📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2017
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,501 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.11.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.04.2018 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.03.2022 ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.04.2022 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2017 წლის 22 დეკემბერი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 აგვიტოს №5 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/08/2014წ., 010250020.35.176.016005). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 18 მარტის №22 დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 19/03/2015 წ., 010250020.35.163.016261). მუხლი 4🔗    დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე დანართი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის (შემდგომში – სამსახური ) დანიშნულებას , ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს . 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით “, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით , თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით , საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით . 3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე . 4. სამსახურს აქვს ბეჭედი , იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით . მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები : 1. ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოებული და საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საბოლოო რედაქციით შემუშავებას . 2. შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მერის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან , კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს ( მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და ა .შ .); 3. უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე , ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე ; 4. განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს , ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის , როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის , სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხს ; 5. შეისწავლის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს , მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებებს წარუდგენს მერს ; 6. განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს ; 7. ახორციელებს კონტროლს გარე რეკლამის განთავსების , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების , გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებულ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ; 8. ახორციელებს უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სარეკლამო , სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების , დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების ზედამხედველობას , მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებებს უზრუნველყოფს ; 9. ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა -ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო -ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან , ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე , კანონით დადგენილი წესით ; 10. ახორციელებს არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების ზედამხედველობას , ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ანდა დემონტაჟის , სამართალდამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებას ; 11. უზრუნველყოფს გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას ; 12. უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​3 მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ქვემდებარე სამართალდარღვევების გამოვლენას , ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას , კომპეტენციის ფარგლებში ; 13. უზრუნველყოფს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენას , ოქმის შედგენას და რეაგირება ს კომპეტენციის ფარგლებში ; 14. ახორციელებს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებისათვის საჭირო ღონისძიებებს ; 15. ახორციელებს სამსახურისათვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს . მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსი . 2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან . სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები განყოფილებებია : ა ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება ; ბ ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება ; გ ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება . მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსი , რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ და „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი . 2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში : ა ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე ; ბ ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით , მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების , მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების , კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ; გ ) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებს , რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ . 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე . 4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან /და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში , სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი . მუხლი 5🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელი , რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ და „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი . 2. სამსახურის განყოფილების უფროსი : ა ) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს ; ბ ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ; გ ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას ; დ ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ; ე ) ასრულებს ამ დებულებით და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს . მუხლი 6🔗. სამსახურის მოხელე 1. სამსახურის მოხელეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ და „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი . 2. მოხელე პასუხისმგებელია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე ; 3. მოხელე უზრუნველყოფს მერის , სამსახურის უფროსის , აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას . მუხლი 7🔗. განყოფილებების ფუნქციები 1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია : ა ) საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ; ბ ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა ; გ ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება ; დ ) მერიის თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ;  ე ) მერიის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობა ; ვ ) მერიისა და მერის , აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში ; ზ ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში მერის წარმომადგენლობის განხორციელება სახელმწიფო ორგანოებთან , კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და ა .შ .); თ ) ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე , ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე ; ი ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ი ცალკეული საკითხების განხილვა , საქართველოს კანონმდებლობასთან მერიის , როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხის შეთანხმება ; კ ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების , მოსაზრებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებების წარდგენა მერისთვის ; ლ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება . 2. ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია : ა ) საქართველოში მოქმედი ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან /და დემონტაჟი , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება ; ბ ) სამშენებლო , სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლი (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა ); გ ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლი ; დ ) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო -დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების კონტროლი ; ე ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი ; ვ ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთა და საჯარიმო სანქციების გამოყენება ; ზ ) სანიტარიულ - ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი ; თ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ; ი ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ; კ ) ახლად აშენებული , რეკონსტრუირებული ობიექტების , დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება ; ლ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება მის საზედამხედველო ობიექტებში ტექნიკური და სამშენებლო , სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე ; მ ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტროლის დამყარება და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე , საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე ; ნ ) ზედამხედველობის წარმოება ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე , მათ მოჭრაზე , გადაბელვაზე , ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ; ო ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება ; პ ) განყოფილების მოხელეებს შესაძლებელია ჰქონდეთ უნიფორმა და სამსახურებრივი მოწმობა . 5. ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციებია : ა ) ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების , გაუქმების , მათი ტარიფების განსაზღვრის თაობაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება ; ბ ) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნა და მათ მიერ შესასრულებელი ან /და შესრულებული ვალდებულებების პერიოდული ანალიზი ; გ ) კანონით დადგენილი მოსაკრებლების ამოღება სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად ; დ ) მოსაკრებლების გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციების მიწოდება , გადასახადის ვადების , მოცულობის შესახებ ; ე ) შემოსული განცხადებების , მიმართვების (წერილების ) მიღება -განხილვა ; ვ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება . მუხლი 8🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით , თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ .