1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) აკადემიური უმაღლესი განათლება – არანაკლებ ბაკალავრი; სასურველია განათლება ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

ბ) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად პრაქტიკოსად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი  გამოცდილება ან/და გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.

2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ადრეული განათლების პრინციპები;

გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;

ვ) ზრდასრულთა სწავლების მეთოდები;

ზ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;

თ) კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში;

ი) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;

კ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ლ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;

მ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ნ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.

3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;

ბ) გუნდური მუშაობა;

გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;

დ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;

ე) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;

ვ) ეფექტური კომუნიკაცია;

ზ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;

თ) პოზიტიური გაძღოლა;

ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;

კ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;

ლ) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;

მ) ადამიანური რესურსის მართვ