თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი
მიღების თარიღი 22.12.2017
ძალის დაკარგვა 27.02.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016329
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრის გვარი, სახელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.02.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თნამდებობის პირი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.03.2015
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2017 წლის 22 დეკემბერი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი დამტკიცების შესახებ“, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №25 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №20 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი“ (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 24/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016218).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თნამდებობის პირი
მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
1. საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზრაურების ზღვრული ოდენობა თვეში არაუმეტეს 395 ლარისა.
2. მითითებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განსაზღვრულია საკრებულოს და მისი ორგანოების მუშაობაში (საკრებულოს, საკრებულოს კომისიები, ფრაქციები, საკრებულოს ბიურო, დროებითი სამუშაო ჯგუფები) როგორც მაჟორიტარი, ისე პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებისათვის.
3. საკრებულოს წევრები, რომლებიც ახორციელებენ ამომრჩევლებთან შეხვედრებს, ასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებს ვალდებულნი არიან განახორციელოს თვეში არანაკლებ 4 შეხვედრა მოსახლეობასთან. ამ მიზნით იგი ვალდებულია არანაკლებ კვირაში ერთხელ მოაწყოს მიღების დღე ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში და შეხვდეს მოსახლეობას.
მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირები, საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯების ანაზღაურება
1. ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) დანართი #2 შესაბამისად, როგორც წესი თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს.
3. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს ან ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებით სამუშაო ჯგუფები) სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 30 (ოცდაათი) ლარი, ასევე თუ განახორციელებენ თვეში ოთხი მიღების დღეზე ნაკლებს, დაუკავდება 45 (ორმოცდახუთი) ლარი თითოეული გაცდენილი შეხვედრისათვის.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.
5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს(ბიუროს) სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში-სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირები) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თოთოეული წევრისათვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს აპარატის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის დანართი #2 (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით.
2. საკრებულოს წევრი როგორც წესი, ყოველი თვის პირველ რიცხვში ( თუ შესაბამისი თვის პირველი რივხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულება, სათანადო თანდართული დოკუმენტაციით წინა თვეში ჩატარებული შეხვედრების (ოქმი) და შესრულებული დავალების შესახებ.
მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს აპარატის ინფორმაციის დანართი #2 (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს ბიუროს გადწყვეტილებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 1-10 რიცხვამდე.
დანართი №2
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
------ -------------- 20 წელი
უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა:
№
საკრებულოს წევრის გვარი, სახელი
უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირების შესრულებული სამუშაო
გაცდენები, უფლებამოსილების შეუსრულებლობა, საკითხების განხილვა,
მ/შორის:
თანხა
ამომრჩეველთან მუშაობა
კომისია/
ფრაქცია
საკრებულოს სხდომები
საპატიო
არასაპატიო
სულ
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
საკრებულოს აპარატის უფროსი (სახელი, გვარი, ხელმოწერა)