„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №66 |
|
2017 წლის 25 დეკემბერი აბაშა |
ა) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“
ბ) დადგენილებას დაემატოს მე-4 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“
ე) დებულებას დაემატოს 41 მუხლი :
მუხლი 41. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება.
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების სწორად შედგენის მიზნით ინფორმაციების შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას;
ბ) დასახელებათა საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელებას;
გ) მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების რეგიონალური განვითარების სტრატეგიებთან ჰარმონიზების და თავსებადობის ხელშეწყობას ინფრასტრუქტურის მიმართულებით;
დ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნას, არსებული ბაზის რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათ გათვალისწინებას;
ე) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას (გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარება);
ვ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შედგენას, მისი შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზებას, პროექტების პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაციას, მის საკრებულოში ინიციირებას. აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადების შესაბამის სამინისტროში წარდგენას, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას;
ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
თ) მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენასა და პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადებების ინიციირებას;
ი) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას, მათ გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავებას;
კ) მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას;
ლ) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა;
მ) შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადებას და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენას;
ნ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე მერისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას.
|