დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ – დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიშს:
ა) სსიპ – დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შემოვიდა 35 (ოცდათხუთმეტი) მოთხოვნა, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე, რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) დაკმაყოფილდა 35 (ოცდათხუთმეტი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე შემოსულია 22 (ოცდაორი) მოთხოვნა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა;
დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარმოგიდგენთ 2017 წლის წლიურ ანგარიშს ცხრილის სახით:
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
35
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა
0
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
0
საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა
22
პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა
0
სსიპ – დაბა ადიგენის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი