1. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.

2. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;

ბ) საევაკუაციო გეგმა;

გ) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები.

3. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;

გ) დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

დ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხოების ნორმების

უზრუნველსაყოფად;

ე) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის

შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;

ვ) საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.
თავი VII
პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნ