ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ჯამრთელობის და სოციალურო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2017
ძალის დაკარგვა 01.03.2023
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი | ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ჯამრთელობის და სოციალურო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2017 წლის 22 დეკემბერი
დაბა ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ჯამრთელობის და სოციალურო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3-ე მუხლის, მე-4-ე პუნქტის ,,ბ’’ - ქვეპუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯამრთელობის და სოციალურო დაცვის სამსახურის დებულება (დანართი N-1);
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯამრთელობის და სოციალურო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” (matsne gov.ge 010260020.35.115.016171. 29/07/2015წ)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 -ივლისის N-20 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული- ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური
⦁
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.
⦁
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
⦁
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
⦁
სამსახურის ადგილსამყოფელია:დ. ლენტეხი თამარ მეფის ქუჩა #24.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
⦁
სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის (ქვედანაყოფის განყოფილებისგან) და შესაბამისი დარგის მოხელეებისაგან
⦁
სამსახურის დარგობრივი სპეციალისტები არიან:
ა) მთავარი სპეციალისტი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხებში;
ბ)სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში.
⦁
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი;
⦁
სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული შედგება უფროსისა და მოხელეებისაგან.
⦁
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება მოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის შესაბამისი დებულების მიხედვით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე;
⦁
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის შესაბამისი დებულებით.
⦁
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
ბ)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისათვის სტატუსის მუნიჭებას, შეჩერებას და გაუქმებას.
გ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლება-მოსილებათა განხორციელებას;
დ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
ე) შეიმუშაოს წინადადებები და დასკვნები თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სამკურნალი-პროფილაქტიკური დაწესებულებების გახსნის, გაუქმების და რეორგანიზაციის შესახებ.
ვ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და განახორციელოს ორგანიზაციული ღონისძიებები;
ზ)უმუშევართა რეგისტრაციას და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას.
თ) განახორციელოს საქრთველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, შეჩერება და აღდგენა
მუხლი 4🔗.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას.
ბ) პასუხს აგებს მერიის სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და მერსს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ)განსაზღვრავს სამსახურის მომსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას.
ვ) უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) სოციალური და დასაქმების მუნიციპალური პროგრამათა განხორციელების ხელშეწყობას;
დ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
მთავარი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხებში
სამსახურის მთავარი სპეციალისტი მაღალმთიან დასახლებაში სტატუსის მინიჭების საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მაღალმთიან დასალებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებას, შეჩერებას, შეწყვეტას და აღდგენას.
ბ) მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
მუხლი 7🔗.
სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში
სპეციალისტი სოციალურ საკითხებში უზრუნველყოს:
ა) სოციალურ დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას
ბ)საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.
დ)აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორცილებას.
მუხლი 8🔗.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
⦁
სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
ვ) ისარგებლონ “ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.