„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1833-რს
სარეგისტრაციო კოდი
470120010.05.001.018732
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2017

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„2. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელები, საჯარისო ნაწილების უფროსები ვალდებული არიან:

ა) წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვან მუშა-მოსამსახურეები, სტუდენტები, მოსწავლეები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სამხედრო მოსამსახურეები სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოკვლევისათვის და სისხლის ჩაბარების დღეს შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილებზე საშუალო შრომის ანაზღაურება და სხვა მატერიალური წახალისება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; სისხლის ჩაბარების მეორე დღეს დონორს მისცენ დამატებითი დასვენების დღე, რომელიც მისი სურვილით შეიძლება დაემატოს მორიგ შვებულებას ან გამოყენებულ იქნეს სხვა დროს, სისხლის გაღების დღიდან 1 წლის განმავლობაში; დამატებითი დასვენების დღე დონორს აუნაზღაურონ საშუალო შრომის ანაზღაურებით ძირითად სამუშაო ადგილზე;

ბ) თუ დონორმა სისხლი შვებულების პერიოდში ან არასამუშაო დღეს გაიღო, მას მისცენ სხვა დასვენების დღე, ხოლო თუ დასვენების დღეს ვერ მისცემენ, სისხლის გაღების დღე აუნაზღაურონ სულ ცოტა შრომის ანაზღაურების ორმაგი ოდენობით;

გ) უფასოდ დაუთმონ სისხლის დამამზადებელ გამსვლელ ბრიგადებს ოთახები სისხლის ასაღებად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2017 წ.

N1833-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.12.2017.
როდის იქნა მიღებული „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1833-რს. სარეგისტრაციო კოდი — 470120010.05.001.018732.
რამდენი მუხლისგან შედგება „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1833-რს, 22.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 470120010.05.001.018732 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3956407/