1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში/ ორგანიზაციაში საგანმანათლებლო/ ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;

დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).

2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;

ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;

გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;

დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები;

ე) ადრეული განათლების პრინციპები;

ვ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ი) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

კ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;

ლ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;

მ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;

ნ) ინვენტარიზაციის პროცედურები;

3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;

გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;

დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;

ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;

ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;

ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიება.

თ) შესყიდვების დაგეგმვა;

ი)წლიური ბიუჯეტის შედგენა;

კ)კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარებ