1. მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული
ერთეულებისაგან.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულები – მერიის სამსახურები არის მერის პირველადი სტრუქტურული ერთეულები. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.(მეორადი სტრუქტურული ერთეულებ