📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2017
ძალის დაკარგვა 31.03.2022
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016367
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,032 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2017 მიღება
31.03.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2017 წლის 22 დეკემბერი ქ.თელავი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტის  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ  საკითხთა კომისიის დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 სექტემბრის №25 დადგენილება ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge,09/09/2014, 010250020.35.176.016025). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №23 დადგენილება ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 010250020.35.163.016204). მუხლი 4🔗 დადგენილება  ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე დანართი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, ფუნქციებს და საქმიანობის წესს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია (შემდგომ კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის,  საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შესაბამისი სფეროს იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის  განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს და წარუდგენს საკრებულოს; გ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს საკრებულო, რის თაობაზეც სამართლებრივ დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს; დ) ზედამხედველობას უწევს საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს; ე) ისმენს ინფორმაციას, ახსნა-განმარტებას საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ვ) ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესაბამისობას კანონმდებლობასთან. ზ) ზედამხედველობას უწევს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის  მოთხოვნათა დაცვას; თ) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ; ი) შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს; კ) განსაზღვრავს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას; ლ) შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას; მ) საკრებულოს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას; ნ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცების და მასში ცვლილებების შეტანის საკითხების შესახებ; ო) საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენის შესახებ; პ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, სამსახურებრივი ეთიკის, თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის ატესტაციებისა და კონკურსების ჩატარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე; კონტროლს უწევს აღნიშნულ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და გატარებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ჟ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, სამუშაოთა აღწერილობებისა და ანგარიშგების შედგენის, ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ; აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას; რ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის დებულებეში ცვლილებების შეტანის შესახებ. აგრეთვე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს  მერიის და მერიის სტრუქტურული ერთეულების  დებულებათა პროექტებში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;  ს) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მერიის თანამდებობის პირები და პროფესიული საჯარო მოხელეები  კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1.  კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად შეიმუშავებს წინადადებებს კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ. ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. მუხლი 4🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1.კომისია უფლებამოსილია ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები: ა) იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა სამუშაო ჯგუფი; ბ) საკადრო პოლიტიკის და ეთიკის სამუშაო ჯგუფი. 2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი. 3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. მუხლი 5🔗. კომისიის წევრების უფლება-მოვალეობები 1. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს  კომისიის მუშაობაში; ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები, მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია; გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან; დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. 3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება საკრებულოს რეგლამეტით დადგენილი წესით.  მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2.კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს. მუხლი 7🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1.კომისიის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება, საკრებულოს მიერ  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.