# შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის
საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ

- ტიპი: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
- მიმღები ორგანო: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №35/89
- მიღების თარიღი: 09.05.2017
- კონსოლიდირებული რედაქცია: 09.05.2017
- სარეგისტრაციო კოდი: 480610000.03.030.016511
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3956470/0
- წყარო: https://legali.ge/law/3956470/

> ეს არის 09.05.2017 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. – ტერმინთა

განმარტება

წინამდებარე
შეთანხმების
მიზნებისათვის
:

1. საიდუმლო
ინფორმაცია
: ერთი
მხარის
მიერ
მეორე
მხარისთვის
მიწოდებული
ინფორმაცია
, რომელიც
, ეროვნული
უსაფრთხოების
მიზნებისთვის
, მიმწოდებელი
მხარის
მიერ
მიჩნეულია
საიდუმლოდ
და
, შესაბამისად
, საჭიროებს
დაცვას
არაუფლებამოსილი
გამჟღავნებისგან
. ეს
ინფორმაცია
შეიძლება
არსებობდეს
ზეპირი
, ვიზუალური
, ელექტრონული
ან
დოკუმენტის
ფორმით
, ან
მასალის
, მათ
შორის
აღჭურვილობის
ან
ტექნოლოგიის
, ფორმით
.

2. საიდუმლო
კონტრაქტი
: კონტრაქტი
, რომელიც
საჭიროებს
ან
სამომავლოდ
მოითხოვს
კონტრაქტორის
ან
მისი
დასაქმებულების
მიერ
საიდუმლო
ინფორმაციის
გაცნობას
ან
მის
შექმნას
, კონტრაქტის
შესრულების
პროცესში
.

3. კონტრაქტორი
: ფიზიკური
ან
იურიდიული
პირი
, რომელიც
ფლობს
კონტრაქტების
დადების
უფლებამოსილებას
და
წარმოადგენს
საიდუმლო
კონტრაქტის
მხარეს
.

4. საიდუმლო
ინფორმაციასთან
იურიდიული
პირის
დაშვება
: მხარის
, მე
-4 მუხლით
განსაზღვრული
, ეროვნული
უსაფრთხოების
ორგანოს
მიერ
მხარის
იურისდიქციაში
მყოფი
კონტრაქტორის
ობიექტისადმი
გაცემული
სერტიფიკატი
, რომელიც
მოწმობს
, რომ
ობიექტი
შემოწმებულია
საიდუმლოობის
განსაზღვრულ
ხარისხზე
და
, ასევე
, ფლობს
საიდუმლოობის
განსაზღვრული
ხარისხის
სათანადო
უსაფრთხოების
გარანტიებს
, რათა
დაიცვას
საიდუმლო
ინფორმაცია
. ასეთ
სერტიფიკატში
უნდა
აღინიშნოს
, რომ
კონტრაქტორი
დაიცავს
CONFIDENTIAL ან
უფრო
მაღალი
საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
საიდუმლო
ინფორმაციას
, რისთვისაც
გაიცემა
საიდუმლო
ინფორმაციასთან
იურიდიული
პირის
დაშვება
, წინამდებარე
შეთანხმების
დებულებების
შესაბამისად
, და
რომ
შესრულების
მონიტორინგსა
და
აღსრულებას
განახორციელებს
შესაბამისი
ეროვნული
უსაფრთხოების
ორგანო
. შეერთებული
შტატების
შემთხვევაში
კონტრაქტორს
არ
მოეთხოვება
საიდუმლო
ინფორმაციასთან
იურიდიული
პირის
დაშვება
ისეთი
კონტრაქტების
დასადებად
, რომლებიც
საჭიროებს
მხოლოდ
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
საიდუმლო
ინფორმაციის
მიღებას
ან
შექმნას
.

5. საიდუმლო
ინფორმაციასთან
ინდივიდუალური
დაშვება
:

a. მხარის
, მე
-4 მუხლით
განსაზღვრული
, ეროვნული
უსაფრთხოების
ორგანოს
გადაწყვეტილება
, რომლის
თანახმად
, ამ
მხარის
სახელმწიფო
ორგანოს
მიერ
, ან
ამ
მხარის
იურისდიქციაში
მყოფი
კონტრაქტორის
მიერ
დასაქმებულ
ფიზიკურ
პირს
აქვს
საიდუმლოობის
განსაზღვრულ
ხარისხამდე
საიდუმლო
ინფორმაციის
გაცნობის
უფლება
.

b. მხარის
, მე
-4 მუხლით
განსაზღვრული
, ეროვნული
უსაფრთხოების
ორგანოს
გადაწყვეტილება
, რომლის
თანახმად
, ფიზიკურ
პირს
, რომელიც
ერთ
-ერთი
მხარის
მოქალაქეა
, მაგრამ
უნდა
დასაქმდეს
მეორე
მხარის
მიერ
, ან
მეორე
მხარის
ერთ
-ერთი
კონტრაქტორის
მიერ
, აქვს
საიდუმლოობის
განსაზღვრულ
ხარისხამდე
საიდუმლო
ინფორმაციის
გაცნობის
უფლება
.

6. ინფორმაციის
გაცნობის
საჭიროება
: საიდუმლო
ინფორმაციის
უფლებამოსილი
მფლობელის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილება
, რომლის
თანახმად
, საიდუმლო
ინფორმაციის
შესაძლო
მიმღები
საჭიროებს
კონკრეტული
საიდუმლო
ინფორმაციის
გაცნობას
, რათა
შეასრულოს
ან
ხელი
შეუწყოს
მხარის
ან
მხარეების
კანონიერ
და
ნებადართულ
საქმიანობას

[https://legali.ge/law/3956470/muxli-1/](https://legali.ge/law/3956470/muxli-1/)

---

## მუხლი 2. – შეთანხმების

სამოქმედო
სფეროს
შეზღუდვები

წინამდებარე
შეთანხმება
არ
გამოიყენება
მხარეებს
ან
მათ
ორგანოებს
შორის
დადებული
იმ
სხვა
შეთანხმებების
ან
ხელშეკრულებების
ფარგლებით
გათვალისწინებული
საიდუმლო
ინფორმაციის
მიმართ
, რომლებიც
ადგენენ
მხარეებს
ან
მათ
ორგანოებს
შორის
გაცვლილი
საიდუმლო
ინფორმაციის
კონკრეტული
კატეგორიის
ან
ნივთის
დაცვას
, გარდა
იმ
შემთხვევებისა
, როცა
ასეთი
სხვა
შეთანხმება
ან
ხელშეკრულება
პირდაპირ
მიუთითებს
წინამდებარე
შეთანხმების
პირობების
გამოყენებაზე
. წინამდებარე
შეთანხმება
, ასევე
, არ
გამოიყენება
, „შეერთებული
შტატების
ატომური
ენერგიის
შესახებ
“ 1954 წლის
აქტითა
და
მისი
ცვლილებებით
(„AEA“) განსაზღვრული
, „შეზღუდული
მონაცემების
“ (Restricted Data) გაცვლის
მიმართ
, ან
„ყოფილი
შეზღუდული
მონაცემების
“ (Formerly Restricted Data) მიმართ
, რომლებიც
წარმოადგენს
„შეზღუდული
მონაცემების
“ (Restricted Data) კატეგორიიდან
, AEA-ს
შესაბამისად
, ამოღებულ
მონაცემებს
, თუმცა
, შეერთებული
შტატების
მიერ
, რომლებიც
კვლავ
მიიჩნევა
თავდაცვით
ინფორმაციად

[https://legali.ge/law/3956470/muxli-2/](https://legali.ge/law/3956470/muxli-2/)

---

## მუხლი 3. – საიდუმლო

ინფორმაციის
დაცვის
ვალდებულება

1. თითოეულმა
მხარემ
უნდა
დაიცვას
მეორე
მხარის
საიდუმლო
ინფორმაცია
ქვემოთ
მოცემული
პირობების
შესაბამისად
.

2. მიმღებმა
მხარემ
იმგვარად
უნდა
დაიცვას
საიდუმლო
ინფორმაცია
, რაც
, სულ
მცირე
, ეკვივალენტური
იქნება
საიდუმლო
ინფორმაციისთვის
მიმწოდებელი
მხარის
მიერ
მინიჭებული
დაცვის
.

3. თითოეულმა
მხარემ
დაუყოვნებლივ
უნდა
შეატყობინოს
მეორე
მხარეს
საკუთარი
შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის
ნებისმიერი
ცვლილების
შესახებ
, რაც
გავლენას
მოახდენს
წინამდებარე
შეთანხმების
ფარგლებში
საიდუმლო
ინფორმაციის
დაცვაზე
. შიდასახელმწიფოებრივ
კანონმდებლობაში
ასეთმა
ცვლილებებმა
გავლენა
არ
უნდა
მოახდინოს
წინამდებარე
შეთანხმებით
გათვალისწინებულ
ვალდებულებებზე
. ასეთ
შემთხვევაში
მხარეები
კონსულტაციას
გამართავენ
წინამდებარე
შეთანხმებაში
შესაძლო
ცვლილებების
შეტანის
ან
სხვა
ზომების
შესახებ
, რაც
ადეკვატური
იქნება
წინამდებარე
შეთანხმების
ფარგლებში
გაცვლილი
საიდუმლო
ინფორმაციის
დაცვის
შესანარჩუნებლად

[https://legali.ge/law/3956470/muxli-3/](https://legali.ge/law/3956470/muxli-3/)

---

## მუხლი 4. – ეროვნული

უსაფრთხოების
ორგანოები

1. წინამდებარე
შეთანხმების
მიზნებისათვის
, ეროვნული
უსაფრთხოების
ორგანოები
არიან
:

a. შეერთებული
შტატებისთვის
: საერთაშორისო
უსაფრთხოების
პროგრამების
დირექტორი
, თავდაცვის
ტექნოლოგიების
უსაფრთხოების
ადმინისტრაცია
, თავდაცვის
პოლიტიკის
მდივნის
მოადგილის
ოფისი
, შეერთებული
შტატების
თავდაცვის
დეპარტამენტი
.

b. საქართველოსთვის
: საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახური.

2. მხარეები
ერთმანეთს
აცნობებენ
ამ
ორგანოების
ნებისმიერი
შემდგომი
ცვლილების
შესახებ
.

3. როდესაც
უცხოური
სამხედრო
გაყიდვების
ან
თანამშრომლობის
პროგრამების
საშუალებით
, რომლებიც
მოიცავს
თავდაცვითი
მასალის
ან
მომსახურების
ერთობლივად
შექმნის
ან
ერთობლივად
განვითარების
შემცველ
პროგრამებს
, მიმღები
მხარისთვის
გადაცემული
საიდუმლო
ინფორმაციის
დასაცავად
შეიძლება
საჭირო
გახდეს
დამატებითი
ტექნიკური
უსაფრთხოების
ზომების
მიღება
, მხარეებმა
შეიძლება
დადონ
წინამდებარე
შეთანხმების
დამატებითი
საიმპლემენტაციო
წესები
. ასეთი
საიმპლემენტაციო
წესები
შეიძლება
მოიცავდეს
უსაფრთხოების
სპეციალურ
შეთანხმებებს
ან
სამეწარმეო
უსაფრთხოების
შეთანხმებებს

[https://legali.ge/law/3956470/muxli-4/](https://legali.ge/law/3956470/muxli-4/)

---

## მუხლი 5. – საიდუმლო

ინფორმაციის
განსაზღვრა

1. მიმწოდებელმა
მხარემ
უნდა
განსაზღვროს
და
, შესაძლებლობის
ფარგლებში
, აღნიშნოს
ან
მიუთითოს
, რომ
საიდუმლო
ინფორმაცია
დასაიდუმლოებულია
ეროვნული
საიდუმლოობის
ერთ
-ერთი
შემდეგი
ხარისხით
. ეკვივალენტური
მოპყრობის
უზრუნველყოფის
მიზნით
, მხარეები
თანხმდებიან
, რომ
საიდუმლოობის
შემდეგი
ხარისხები
ეკვივალენტურია
:

შეერთებული შტატები

საქართველო

TOP SECRET

განსაკუთრებული მნიშვნელობის

(GANSAKUTREBULI MNISHVNELOBIS) / TOP SECRET

SECRET

სრულიად საიდუმლო (SRULIAD SAIDUMLO) / (SECRET)

CONFIDENTIAL

საიდუმლო (SAIDUMLO) /

(CONFIDENTIAL)

არ არსებობს ეკვივალენტური ხარისხი

შეზღუდული სარგებლობისათვის (SHEZGUDULI SARGEBLOBISATVIS) /(RESTRICTED)

2. წინამდებარე
შეთანხმების
შესრულების
პროცესში
, თუ
საქართველო
, საკუთარი
შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის
შესაბამისად
, გასცემს
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხით
განსაზღვრულ
საიდუმლო
ინფორმაციას
, შეერთებული
შტატები
მას
უნდა
მოეპყროს
წინამდებარე
შეთანხმების
დანართის
შესაბამისად
.

3. საიდუმლო
ინფორმაციაზე
უნდა
განისაზღვროს
და
, შესაძლებლობის
ფარგლებში
, აღინიშნოს
ან
მიეთითოს
მიმწოდებელი
მხარის
სახელი

[https://legali.ge/law/3956470/muxli-5/](https://legali.ge/law/3956470/muxli-5/)

---

## მუხლი 6. – პასუხისმგებლობა

საიდუმლო
ინფორმაციაზე

მიმღები
მხარე
პასუხისმგებელია
მიმწოდებელი
მხარის
ყველა
საიდუმლო
ინფორმაციის
დაცვაზე
იმგვარად
, რაც
, სულ
მცირე
, ეკვივალენტურია
საიდუმლო
ინფორმაციისთვის
მიმწოდებელი
მხარის
მიერ
მინიჭებული
დაცვის
, როდესაც
საიდუმლო
ინფორმაცია
მისი
კონტროლის
ქვეშ
არის
. ტრანზიტის
დროს
მიმწოდებელი
მხარე
პასუხისმგებელია
ყველა
საიდუმლო
ინფორმაციაზე
, სანამ
საიდუმლო
ინფორმაციაზე
კონტროლი
ფორმალურად
არ
გადავა
მიმღებ
მხარეზე

[https://legali.ge/law/3956470/muxli-6/](https://legali.ge/law/3956470/muxli-6/)

---

## მუხლი 7. – საიდუმლო

ინფორმაციის
დაცვა

1. არცერთ
ფიზიკურ
პირს
არ
უნდა
ჰქონდეს
საიდუმლო
ინფორმაციის
გაცნობის
უფლება
მხოლოდ
რანგის
, პოზიციის
, თანამდებობის
ან
საიდუმლო
ინფორმაციასთან
ინდივიდუალური
დაშვების
საფუძველზე
. ასეთი
ინფორმაციის
გაცნობის
უფლება
უნდა
მიენიჭოს
მხოლოდ
იმ
ფიზიკურ
პირებს
, რომლებსაც
აქვთ
ინფორმაციის
გაცნობის
საჭიროება
და
რომლებსაც
მინიჭებული
აქვთ
საიდუმლო
ინფორმაციასთან
აუცილებელი
ინდივიდუალური
დაშვება
, მიმღები
მხარის
მიერ
განსაზღვრული
სტანდარტების
შესაბამისად
.

2. თუ
წინამდებარე
შეთანხმებით
სხვაგვარად
არ
არის
განსაზღვრული
, მიმღებმა
მხარემ
მიმწოდებელი
მხარის
საიდუმლო
ინფორმაცია
არ
უნდა
გადასცეს
ნებისმიერ
მესამე
მხარეს
, მათ
შორის
, ნებისმიერი
მესამე
მხარის
მთავრობას
, ფიზიკურ
პირს
, ფირმას
, ინსტიტუტს
, ორგანიზაციას
ან
სხვა
ერთეულს
, მიმწოდებელი
მხარის
წინასწარი
წერილობითი
თანხმობის
გარეშე
.

3. მიმღებმა
მხარემ
მიმწოდებელი
მხარის
საიდუმლო
ინფორმაცია
არ
უნდა
გამოიყენოს
ან
არ
უნდა
დართოს
ნება
, რომ
ის
გამოყენებულ
იქნეს
სხვა
ნებისმიერი
მიზნით
, გარდა
იმ
მიზნებისა
, რისთვისაც
ის
იქნა
მიწოდებული
, მიმწოდებელი
მხარის
წინასწარი
წერილობითი
თანხმობის
გარეშე
.

4. მიმღებმა
მხარემ
პატივი
უნდა
სცეს
მიმწოდებელი
მხარის
საიდუმლო
ინფორმაციასთან
დაკავშირებულ
ნებისმიერ
კერძო
უფლებას
, მათ
შორის
, საპატენტო
, საავტორო
უფლებებთან
ან
სავაჭრო
საიდუმლოებასთან
დაკავშირებულ
უფლებებს
, და
არ
უნდა
გასცეს
, გამოიყენოს
, გაცვალოს
ან
გაამჟღავნოს
ასეთი
საიდუმლო
ინფორმაცია
აღნიშნული
უფლებების
დარღვევით
, ამ
უფლებების
მფლობელის
წინასწარი
წერილობითი
ნებართვის
გარეშე
.

5. მიმღებმა
მხარემ
უნდა
უზრუნველყოს
, რომ
თითოეული
ობიექტი
ან
დაწესებულება
, რომელიც
ახორციელებს
წინამდებარე
შეთანხმებით
გათვალისწინებულ
საიდუმლო
ინფორმაციასთან
მოპყრობას
, აწარმოებს
ობიექტის
ან
დაწესებულების
იმ
ფიზიკურ
პირთა
ნუსხას
, რომლებსაც
აქვთ
ასეთი
ინფორმაციის
გაცნობის
უფლება
.

6. თითოეულმა
მხარემ
უნდა
შეიმუშაოს
პასუხისმგებლობისა
და
კონტროლის
პროცედურები
, რათა
მართოს
საიდუმლო
ინფორმაციის
გავრცელება
და
მისი
გაცნობა
.

7. თითოეულმა
მხარემ
უნდა
დაიცვას
საიდუმლო
ინფორმაციის
გამოყენების
, გამჟღავნების
, გაცემისა
და
გაცნობის
ნებისმიერი
და
ყველა
შეზღუდვა
, რაც
შეიძლება
განისაზღვროს
მიმწოდებელი
მხარის
მიერ
, მის
მიერ
ასეთი
საიდუმლო
ინფორმაციის
გამჟღავნებისას
. თუ
მხარეს
არ
შეუძლია
მოცემული
შეზღუდვების
დაცვა
, ამ
მხარემ
დაუყოვნებლივ
კონსულტაცია
უნდა
გაიაროს
მეორე
მხარესთან
და
უნდა
მიიღოს
ყველა
კანონიერი
ზომა
, რათა
თავიდან
აიცილოს
ან
შეამციროს
ნებისმიერი
ასეთი
გამოყენება
, გამჟღავნება
, გაცემა
ან
გაცნობა

[https://legali.ge/law/3956470/muxli-7/](https://legali.ge/law/3956470/muxli-7/)

---

## მუხლი 8. – საიდუმლო

ინფორმაციასთან
ინდივიდუალური
დაშვება

1. მხარეებმა
უნდა
უზრუნველყონ
, რომ
ყველა
ფიზიკური
პირი
, რომელიც
თავისი
ოფიციალური
საქმიანობის
განხორციელებისას
საჭიროებს
, ან
რომლის
საქმიანობამ
ან
ფუნქციებმა
შეიძლება
განაპირობოს
საიდუმლო
ინფორმაციის
გაცნობა
წინამდებარე
შეთანხმების
შესაბამისად
, მიიღებს
საიდუმლო
ინფორმაციასთან
შესაბამის
ინდივიდუალურ
დაშვებას
, სანამ
მათ
მიენიჭებათ
ასეთი
ინფორმაციის
გაცნობის
უფლება
.

2. მხარემ
, რომელიც
ანიჭებს
საიდუმლო
ინფორმაციასთან
ინდივიდუალურ
დაშვებას
, უნდა
ჩაატაროს
სათანადო
და
საკმარისად
დეტალური
შემოწმება
, რათა
განსაზღვროს
ფიზიკური
პირის
შესაბამისობა
საიდუმლო
ინფორმაციის
გასაცნობად
. საიდუმლო
ინფორმაციასთან
ინდივიდუალური
დაშვების
მინიჭების
საკითხი
გადაწყდება
მიმნიჭებელი
მხარის
შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის
შესაბამისად
.

3. სანამ
ერთი
მხარის
ოფიციალური
პირი
ან
წარმომადგენელი
საიდუმლო
ინფორმაციას
გადასცემს
მეორე
მხარის
ოფიციალურ
პირს
ან
წარმომადგენელს
, მიმღებმა
მხარემ
მიმწოდებელ
მხარეს
უნდა
წარუდგინოს
დადასტურება
, რომ
ოფიციალური
პირი
ან
წარმომადგენელი
ფლობს
საიდუმლო
ინფორმაციასთან
აუცილებელი
საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინდივიდუალურ
დაშვებას
და
აქვს
ინფორმაციის
გაცნობის
საჭიროება
, და
რომ
საიდუმლო
ინფორმაცია
დაცული
იქნება
მიმღები
მხარის
მიერ
, წინამდებარე
შეთანხმების
შესაბამისად

[https://legali.ge/law/3956470/muxli-8/](https://legali.ge/law/3956470/muxli-8/)

---

## მუხლი 9. – საიდუმლო

ინფორმაციის
გადაცემა
კონტრაქტორებისთვის

1. მიმღები
მხარის
მიერ
მიღებული
საიდუმლო
ინფორმაცია
, მიმწოდებელი
მხარის
წინასწარი
წერილობითი
თანხმობით
, მიმღებმა
მხარემ
შეიძლება
გადასცეს
კონტრაქტორს
ან
შესაძლო
კონტრაქტორს
, რომლის
საქმიანობა
საჭიროებს
ასეთი
ინფორმაციის
გაცნობას
. კონტრაქტორისთვის
ან
შესაძლო
კონტრაქტორისთვის
ნებისმიერი
საიდუმლო
ინფორმაციის
გადაცემამდე
, მიმღებმა
მხარემ
უნდა
:

a. დაადასტუროს
, რომ
ასეთ
კონტრაქტორს
ან
შესაძლო
კონტრაქტორს
და
კონტრაქტორის
ობიექტს
აქვს
ინფორმაციის
დაცვის
შესაძლებლობა
, წინამდებარე
შეთანხმების
პირობების
შესაბამისად
;

b. დაადასტუროს
, რომ
ასეთ
კონტრაქტორს
ან
შესაძლო
კონტრაქტორს
და
კონტრაქტორის
ობიექტს
მინიჭებული
აქვს
საიდუმლო
ინფორმაციასთან
შესაბამისი
ინდივიდუალური
დაშვება
და
იურიდიული
პირის
დაშვება
, საჭიროების
მიხედვით
;

c. დაადასტუროს
, რომ
კონტრაქტორს
ან
შესაძლო
კონტრაქტორს
აქვს
პროცედურები
, უზრუნველყოს
, რომ
ყველა
ფიზიკური
პირი
, რომელსაც
აქვს
ინფორმაციის
გაცნობის
უფლება
, ინფორმირებულია მოქმედი
შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის
შესაბამისად
, ინფორმაციის
დაცვის
საკუთარი
პასუხისმგებლობის
შესახებ
;

d. განახორციელოს
შემოწმებული
ობიექტების
უსაფრთხოების
პერიოდული
შემოწმებები
, რათა
უზრუნველყოს
, რომ
ინფორმაცია
დაცულია
წინამდებარე
შეთანხმების
მოთხოვნების
შესაბამისად
; და

e. დაადასტუროს
, რომ
კონტრაქტორს
ან
შესაძლო
კონტრაქტორს
აქვს
პროცედურები
, უზრუნველყოს
, რომ
ინფორმაციის
გაცნობის
უფლება
შეზღუდულია
იმ
ფიზიკური
პირებით
, რომლებსაც
აქვთ
ინფორმაციის
გაცნობის
საჭიროება

[https://legali.ge/law/3956470/muxli-9/](https://legali.ge/law/3956470/muxli-9/)

---

## მუხლი 10. – საიდუმლო

კონტრაქტები

1. როდესაც
მხარე
გამოდის
ინიციატივით
ან
უფლებას
ანიჭებს
მის
ქვეყანაში
არსებულ
კონტრაქტორს
, მეორე
მხარის
ქვეყანაში
არსებულ
კონტრაქტორთან
დადოს
CONFIDENTIAL ან
უფრო
მაღალი
საიდუმლოობის
ხარისხით
დასაიდუმლოებული
საიდუმლო
კონტრაქტი
, მხარემ
, რომელიც
დებს
ან
კონტრაქტორს
ანიჭებს
ასეთი
საიდუმლო
კონტრაქტის
დადების
უფლებას
, უნდა
მოითხოვოს
დადასტურება
, რომ
მეორე
მხარის
ეროვნული
უსაფრთხოების
ორგანოს
მიერ
გაცემულ
იქნა
საიდუმლო
ინფორმაციასთან
იურიდიული
პირის
დაშვება
. მოთხოვნის
მიმღები
მხარის
ეროვნულმა
უსაფრთხოების
ორგანომ
მონიტორინგი
უნდა
გაუწიოს
და
მიიღოს
ყველა
სათანადო
ზომა
, რათა
უზრუნველყოს
, რომ
კონტრაქტორის
მიერ
უსაფრთხოების
განხორციელება
მოხდეს
მოქმედი
შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის
შესაბამისად
.

2. იმ
მხარის
ეროვნულმა
უსაფრთხოების
ორგანომ
, რომელიც
მოლაპარაკებებს
აწარმოებს
მეორე
მხარის
ქვეყანაში
საიდუმლო
კონტრაქტის
შესრულების
თაობაზე
, საიდუმლო
კონტრაქტში
, ინიციატივის
შესახებ
მოთხოვნაში
ან
ქვეკონტრაქტის
დოკუმენტში
უნდა
გაითვალისწინოს
უსაფრთხოების
შესაბამისი
პუნქტები
და
სხვა
სათანადო
დებულებები
, მათ
შორის
, ხარჯები
უსაფრთხოებისთვის
. ეს
მოიცავს
დებულებებს
, რომლებიც
ნებისმიერ
კონტრაქტორს
ავალდებულებს
, რომ
თავისი
ქვეკონტრაქტის
დოკუმენტებში
გაითვალისწინოს
უსაფრთხოების
შესაბამისი
პუნქტები

[https://legali.ge/law/3956470/muxli-10/](https://legali.ge/law/3956470/muxli-10/)

---

## მუხლი 11. – პასუხისმგებლობა

ობიექტებზე

თითოეული
მხარე
პასუხისმგებელია
ყველა
იმ
სახელმწიფო
და
კერძო
ობიექტისა
და
დაწესებულების
უსაფრთხოებაზე
, სადაც
ის
ინახავს
მეორე
მხარის
საიდუმლო
ინფორმაციას
, და
უზრუნველყოფს
, რომ
ასეთ
ობიექტებსა
თუ
დაწესებულებებში
დანიშნულნი
იყვნენ
კვალიფიციური
და
სათანადოდ
შემოწმებული
ფიზიკური
პირები
, რომელთა
პასუხისმგელობას
და
უფლებამოსილებას
წარმოადგენს
ასეთი
ინფორმაციის
კონტროლი
და
დაცვა

[https://legali.ge/law/3956470/muxli-11/](https://legali.ge/law/3956470/muxli-11/)

---

## მუხლი 13. – მიწოდება

1. მხარეთა
შორის
საიდუმლო
ინფორმაციის
მიწოდება
უნდა
განხორციელდეს
მთავრობათაშორისი
არხების
ან
წინასწარ
, ორმხრივად
, წერილობით
შეთანხმებული
სხვა
არხების
საშუალებით
.

2. მიწოდების
დროს
საიდუმლო
ინფორმაციის
უსაფრთხოების
მიმართ
არსებული
მინიმალური
მოთხოვნები
შემდეგია
:

a. დოკუმენტები
ან
ინფორმაციის
მატარებელი
სხვა
საშუალებები
:

(1) საიდუმლო
ინფორმაციის
შემცველი
დოკუმენტების
ან
ინფორმაციის
მატარებელი
სხვა
საშუალებების
მიწოდება
უნდა
მოხდეს
ორმაგი
, დალუქული
კონვერტით
. შიდა
კონვერტზე
უნდა
აღინიშნოს
მხოლოდ
დოკუმენტების
ან
ინფორმაციის
მატარებელი
სხვა
საშუალებების
საიდუმლოობის
ხარისხი
და
განსაზღვრული
მიმღების
ორგანიზაციის
მისამართი
. გარე
კონვერტზე
უნდა
აღინიშნოს
განსაზღვრული
მიმღების
ორგანიზაციის
მისამართი
, გამგზავნის
ორგანიზაციის
მისამართი
და
დოკუმენტის
საკონტროლო
ნომერი
, ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
.

(2) გარე
კონვერტზე
არანაირი
აღნიშვნა
არ
უნდა
გაკეთდეს
მასში
არსებული
დოკუმენტების
ან
ინფორმაციის
მატარებელი
სხვა
საშუალებების
საიდუმლოობის
ხარისხის
შესახებ
. ორმაგი
დალუქული
კონვერტის
მიწოდება
უნდა
განხორციელდეს
მხარეთა
მიერ
დადგენილი
პროცედურების
შესაბამისად
.

(3) ამანათებისთვის
, რომლებიც
მოიცავს
მხარეთა
შორის
გადაცემული
საიდუმლო
ინფორმაციის
შემცველ
დოკუმენტებს
ან
ინფორმაციის
მატარებელ
სხვა
საშუალებებს
, მიმღებმა
უნდა
მოამზადოს
მიღების
დამადასტურებელი
ჩანაწერები
, მიღების
დამადასტურებელ
ამგვარ
ჩანაწერებს
ხელი
უნდა
მოაწეროს
საბოლოო
მიმღებმა
და
ისინი
უნდა
დაუბრუნდეს
გამგზავნს
.

b. მასალა
:

(1) საიდუმლო
ინფორმაციის
შემცველი
მასალის
, მათ
შორის
აღჭურვილობის
, ტრანსპორტირება
უნდა
განხორციელდეს
დალუქული
, დახურული
სატრანსპორტო
საშუალებებით
, ან
სხვაგვარად
უსაფრთხოდ
უნდა
შეიფუთოს
ან
იქნეს
დაცული
, რათა
მოხდეს
მისი
ფორმის
, ზომის
ან
შემადგენლობის
იდენტიფიცირების
თავიდან
აცილება
, და
უნდა
იმყოფებოდეს
მუდმივი
კონტროლის
ქვეშ
, რათა
მოხდეს
არაუფლებამოსილი
პირების
მიერ
მასზე
წვდომის
პრევენცია
.

(2) გასაგზავნად
გამზადებული
საიდუმლო
ინფორმაციის
შემცველი
მასალის
, მათ
შორის
აღჭურვილობის
, დროებითი
შენახვა
უნდა
მოხდეს
შესანახად
დაცულ
ტერიტორიაზე
. ასეთი
ტერიტორია
დაცული
უნდა
იყოს
ტერიტორიაზე
შეღწევის
გამომვლენი
აღჭურვილობით
ან
საიდუმლო
ინფორმაციასთან
აუცილებელი
ინდივიდუალური
დაშვების
მქონე
მცველების
მიერ
, რომლებიც
განახორციელებენ
აღნიშნული
ტერიტორიის
მუდმივ
მეთვალყურეობას
. შესანახად
დაცულ
ტერიტორიაზე
წვდომა
ექნება
მხოლოდ
საიდუმლო
ინფორმაციასთან
აუცილებელი
ინდივიდუალური
დაშვების
მქონე
უფლებამოსილ
პერსონალს
.

(3) ტრანზიტის
დროს
ყოველ
ჯერზე
, როდესაც
საიდუმლო
ინფორმაციის
შემცველი
მასალა
, მათ
შორის
აღჭურვილობა
, გადადის
ხელიდან
ხელში
, უნდა
მოხდეს
მიღების
დამადასტურებელი
ჩანაწერების
მოპოვება
, და
ამგვარი
მასალის
მიღების
დამადასტურებელ
ჩანაწერს
ხელი
უნდა
მოაწეროს
საბოლოო
მიმღებმა
და
ის
უნდა
დაუბრუნდეს
გამგზავნს
.

c. ელექტრონული
მიწოდება
: CONFIDENTIAL ან
უფრო
მაღალი
საიდუმლოობის
ხარისხით
დასაიდუმლოებული
საიდუმლო
ინფორმაცია
, რომელიც
ელექტრონულად
გადაიცემა
, მიწოდებული
უნდა
იქნეს
თითოეული
მხარის
ეროვნული
უსაფრთხოების
ორგანოს
მიერ
დამტკიცებული
უსაფრთხო
საშუალებების
გამოყენებით

[https://legali.ge/law/3956470/muxli-13/](https://legali.ge/law/3956470/muxli-13/)

---

## მუხლი 14. – ვიზიტები

მხარეთა
ობიექტებსა
და
დაწესებულებებში

1. ერთი
მხარის
წარმომადგენლების
ვიზიტები
მეორე
მხარის
ობიექტებსა
და
დაწესებულებებში
, რომლებიც
საჭიროებს
საიდუმლო
ინფორმაციის
გაცნობას
, ან
ვიზიტები
, რომლებისთვისაც
საჭიროა
საიდუმლო
ინფორმაციასთან
ინდივიდუალური
დაშვება
საიდუმლო
ინფორმაციის
გაცნობის
უფლების
მისანიჭებლად
, შეზღუდული
უნდა
იყოს
იმდენად
, რამდენადაც
ეს
აუცილებელია
ოფიციალური
მიზნებისათვის
. ნებართვა
უნდა
მიენიჭოს
მხოლოდ
იმ
წარმომადგენლებს
, რომლებიც
ფლობენ
საიდუმლო
ინფორმაციასთან
ძალაში
მყოფ
ინდივიდუალურ
დაშვებას
.

2. ასეთ
ობიექტებსა
და
დაწესებულებებში
ვიზიტის
ნებართვა
უნდა
გაიცეს
მხოლოდ
იმ
მხარის
მიერ
, რომლის
ტერიტორიაზეც
მდებარეობს
ეს
ობიექტი
ან
დაწესებულება
, სადაც
ვიზიტი
უნდა
განხორციელდეს
. მხარე
, სადაც
ვიზიტი
ხორციელდება
, ან
მის
მიერ
განსაზღვრული
ოფიციალური
პირები
პასუხისმგებელნი
არიან
რჩევის
მიწოდებაზე
შესაძლო
ვიზიტის
ობიექტის
ან
დაწესებულების
შესახებ
, და
საიდუმლო
ინფორმაციის
ფარგლებისა
და
უმაღლესი
საიდუმლოობის
ხარისხის
შესახებ
, რომელიც
შესაძლოა
მიეწოდოს
ვიზიტორს
.

3. ვიზიტის
შესახებ
მხარეთა
წარმომადგენლების
მოთხოვნა
შეერთებული
შტატების
ვიზიტორების
შემთხვევაში
, – წარდგენილი
უნდა
იქნეს
თბილისში
, შეერთებული
შტატების
საელჩოს
მიერ
, და
ქართველი
ვიზიტორების
შემთხვევაში
– ვაშინგტონში
, კოლუმბიის
ოლქში
, საქართველოს
საელჩოს
მიერ

[https://legali.ge/law/3956470/muxli-14/](https://legali.ge/law/3956470/muxli-14/)

---

## მუხლი 15. – უსაფრთხოების

ვიზიტები

წინამდებარე
შეთანხმებით
განსაზღვრული
უსაფრთხოების
მოთხოვნების
განხორციელება
შეიძლება
შემოწმდეს
ნაცვალგებაზე
დაფუძნებული
ვიზიტების
საშუალებით
, მხარეთა
უსაფრთხოების
პერსონალის
მიერ
. წინასწარი
კონსულტაციის
შემდეგ
, თითოეული
მხარის
უსაფრთხოების
წარმომადგენლებს
უფლება
უნდა
მიეცეთ
, ვიზიტით
ეწვიონ
მეორე
მხარეს
, რათა
, უსაფრთხოების
სისტემებს
შორის
გონივრული
შესაბამისობის
მიღწევის
მიზნით
, განიხილონ
და
დააკვირდნენ
მეორე
მხარის
საიმპლემენტაციო
პროცედურებს
. მასპინძელი
მხარე
უნდა
დაეხმაროს
ვიზიტით
მყოფ
უსაფრთხოების
წარმომადგენლებს
იმის
განსაზღვრაში
, მეორე
მხარისგან
მიღებული
საიდუმლო
ინფორმაცია
არის
თუ
არა
სათანადოდ
დაცული

[https://legali.ge/law/3956470/muxli-15/](https://legali.ge/law/3956470/muxli-15/)

---

## მუხლი 17. – საიდუმლო

ინფორმაციის
რეპროდუქცია

1. საიდუმლო
ინფორმაციის
რეპროდუქცია
, რომელიც
მოიცავს
თარგმანს
ან
ასლების
გადაღებას
, უნდა
განხორციელდეს
საიდუმლო
ინფორმაციის
რეპროდუქციის
განმახორციელებელი
მხარის
შესაბამისი
შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის
მოთხოვნებისა
და
ამ
მუხლის
თანახმად
.

2. საიდუმლო
ინფორმაციის
რეპროდუქციისას
მასზე
არსებული
საიდუმლოობის
ყველა
დედანი
გრიფი
, ასევე
, უნდა
დაექვემდებაროს
რეპროდუქციას
, აღინიშნოს
ან
მიეთითოს
ასეთი
ინფორმაციის
თითოეულ
რეპროდუქციაზე
. ასეთი
რეპროდუქციები
უნდა
დაექვემდებაროს
იგივე
კონტროლს
, რაც
მოქმედებს
თავდაპირველი
ინფორმაციის
მიმართ
. რეპროდუქციების
რაოდენობა
უნდა
შეიზღუდოს
ოფიციალური
მიზნებისთვის
საჭირო
მინიმალური
რაოდენობით

[https://legali.ge/law/3956470/muxli-17/](https://legali.ge/law/3956470/muxli-17/)

---

## მუხლი 18. – საიდუმლო

ინფორმაციის
განადგურება

1. საიდუმლო
ინფორმაციის
განადგურება
უნდა
განხორციელდეს
საიდუმლო
ინფორმაციის
განადგურების
განმახორციელებელი
მხარის
შესაბამისი
შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის
მოთხოვნებისა
და
ამ
მუხლის
თანახმად
.

2. საიდუმლო
ინფორმაციის
შემცველი
დოკუმენტები
და
ინფორმაციის
მატარებელი
სხვა
საშუალებები
უნდა
განადგურდეს
დაწვის
, დაქუცმაცების
, რბილ
მასად
ქცევის
ან
სხვა
მეთოდების
გამოყენებით
, რაც
უზრუნველყოფს
მათში
მოცემული
საიდუმლო
ინფორმაციის
აღდგენის
პრევენციას
.

3. საიდუმლო
ინფორმაციის
შემცველი
მასალა
, მათ
შორის
აღჭურვილობა
, უნდა
განადგურდეს
ისეთი
საშუალებებით
, რაც
შეუძლებელს
გახდის
მის
ამოცნობას
, რათა
გამოირიცხოს
საიდუმლო
ინფორმაციის
სრულად
ან
ნაწილობრივ
აღდგენა

[https://legali.ge/law/3956470/muxli-18/](https://legali.ge/law/3956470/muxli-18/)

---

## მუხლი 19. – საიდუმლოობის

ხარისხის
დადაბლება
და
განსაიდუმლოება

1. მხარეები
თანხმდებიან
, რომ
საიდუმლო
ინფორმაციის
საიდუმლოობის
ხარისხი
უნდა
დადაბლდეს
მაშინვე
მას
შემდეგ
, რაც
ეს
ინფორმაცია
აღარ
მოითხოვს
დაცვის
უფრო
მაღალ
ხარისხს
, ან
განსაიდუმლოებული
უნდა
იქნეს
მაშინვე
მას
შემდეგ
, რაც
ეს
ინფორმაცია
აღარ
მოითხოვს
დაცვას
არაუფლებამოსილი
გამჟღავნებისგან
.

2. მიმწოდებელ
მხარეს
აქვს
საკუთარი
საიდუმლო
ინფორმაციის
საიდუმლოობის
ხარისხის
დადაბლების
ან
განსაიდუმლოების
სრული
დისკრეცია
. მიმღებმა
მხარემ
, მიმწოდებელი
მხარის
წინასწარი
წერილობითი
თანხმობის
გარეშე
, არ
უნდა
დაადაბლოს
მიმწოდებელი
მხარისგან
მიღებული
საიდუმლო
ინფორმაციის
საიდუმლოობის
ხარისხი
ან
მოახდინოს
მისი
განსაიდუმლოება
, იმ
შემთხვევაშიც
კი
, თუ
დოკუმენტზე
მითითებულია
განსაიდუმლოების
ნებისმიერი
აშკარა
ინსტრუქცია

[https://legali.ge/law/3956470/muxli-19/](https://legali.ge/law/3956470/muxli-19/)

---

## მუხლი 20. – დაკარგვა

ან
გამჟღავნება

მიმღებმა
მხარემ
დაუყოვნებლივ
უნდა
შეატყობინოს
მიმწოდებელ
მხარეს
, მიმწოდებელი
მხარის
საიდუმლო
ინფორმაციის
ყველა
დაკარგვის
ან
გამჟღავნების
გამოვლენის
, აგრეთვე
, შესაძლო
დაკარგვის
ან
გამჟღავნების
შესახებ
. ასეთი
ინფორმაციის
რეალური
ან
შესაძლო
დაკარგვის
ან
გამჟღავნების
შემთხვევაში
, მიმღებმა
მხარემ
დაუყოვნებლივ
უნდა
დაიწყოს
გამოძიება
, რათა
დაადგინოს
რეალური
ან
შესაძლო
დაკარგვის
ან
გამჟღავნების
გარემოებები
. მიმწოდებელ
მხარეს
უნდა
მიეწოდოს
გამოძიების
შედეგები
და
ინფორმაცია
იმ
ზომების
შესახებ
, რომლებიც
მიღებულ
იქნა
განმეორებით
მოხდენის
პრევენციის
მიზნით

[https://legali.ge/law/3956470/muxli-20/](https://legali.ge/law/3956470/muxli-20/)

---

## მუხლი 21. – დავები

მხარეთა
შორის
უთანხმოება
, რომელიც
წარმოიშვება
წინამდებარე
შეთანხმების
ფარგლებში
ან
მასთან
დაკავშირებით
, უნდა
გადაწყდეს
მხოლოდ
მხარეთა
შორის
კონსულტაციების
გზით
და
გადასაწყვეტად
არ
უნდა
გადაეცეს
ეროვნულ
სასამართლოს
, საერთაშორისო
ტრიბუნალს
ან
ნებისმიერ
სხვა
პირს
ან
ერთეულს

[https://legali.ge/law/3956470/muxli-21/](https://legali.ge/law/3956470/muxli-21/)

---

## მუხლი 22. – ხარჯები

თითოეული
მხარე
პასუხისმგებელია
წინამდებარე
შეთანხმების
შესრულებისას
წარმოშობილ
საკუთარ
ხარჯებზე
. წინამდებარე
შეთანხმების
ფარგლებში
მხარეთა
ყველა
ვალდებულება
უნდა
დაექვემდებაროს
ფინანსური
სახსრების
ხელმისაწვდომობას

[https://legali.ge/law/3956470/muxli-22/](https://legali.ge/law/3956470/muxli-22/)

---

## მუხლი 23. – ცვლილებები

წინამდებარე
შეთანხმებაში
ცვლილებები
შედის
მხოლოდ
მხარეთა
ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე
. ნებისმიერი
ამგვარი
ცვლილება
გაფორმდება
ცალკე
დოკუმენტის
სახით
, რომელიც
ძალაში
შევა
წინამდებარე
შეთანხმების
24-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
შესაბამისად

[https://legali.ge/law/3956470/muxli-23/](https://legali.ge/law/3956470/muxli-23/)

---

## მუხლი 24. – დასკვნითი

დებულებები

1. წინამდებარე
შეთანხმება
და
წინამდებარე
შეთანხმების
ნებისმიერი
ცვლილება
ძალაში
შედის
დიპლომატიური
ნოტების
გაცვლისას
ბოლო
შეტყობინების
თარიღიდან
, რომლითაც
მხარეები
ადასტურებენ
, რომ
თითოეულმა
მხარემ
დაასრულა
წინამდებარე
შეთანხმების
ძალაში
შესვლისთვის
საჭირო
საკუთარი
შიდასახელმწიფოებრივი
პროცედურები
.

2. თითოეულ
მხარეს
შეუძლია
შეწყვიტოს
წინამდებარე
შეთანხმება
, წინამდებარე
შეთანხმების
შეწყვეტის
შესახებ
საკუთარი
განზრახვის
მეორე
მხარისთვის
, ოთხმოცდაათი
დღით
ადრე
, დიპლომატიური
არხებით
, წერილობითი
შეტყობინების
გაგზავნის
გზით
.

3. წინამდებარე
შეთანხმების
შეწყვეტის
მიუხედავად
, უნდა
გაგრძელდეს
წინამდებარე
შეთანხმების
შესაბამისად
გაცვლილი
ან
სხვაგვარად
მიწოდებული
ყველა
საიდუმლო
ინფორმაციის
დაცვა
, აქ
მოცემული
დებულებების
შესაბამისად
.

რის
დასტურადაც
, შესაბამისი
მთავრობების
მიერ
სათანადოდ
უფლებამოსილმა
, ქვემორე
ხელმომწერებმა
ხელი
მოაწერეს
წინამდებარე
შეთანხმებას
.

შესრულებულია
ორ
დედნად
, ქ
. ვაშინგტონში
, 2017 წლის
9 მაისს
, ქართულ
და
ინგლისურ
ენებზე
, ორივე
ტექსტი
თანაბრად
ავთენტურია
. განმარტებისას
ნებისმიერი
განსხვავების
შემთხვევაში
, უპირატესობა
ენიჭება
ინგლისურ
ტექსტს
.

საქართველოს

მთავრობის
სახელით
:

ხელმოწერილია

ამერიკის
შეერთებული

შტატების
მთავრობის
სახელით
:

ხელმოწერილია

დანართი

საქართველოს
მიერ
შეერთებული
შტატებისთვის
მიწოდებული
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
დაცვის
პროცედურები

1. შეერთებული
შტატებისთვის
მიწოდებული
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
საქართველოს
საიდუმლო
ინფორმაცია
შეერთებულმა
შტატებმა
, მიღების
შემთხვევაში
, უნდა
დაიცვას
ქვემოთ
მოცემული
მინიმალური
პროცედურების
შესაბამისად
.

2. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხით
განსაზღვრული
ინფორმაციის
შენახვა
უნდა
მოხდეს
დალუქულ
კონტეინერებში
ან
დახურულ
ტერიტორიაზე
, რაც
უზრუნველყოფს
არაუფლებამოსილი
პერსონალის
მიერ
მისი
გაცნობის
პრევენციას
.

3. შეერთებული
შტატები
მიიღებს
დასაიდუმლოების
მიღმა
ყველა
შესაძლო
ზომას
, რათა
დაიცვას
საქართველოს
მიერ
მიწოდებული
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაცია
არაუფლებამოსილი
პირების
ან
ერთეულებისათვის
მისი
გამჟღავნებისგან
, საქართველოს
წინასწარი
წერილობითი
ნებართვის
გარეშე
.

4. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
ელექტრონული
შენახვა
, დამუშავება
ან
მიწოდება
, საჭიროების
მიხედვით
, უნდა
განხორციელდეს
მთავრობის
ან
კონტრაქტორის
მიერ
აკრედიტებული
სისტემების
გამოყენებით
. კერძოდ
, RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
შენახვის
, დამუშავების
ან
გადაცემის
მიზნით
ნებისმიერი
სისტემის
გამოყენებამდე
, მან
უნდა
მიიღოს
უსაფრთხოების
დადასტურება
, რომელიც
ცნობილია
, როგორც
„აკრედიტაცია
“. „აკრედიტაცია
“ არის
შესაბამისი
აკრედიტებელი
ორგანოს
მიერ
გაკეთებული
ოფიციალური
განაცხადი
, რითაც
დასტურდება
, რომ
სისტემის
გამოყენება
აკმაყოფილებს
უსაფრთხოების
შესაბამის
მოთხოვნებს
და
არ
ქმნის
გაუმართლებელ
რისკს
. „უსაფრთხოების
სტანდარტული
ოპერაციული
პროცედურები
“ არის
ტექნიკური
პროცედურები
, რითაც
, საიდუმლო
ინფორმაციის
დამმუშავებელი
ავტომატიზებული
საინფორმაციო
სისტემების
დაცვის
მიზნით
, ხორციელდება
კონკრეტული
ობიექტისთვის
დამახასიათებელი
უსაფრთხოების
პოლიტიკა
და
მოთხოვნები
. იზოლირებული
ავტომატიზებული
საინფორმაციო
სისტემების
შემთხვევაში
, როგორიცაა
შეერთებული
შტატების
სამთავრობო
დაწესებულებებში
გამოყენებული
სტაციონარული
და
პორტატული
კომპიუტერები
, მოთხოვნილი
„აკრედიტაციის
“ ფუნქციას
შეასრულებს
სისტემის
რეგისტრაციის
დოკუმენტი
, „უსაფრთხოების
სტანდარტულ
ოპერაციულ
პროცედურებთან
“ ერთად
. კონტრაქტორების
შემთხვევაში
, კონტრაქტში
არსებულ
„შეზღუდული
პირობების
მოთხოვნების
პუნქტში
“ უნდა
ჩაიდოს
საკომუნიკაციო
და
საინფორმაციო
სისტემების
გამოყენების
სახელმძღვანელო
წესი
.

5. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
მიწოდება
შეერთებული
შტატების
ფარგლებში
უნდა
განხორციელდეს
პირველი
კლასის
ფოსტით
, ერთი
დალუქული
ამანათით
. შეერთებული
შტატების
ფარგლებს
გარეთ
მიწოდება
უნდა
განხორციელდეს
ორმაგი
, დალუქული
ამანათით
, სადაც
შიდა
კონვერტზე
გაკეთდება
აღნიშვნა
: „GEORGIA RESTRICTED“. შეერთებულ
შტატების
ფარგლებს
გარეთ
მიწოდება
უნდა
განხორციელდეს
კონტროლირებადი
საშუალებებით
, როგორიცაა
კომერციული
კურიერი
ან
მხარეთა
მიერ
წერილობით
შეთანხმებული
სხვა
საშუალებები
.

6. შეერთებული
შტატების
დოკუმენტებს
, რომელიც
შეიცავს
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციას
, შეფუთვასა
და
პირველ
გვერდზე
უნდა
მიეთითოს
აღნიშვნა
: „GEORGIA RESTRICTED“. დოკუმენტების
ნაწილზე
, რომელიც
შეიცავს
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციას
, ასევე
, უნდა
მიეთითოს
აღნიშვნა
: „GEORGIA RESTRICTED“.

7. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
მიწოდება
ან
მისი
გაცნობა
შესაძლებელია
განხორციელდეს
ელექტრონულად
, ისეთი
ქსელის
მეშვეობით
, როგორიცაა
ინტერნეტი
, მხარეთა
მიერ
ორმხრივად
აღიარებული
სამთავრობო
ან
კომერციული
დაშიფვრის
მოწყობილობების
გამოყენებით
. თუ
დაშიფვრის
სისტემა
ხელმისაწვდომი
არ
არის
და
არსებობს
მიმწოდებელი
მხარის
ეროვნული
უსაფრთხოების
ორგანოს
დასტური
, შესაძლებელია
განხორციელდეს
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
შემცველი
სატელეფონო
საუბარი
, ვიდეოკონფერენცია
ან
ფაქსის
მეშვეობით
მიწოდება
.

8. კონტრაქტორს
არ
მოეთხოვება
საიდუმლო
ინფორმაციასთან
იურიდიული
პირის
დაშვება
ისეთი
კონტრაქტების
დასადებად
, რომლებიც
საჭიროებს
მხოლოდ
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
საიდუმლო
ინფორმაციის
მიღებას
ან
შექმნას
.

9. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ასეთი
ინფორმაციის
გაცნობის
უფლება
შეიძლება
მიენიჭოს
მხოლოდ
იმ
ფიზიკურ
პირებს
, რომლებსაც
აქვთ
ინფორმაციის
გაცნობის
საჭიროება
. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
გაცნობა
არ
საჭიროებს
საიდუმლო
ინფორმაციასთან
ინდივიდუალურ
დაშვებას

[https://legali.ge/law/3956470/muxli-24/](https://legali.ge/law/3956470/muxli-24/)
