1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ინსპექციაში ყოველ კვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის  ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).

3. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ინსპექციაში ყოველ კვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობისას სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.

5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:

ა) კოდს, რომლის განმეორება აკრძალულია;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს;

გ) განსხვავებულ ფერს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით.

6. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

7. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იძენს მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით საგადასახადო ორგანოში, საანგარიშო კვარტლის დაწყებამდე.

8. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი რეგისტრაციაში ტარდება საგადასახადო ორგანოში, თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე.

9. თამაშების მომწყობნი (ორგანიზატორები) მოსაკრებლის გადახდის ნიშნებს ამაგრებენ სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე,  აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების თვალსაჩინო ადგილებზე, საანგარიშო კვარტლის პირველ სამუშაო დღეს და ხსნიან ყოველი საანგარიშო კვარტლის ბოლო სამუშაო დღეს.

10. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის,  აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

11. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან საგადასახადო ორგანოში  ყოველ კვარტალურად წარადგინონ  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვის