, მერიის სხვა თანამშრომლის საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებებს და ამ მიზნით ახდენს სამგზავრო ბილეთის დაჯავშნას ან ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მერის, მერის მოადგილისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას.
2. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.
მუხლი 19🔗
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულს ხელმძღვანელობს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ)კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მერისადმი წარსადგენად შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და წარუდგენს მერის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს.
დ) განყოფილებაში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად განყოფილების თანამშრომელთა შორის, რა დროსაც ძირითადად ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით;
ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს მერისადმი წარსადგენად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) წარმოადგენს განყოფილებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
თ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ი) ესწრება მერის თათბირებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილის და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
3.განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაეკისრება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთ უფროს სპეციალისტს.
მუხლი 20🔗
ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
თავი IX
მეორადი სტრუქტურული ერთეულის
ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილება
მუხლი 21🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილება (შემდგომ – „განყოფილება“) არის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 22🔗
1.მეორადი სტრუქტურული ერთეულის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) წარმართავს მერის წარმომადგენლების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულების კავშირს მერი;
გ) ორგანიზებას უწევს მერის წარმომადგენლის საქმიანობას;
დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვის ჩატარებას, აგრეთვე ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად დასახლების საერთო კრებების ჩატარებას;
ე) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს მერს;
ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლა, ცნობების პროექტების მომზადება და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
2. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.
მუხლი 23🔗
1. მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მერისადმი წარსადგენად შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და წარუდგენს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს.
დ) განყოფილებაში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად განყოფილების თანამშრომელთა შორის, რა დროსაც ძირითადად ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით;
ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს მერისადმი წარსადგენად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) წარმოადგენს განყოფილებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
თ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ი) ესწრება მერის თათბირებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელი მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაეკისრება ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთ უფროს სპეციალისტს.
მუხლი 24🔗
ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები.
თავი X
მეორადი სტრუქტურული ერთეულის
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
მუხლი 25🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღავანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საკადრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებისა და განხორციელების კორდინაცია.
ბ) უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
გ)უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
დ) მერიის სტრუქტურაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების შემუშავებას, მერიის სტრუქტურულ ერთეულების დებულებების პროექტების მომზადებას სრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან წინადადებების საფუძველზე.
ე)მერიის სტრუქტურულ ერთეულთა საკადრო პოტენციალის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება.
ვ)წინადადებების მომზადებას მერიის სტრუქტურული ერთეულების მართვის სისტემის ოპტიმიზაციისა და საშტატო ნუსხის თაობაზე.
ზ)მერიაში მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმებისა და ანგარიშგების ფორმების დადგენას, კონტროლს მათ შესრულებაზე.
თ) სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმების მომზადებაში სტრუქტურული და ქვესტრუქტურული ერთეულებისათვის შესაბამისი მეთოდური დახმარების გაწევა;
ი) მერიაში მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
კ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისებისა და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილებისა დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შედგენას, პროფესიულ ანალიზსა და შეფასებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს;
მ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს.
ნ) მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას.
ო) პირადი საქმის წარმოება;
პ) მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურეობრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტური გაფორმებას;
ჟ) შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
რ) მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;
ს) მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ტ) მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინებისა და კანონით დადგენილი დანამატის განსაზღვრის საკითხების მომზადება;
უ) მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულების გამო შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლა;
ფ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა წარდგენას სახელმწიფო ჯილდოებზე; მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული საპატიო წოდებების და ჯილდოების მინიჭების საკითხების მომზადება; მუნიციპალურ მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადების მომზადება.
ქ) საკონკურსო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმება;
ღ) კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენა; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრა; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტიანობის შემოწმება.
ყ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
შ) მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; სტაჟირების და პრაქტიკის გავლის საკითხების გადაწყვეტა; სასწავლო დაწესებულებების შერჩევასა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
ჩ) მოსამსახურეთა კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლის სხვა საკითხებზე.
3. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.
მუხლი 26🔗
1.მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმღძვანელი რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი
ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მერისადმი წარსადგენად შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და წარუდგენს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს.
დ) განყოფილებაში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად განყოფილების თანამშრომელთა შორის, რა დროსაც ძირითადად ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით;
ე)პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს მერისადმი წარსადგენად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ)წარმოადგენს განყოფილებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
ზ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
თ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ი) ესწრება მერის თათბირებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
ლ)ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაეკისრება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთ უფროს სპეციალისტს.
მუხლი 27🔗
ამ დებულების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები.
თავი XI
სხვა დებულებები
მუხლი 28🔗
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.