„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.140.016304
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №59

2017 წლის 25 დეკემბერი

დაბა ასპინძა

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 07 დეკემბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017,  ს/კოდი 010260000.35.140.016281) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,1. მერიის სტრუქტურული ერთეული – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის  შესაბამისად   ასეთია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი – I რანგი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი –   II რანგი (შემდგომში – განყოფილების უფროსი);

გ) განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების III  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში – III რანგი ( შემდგომში – უფროსი სპეციალისტი);

დ) განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების  III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ტურიზმის განვითარების საკითხებში – III რანგი ( შემდგომში – უფროსი სპეციალისტი);

ე) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი –   II რანგი ( შემდგომში – განყოფილების უფროსი);

ვ) სპორტის, ახალგაზრულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის საკითხებში – III რანგი ( შემდგომში – უფროსი სპეციალისტი).“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება ახორციელებს:“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სფეროში ადმინისტრირების პროცესსა და  ანალიტიკური სამუშაოების შესრულებას;“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება ახორციელებს:“.

5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის ურთიერთობის საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა კოორდინაციას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე